მთავარიავიაკომპანიებიAegean Airlines / ეგეოსის ავიახაზები
ავიაბილეთები Avia.ge

მიმართულებები

Aegean Airlines / ეგეოსის ავიახაზები

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge

Aegean Airlines – საბერძნეთის დროშის მქონე ყველაზე დიდი ბერძნული ავიაკომპანია გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის, მომსახურების მიმართულებების რაოდენობისა და ფლოტის ზომის მიხედვით.

აღნიშნული ავიაკომპანია 1987 წელს დაარსდა, თუმცა 1999 წლიდან დაიწყო აქტიური საავიაციო საქმიანობა და მას შემდეგ ყოველწლიურად უფრო და უფრო ფართოვდება. წარმატებული მოღვაწეობის 20 წლიანი გამოცდილება მართლაც რომ ნათელი მაგალითია Aegean Airlines–ის ორგანიზებულობის მაღალი დონისა და მომსახურეობის მაღალი ხარისხის გარანტიის.

ავიაკომპანიამ 2013 წელს წარმატებით შეიძინა  Olympic Air–ის ავიახაზები, რის გამოც საკუთარ მომხმარებლებს ბევრად უფრო დიდი რაოდენობით სთავაზობს კომფორტულ და მოსახერხებელ რეისებს მსოფლიოს უამრავი წერტილის მიმართულებით. კომპანია მუდმივად ცდილობს განვითარებას და მომსახურების დონის დახვეწას, რის ფონზეც ინოვაციებს არ უშინდება.

Aegean Airlines–ის თვითმფრინავები ამჟამად 151–ზე მეტ ლოკაციაზე უზრუნველყოფს მგზავრების გადაფრენას. ამ სიაში შედის 31 ადგილობრივი და 120 საერთაშორისო აეროპორტი 43 ქვეყნის ტერიტორიაზე. აღნიშნული სერვისის უმაღლესი ხარისხით მოსაწოდებლად ავიაკომპანიის ხელმძღვანელები აქტიურად აწარმოებენ საკუთარი სატრანსპორტო ფლოტის განახლებასა და უახლესი მოდელების შეძენას. ამჟამად კი ეგეოსის ავიახაზების საჰაერო ტრანსპორტის რიგებში შედის ჯამში 61 თვითმფრინავი.

როგორც საბერძნეთის წამყვან საჰაერო კორპორაციას, ეგეოსის ავიახაზებს ჯამში 3 ტექნიკური ბაზა აქვს დაარსებული ქვეყნის ტერიტორიაზე. მისი მთავარი ჰაბებია ათენის საერთაშორისო აეროპორტი ათენში, მაკედონიის საერთაშორისო აეროპორტი სალონიკში და ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტი კვიპროსში. ის ასევე იყენებს სხვა საბერძნეთის აეროპორტებს, როგორც ბაზებს, რომელთაგან ზოგიერთი სეზონურია.

Aegean Airlines -ის რეისზე იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

ბლოგი