Buta Airways აზერბაიჯანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც Azerbaijan Airlines (AZAL) -ის შვილობილ ავიაკომპანიას წარმოადგენს. სათაო ოფისი მდებარეობს ბაქოში, ხოლო მთავარი ბაზა კი ჰეიდარ ალიევის საერთაშოირო აეროპორტში.
აზერბაიჯანის ავიახაზების დაბალბიუჯეტიანი განყოფილება 2016 წლის 28 მარტს ჩამოყალიბდა, თუმცა თავდაპირველად მას AZALJET ეწოდა, რამდენიმე თქვეში კი azal -ის საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ავიაკომპანია Buta Airways -ის სახელით მოახდენდა ოპერირებას. 2017 წლის 2 ივნის კი ბუტა ეარვეის –ს მიენიჭა ლოგო, რომელიც მითოლოგიური წმინდა ფრინველის სიმურგის სიმბოლიკას აერთიანებს.
ავიაკომპანია Buta Airways-მა ახალი სახელის ქვეშ პირველი რეისი 2017 წლის 1-ელ სექტემბერს შეასრულა.
მიმართულებები
ავიაკომპანია ბაქოდან პირდაპირ ავიამიმოსვლას არაერთი მოთხოვნადი მიმართულებით ახორციელებს, როგორიცაა: თბილისი , ლონდონი, ბარსელონა, რომი, პრაღა, ვენა, ბუდაპეშტი, მუმბაი, ნიუ დელი, ვარშავა, ფრანკფურტი, ბერლინი, სტამბოლი, ანკარა, დუბაი, აბუ-დაბი და სხვ.
თბილისი ბაქო ავიაბილეთები
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
5 დეკემბერი 2024 | 12 დეკემბერი 2024 | ბილეთები 295 - დან | |
19 იანვარი 2025 | 24 იანვარი 2025 | ბილეთები 217 - დან | |
10 თებერვალი 2025 | 17 თებერვალი 2025 | ბილეთები 220 - დან |
Buta Airways ფლოტი
ავიაკომპანიის საჰაერო ფლოტი მოიცავს მრავალფეროვან მოდელებს, რომელიც უზრუნველყოფს კომფორტულ მგზავრობას. Buta Airways-ის თვითმფრინავების ძირითადი მოდელები კი Boeing 737-800; Boeing 737 MAX; Boeing 747-8; Boeing 777-200.
Buta Airways-ის მომსახურების კლასები
Buta Airways გააჩნია სხვადასხვა კლასის მომსახურებას, რაც უზრუნველყოფს კომფორტს და თითოეული მგზავრის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას: Economy Class, Business Class და First Class.
- ეკონომ კლასი გამოირჩევა კომფორტული სავარძლებითა და უფასო საკვებით/სასმელით.
- ბიზნეს კლასი ფართო სავარძლებით მეტი კომფორტისთვის და პირადი მომსახურებით.
- პირველი კლასი კი მეტი კომფორტით, VIP სალონით და პრემიუმ მომსახურებით.
ინფორმაცია ბარგის შესახებ
ხელბარგი:
- ეკონომ კლასის მგზავრებს შეუძლიათ თან იქონიონ 1 ერთეული 7 კგ-მდე ხელბარგი.
- ბიზნეს კლასის მგზავრებს შეუძლიათ თან იქონიონ 2 ერთეული ხელბარგი, თითოეულის წონა მაქსიმუმ 7 კგ.
ჩასაბარებელი ბარგი:
ბარგის წონა და რაოდენობა დამოკიდებულია მგზავრობის კლასზე.
- ეკონომ კლასი – 1 ერთეული 23 კგ-მდე ჩემოდანი.
- ბიზნეს კლასი – 2 ერთეული 23 კგ-მდე ჩემოდანი (თითოეული).
რეგისტრაცია / Check in
ფრენის რეგისტრაცია სავალდებულოა Buta Airways-ის ყველა მგზავრისთვის. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე აეროპორტის ტერმინალებში. შემოწმების დრო შეიძლება განსხვავდებოდეს ფრენისა და გამგზავრების აეროპორტის მიხედვით.
ონლაინ რეგისტრაცია
საერთაშორისო ფრენებისთვის რეგისტრაცია იწყება დაგეგმილ გამგზავრებამდე 3 საათით ადრე.
რეგისტრაცია აეროპორტში
რეკომენდირებულია აეროპორტში 3სთ-ით ადრე მისვლა, რათა დარჩეს საკმარისი დრო შემოწმებისა და უსაფრთხოების პროცედურების დასასრულებლად.