ფლაიარისტანი (FlyArystan) — ყაზახეთი; საქართველოში დაფრინავს თბილისის აეროპორტიდან. FlyArystan Air Astana-ს დაბალბიუჯეტიანი შვილობილია. ამ გვერდზე თავმოყრილია მიმართულებები საქართველოდან, ბარგისა და ჩექინის წესები, კონტაქტი და ის, რა უფლებები გაქვთ რეისის დაგვიანების ან გაუქმების შემთხვევაში.
FlyArystan არის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც 2018 წელს ყაზახეთში, ალმათიში დაარსდა და არის ქვეყნის წამყვანი ავიაკომპანიის – Air Astana-ს სრულ საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანია. ავიაკომპანიის მთავარი ცენტრი ალმათის საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს. ფლაიარისტანმა ავიაბილეთების გაყიდვა 2019 წლის მარტიდან დაიწყო, ხოლო პირველი ფრენა 1 მაისს, ალმათიდან ნურ-სულთანის აეროპორტებს შორის განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ნოემბერში FlyArystan -ი 4 ვარსკვლავიან ავიაკომპანიაად იქნა აღიარებული SkyTrax-ის მიერ.
მიმართულებები
ავიაკომპანია ფრენებს ახორციელებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მიმართულებით, რომელიც ჯამში 30-მდე ქალაქს მოიცავს საქართველოში, თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ინდოეთში, უზბეკეთში, ყირგიეთსა და თავდ ყაზახეთში.
შიდა მიმართულებები მოიცავს აქტაუს, აქტობეს, ალმათს, ატირაუს, ნურ-სულთანს, შიმკენტს, კოკშეტაუს, კოსტანაის, კიზილორდას, ყარაგანდას, ორალს, ოსკემენს, პავლოდარს, პეტროპავლს, სემეის.
საქართველოდან პირდაპირ ფრენებს ქუთაისის აეროპორტი –დან ატირაუს, აქტაუს, ასტანასა და შიმკენტის მიმართულებით გვთავაზობს. პირველი ფრენა კი მან ქუთაისიდან 2022 წლის 15 ივნისს განახორციელა.
FlyArystan ფლოტი
ავიაკომაპანიის ფლოტი Airbus A320 თვითმფრინავებისგან შედგება და მოიცავს Airbus A320 Neo-სა და Airbus A320-200-ს, რომელთა რაოდენოდა ჯამში 16-ს შეადგენს და მათი საშუალო ასაკი 6.5 წელს უდრის.
როგორც უკვე აღინიშნა, ეს არის ცენტრალური აზიის წამყვანი ავიაკომპანიის Air Astana-ს შვილობილი კომპანია და სწორედ მისგან იღებს იგი ყველა სახის უსაფრთხოების, ტექნიკური, სასწავლო, სისტემებისა და სერვისების მხარდაჭერას.
ინფორმაცია ბარგის შესახებ
- ხელბარგი
ყველა მგზავრს უფლება აქვს თან იქონიოს ერთი ერთეული ხელბარგი, რომლის წონა 5 კგ-ია, ხოლო ზომა – 56x23x36 სმ. ასევე, შესაძლებელია ფასიანი ხელბარგის დამატება, რომლის წონა 10 კგ-მდე უნდა იყოს, ხოლო ზომა – 56x23x36 სმ.
დადგენილი ზომების დაცვით, ხელბარგი მისი ყველა კომპონენტით (ბორბლები, სახელურები და ა.შ) თავისუფლად უნდა მოთავსდეს სტანდარტიზატორში, ხოლო სალონში ბარგი თაროზე, მგზავრის სავარძლის ზემოთ ან მგზავრის წინ სავარძლის ქვეშ უნდა განთავსდეს.
ჩასაბარებელი ბარგი:
ჩასაბარებელი ბარგის დასაშვები მაქსიმალური წონა ერთ ერთეულზე 32 კგ-ია. მისი ზომების ჯამი კი სამივე განზომილებაში (სიმაღლე, სიგანე, სიგრძე) 158 სმ. ბარგის რაოდენობაზე შეზღუდვა არ არის, თუმცა, 1 მგზავრს შეუძლია მაქსიმუმ 60 კგ ბარგის შეძენა.
FlyArystan-ის ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907
FlyArystan — მიმართულებები საქართველოდან
ქვემოთ მოცემულია მარშრუტები, რომლებზეც FlyArystan რეგულარულად ან სეზონურად ოპერირებს; თითოეულ გვერდზე ფასების კალენდარი და ალტერნატიული ავიაკომპანიებია:
- აქტობე თბილისი ავიაბილეთები
- თბილისი აქტობე ავიაბილეთები
- ალმაატა თბილისი ავიაბილეთები
- თბილისი ალმაატა ავიაბილეთები
ბარგი და ჩექინი FlyArystan-ზე
FlyArystan დაბალბიუჯეტიანი მოდელით მუშაობს: საბაზისო ბილეთში, როგორც წესი, მხოლოდ პატარა ხელბარგი შედის, ხოლო რეგისტრირებული ბარგი, დიდი ხელბარგი, ადგილის არჩევა და აეროპორტში რეგისტრაცია ცალკე ფასიანი სერვისებია. ბარგი ყოველთვის ჯავშნისთანავე დაამატეთ — აეროპორტში იგივე სერვისი 2–3-ჯერ ძვირია. ონლაინ ჩექინი გაიარეთ წინასწარ და ხელბარგის ზომები გამგზავრებამდე შეამოწმეთ, რადგან გეითთან ამოწმებენ.
კონტაქტი და ჯავშნის მართვა
ჯავშნის შეცვლა, ბარგის დამატება და ჩექინი FlyArystan-ის ოფიციალურ საიტსა და აპლიკაციაში კეთდება; ქოლ-ცენტრის ნომრები ქვეყნების მიხედვით ავიაკომპანიის „Contact“ გვერდზეა. თუ ბილეთი Tiqets.ge-ს დახმარებით გაქვთ ნაყიდი ან კონსულტაცია გჭირდებათ, დაგვირეკეთ 551 907 907 (ვაიბერიც მუშაობს).
დაგვიანება, გაუქმება და კომპენსაცია
ევროკავშირის აეროპორტიდან გამგზავრებულ ან ევროპული ავიაკომპანიით შესრულებულ რეისებზე EU261 რეგულაცია მოქმედებს — 3 საათზე მეტი დაგვიანების ან გაუქმების შემთხვევაში 250–600 ევრომდე კომპენსაცია შეიძლება გეკუთვნოდეთ. თურქეთის რეისებზე მსგავსი წესები SHY-Passenger რეგულაციით მოქმედებს. დეტალები — ფრენის კომპენსაციის გვერდზე.
ხშირად დასმული კითხვები FlyArystan-ზე
საიდან დაფრინავს FlyArystan საქართველოში?
თბილისის აეროპორტიდან. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ევროპული რეისების უმეტესობა ქუთაისიდან სრულდება.
შედის თუ არა ბარგი FlyArystan-ის ბილეთში?
საბაზისო ტარიფში მხოლოდ პატარა ხელბარგი შედის; რეგისტრირებული ბარგი ცალკე იყიდება.
სად შევადარო FlyArystan-ის ბილეთის ფასი სხვა ავიაკომპანიებთან?
Tiqets.ge-ს მიმართულებების გვერდებზე ფასების კალენდარი ყველა ავიაკომპანიას ერთდროულად აჩვენებს.


