დორტმუნდი არის გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი. ის აქამდე, როგორც ტურისტული მიმართულება, არც თუ ისე პოპულარული იყო, თუმცა დღესდღეობით ეს ასე აღარ არის და გერმანიაში ვიზიტით მყოფი ტურისტები დიდ ინტერესს იჩენენ ამ ქალაქის მიმართ.
დორტმუნდი არის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი გერმანიის აღმოსავლეთ რურის რეგიონში, სადაც აღმოაჩენთ მრავალ საშუალებას, რომ დრო სასიამოვნოდ გაატაროთ, მათ შორისაა: შთამბეჭდავი მუზეუმები, როგორიცაა Museum für Kunst und Kulturgeschichte, საკონცერტო დარბაზები, ხელოვნების გალერეები, ცოცხალი მუსიკა და მრავალი სხვა.
რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს ქუთაისი დორტმუნდი ს მიმართულებით?
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან დორტმუნდის მიმართულებით ავიაკომპანია wizz air ge ოპერირებს, რომელიც პირდაპირ რეისებს კვირაში 3 სიხშირით ახორციელებს.
ვიზეარი ასევე გვთავაზობს ერთი გადაჯდომით რეისებს, რომელსაც კატოვიცას, გდანსკის, კრაკოვის და სხვა ქალაქების გავლით ახორციელებს.
რამდენია ფრენის ხანგრძლივობა ქუთაისიდან დორტმუნდამდე?
ქუთაისი დორტმუნდი -ს პირდაპირი ფრენის ხანგრძლივობა 4სთ და 35წთ-ია. რაც შეეხება ერთი გადახდომით რეისებს, ტრანზიტულ აეროპორტსი მოცდის ჩათვლით, ფრენის ხანგრძლივობა 7-9 საათია.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ერთი გადაჯდომით ფრენა გადაწყვიტეთ, გირჩევთ, ტრანზიტულ აეროპორტში მოცდის დრო მინიმუმ 2 საათი მაინც გაითვალისწინოთ, რათა მშვიდად გაიაროთ ყველა საჭირო პროცედურა და თავიდან აიცილოთ რაიმე სახის შეფერხება.
ქუთაისი დორტმუნდი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
9 დეკემბერი 2024 | 23 დეკემბერი 2024 | ბილეთები 1 040 - დან |
რა უნდა მოინახულოთ დორტმუნდში?
დორტმუნდის ღირსშესანიშნაობების ჩამოთვლისას, ნებისმიერი ადგილობრივი გეტყვით, რომ დათვალიერება ამ მე-12 საუკუნის უზარმაზარი საცალფეხო მოედნით უნდა დაიწყოთ. აქ არის რესტორნები და კაფეები, გალერეები, ბუტიკები და სუპერმარკეტები. ასევე ნახავთ უძველეს შადრევანს და ადგილობრივ მერიის შენობას, რომლის ფასადზეც არწივის ფიგურაა გამოსახული.
მერია მდებარეობს მშვიდობის მოედანზე. ეს არის ნამდვილი არქიტექტურული შედევრი ნეო-რენესანსის სტილში. შენობის ფასადი უხვადაა მორთული ჰანზატური რეგიონების გერბებით. მეორე მსოფლიო ომის დროს შენობა თითქმის განადგურდა, მაგრამ მოგვიანებით ის კვლავ აღადგინეს.
ასევე მოინახულეთ წმინდა რინალდის ეკლესია, წმინდა პეტრეს ეკლესია, მარიამის სახელობის ეკლესია, რომლებიც აუცილებლად დატოვებენ თქვენზე საოცარ შთაბეჭდილებას.
თუ დრო გექნებათ, ეწვიეთ ქალაქის ზოოპარკს, სადაც უამრავი სახის ფრინველი და ცხოველი ბინადრობს. აღსანიშნავია, რომ ფრინველებისთვის, როგორიცაა ბუ, ხოხობი, ფარშევანგი და თუთიყუში, გამოყოფილია ცალკე ტერიტორია.
და აუცილებლად გაისეირნეთ ვესტენჰოლვეგის ქუჩაზე, რომელიც ქალაქის მთავარ სავაჭრო ქუჩას წარმოადგენს. ეს შესანიშნავი ადგილია დასვენებისთვის, გართობისა და შოპინგისთვის.
როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები ქუთაისი დორტმუნდი ს მიმართულებით?
- შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
- შეიძინეთ ორმხრივი გზის ავიაბილეთები ერთდროულად.
- ისარგებლეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიით.
- სამოგზაუროდ წაიღეთ მხოლოდ ხელბარგი.
- მოგზაურობა დაამთხვიეთ არასეზონურ პერიოდს.
kutaisi dortmundi -ს მიმართულებით ავიაბილეთების იაფად შეძენა ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, ძალიან მარტივადაა შესაძლებელი. საჭიროა მხოლოდ ჩვენს საძიებო სისტემაში გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილს არჩევა, მოგზაურობისათვის სასურველ თარიღებს მითითება და სულ ეს არის. რამდენიმე წამში კი აპლიკაცია შემოგთავაზებთ ყველა მოქმედი ავიაკომპანიისა თუ სააგენტოს პირდაპირ და ტრანზიტულ რეისებს, რაც გაგიმარტივებთ თვალი გადაავლოთ ყველა არსებულ ვარიანტს, თანაც ერთ სივრცეში და აარჩიოთ თქვენთვის სასურველი თარიღებისა და ფასების მიხედვით.