მთავარიპოპულარული მიმართულებებიქუთაისი გდანსკი ავიაბილეთები / gdanski
ავიაბილეთები Avia.ge

მიმართულებები

ქუთაისი გდანსკი ავიაბილეთები / gdanski

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge

ღირს თუ არა გდანსკში გამგზავრება? თუ გიყვართ ისტორია, შესანიშნავი საკვები, შთამბეჭდავი არქიტექტურა და ეძებთ ბიუჯეტურ დანიშნულების ადგილს, მაშინ გდანსკის მონახულება ნამდვილად კარგი არჩევანი იქნება. ხშირად მოგზაურები პოლონეთის სხვა ქალაქებს უფრო სტუმრობენ, როგორიცაა ვარშავა ან კრაკოვი, თუმცა გდანსკის საოცარი ატმოსფერო და ქალაქის ღირსშესანიშნაობები ნამდვილად დიდ გავლენას მოახდენს თქვენზე.

ამ სტატიაში გაეცნობით ყველა საჭირო ინფორმაციას, თუ როგორ გაემგზავროთ ქუთაისი გდანსკი -ს მიმართულებით და გაიგებთ რა უნდა მოინახულოთ ამ დანიშნულების ადგილზე.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს ქუთაისი გდანსკი მიმართულებით?

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან გდანსკის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს wizz air kutaisi გვთავაზობს. ავიაკომპანია ფრენას კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს ასრულებს.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა ქუთაისიდან გდანსკამდე?

ქუთაისისა და გდანსკის აეროპორტებს შორის პირდაპირი ფრენის ხანგრძლივობა 4სთ და 10წთ-ია.

თუ გეგმავთ პოლონეთში გამგზავრებას, შესაძლოა პოლონეთის სამუშაო მოწვევა თქვენთვის ხელსაყრელ საბუთს წარმოადგენდეს, რომელიც დაგეხმარებათ მარტივად და გარანტირებულად გადაკვეთოთ ქვეყნის საზღვარი. აღნიშნული დოკუმენტის დამზადებას მხოლოდ 5-7 სამუშაო დღე სჭირდება. დეტალური ინფრმაციისთვის დაგვიკავშირდით: 551 907 907

Avia.ge ასევე გაგიწევთ შესაბამის მომსახურებას, რათა მარტივად მიიღოთ პოლონეთის ვიზა 

რა უნდა გააკეთოთ გდანსკში?

გდანსკი ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია არა მხოლოდ პოლონეთში, არამედ ევროპაში. თუმცა ეს ადგილი არა მხოლოდ საოცრად ლამაზია, არამედ ძალიან საინტერესოა თავისი ღირსშესანიშნაობებითა და ისტორიით.

ქალაქი მე-10 საუკუნის ბოლოს დაარსდა და იმის გამო, რომ ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რეგიონში.

  • იხეტიალეთ ძველ ქალაქში

ძველი ქალაქი გდანსკის უძველესი ნაწილია, რომელიც დღეს ქალაქის ულამაზეს ნაწილს წარმოადგენს და სწორედ აქ ნახავთ გდანსკის ღირსშესანიშნაობათა უმეტესობას. ეს ტერიტორია უბრალოდ გასაოცარია თავისი განსაკუთრებული არქიტექტურისა და ულამაზესი ქუჩების წყალობით.

ყველაზე პოპულარული ქუჩა Długi Targ-ია, სადაც შეგიძლიათ ნახოთ გდანსკის რამდენიმე მთავარი ღირსშესანიშნაობა – მერია, ნეპტუნის შადრევანი ან არტუსის კორტი. თქვენ შეგიძლიათ გაისეირნოთ ამ ულამაზეს საცალფეხო ქუჩაზე, სადაც ორი კარიბჭიდან ერთ-ერთით, ოქროს ან მწვანე კარიბჭით შეძლებთ მოხვედრას.

  • მარიამის სახელობის ეკლესია – St. Mary’s Church

წმინდა მარიამის ეკლესია აშენდა ჯერ კიდევ მე-14 საუკუნეში. ეს არის მასიური გოთიკური სტრუქტურა, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ის ერთ-ერთ უდიდეს აგურის ეკლესიად ითვლება მთელ მსოფლიოში. აუცილებლად დაათვალიერეთ ეკლესიის როგორც ექსტერიერი, ასევე ინტერიერი.

ეკლესიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური საათია განთავსებული, რომელიც დამზადებულია ხისგან და თარიღდება მე-15 საუკუნით. სანამ იქ ხართ, ადით 400 საფეხურით მაღლა, რათა მიაღწიოთ ეკლესიის კოშკის მწვერვალს, საიდანაც იშლება შესანიშნავი ხედები მთელ ქალაქეზე.

  • ებოტის სასახლე – Abbott’s Palace 

ებოტის სასახლის დათვალიერება ერთ-ერთი საუკეთესო რამაა გდანსკში, თუ გსურთ იხილოთ როკოკოს სტილის ისტორიული სასახლე.

თავად სასახლე ორ ნაწილადაა გაყოფილი, „ძველი სასახლე“, რომელიც მე-15 საუკუნეში აშენდა და „ახალი სასახლე“ , რომელიც ორი საუკუნის შემდეგ დაემატა. შიგნით ნახავთ თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს, რომელიც გდანსკის ეროვნული მუზეუმის ნაწილს წარმოადგენს.

  • სოპოტი – Sopot

თუ გსურთ ქალაქგარეთ გასეირნება, გაემგზავრეთ ახლომდებარე სოპოტში. ეს არის ზღვისპირა კურორტი პოლონეთის სანაპიროზე, რომელიც მზიან დღეებში საოცრად საისამოვნო ადგილია.

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები ქუთაისი გდანსკი მიმართულებით?

  • შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
  • შეიძინეთ ორმხრივი გზის ავიაბილეთები ერთდროულად.
  • ისარგებლეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიით.
  • სამოგზაუროდ წაიღეთ მხოლოდ ხელბარგი.
  • მოგზაურობა დაამთხვიეთ არასეზონურ პერიოდს.

kutaisi gdanski -ს მიმართულებით ავიაბილეთების იაფად შეძენა ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, ძალიან  მარტივადაა შესაძლებელი. საჭიროა მხოლოდ ჩვენს საძიებო სისტემაში გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილს არჩევა, მოგზაურობისათვის სასურველ თარიღებს მითითება და სულ ეს არის. რამდენიმე წამში კი აპლიკაცია შემოგთავაზებთ ყველა მოქმედი ავიაკომპანიისა თუ სააგენტოს პირდაპირ და ტრანზიტულ რეისებს, რაც გაგიმარტივებთ თვალი გადაავლოთ ყველა არსებულ ვარიანტს, თანაც ერთ სივრცეში და აარჩიოთ თქვენთვის სასურველი თარიღებისა და ფასების მიხედვით. 

ქუთაისიდან გდანსკის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

ბლოგი