მთავარიპოპულარული მიმართულებებიქუთაისი ბარსელონა ავიაბილეთები / Barselona
ავიაბილეთები Avia.ge

მიმართულებები

ქუთაისი ბარსელონა ავიაბილეთები / Barselona

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge

გეგმავთ მოგზაურობას ქუთაისი ბარსელონა ს მიმართულებით? მაშინ წაიკითხეთ ეს სტატია რათა მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია ავიაბილეთებზე. ჩვენ დაგეხმარებით და მოგაწვდით იმ საჭირო რჩევებს, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ სანამ გამგზავრებას გადაწყვეტთ.

ბარსელონა მოგზაურთათვის ერთ-ერთი საყვარელი ქალაქია, არა მხოლოდ ესპანეთში, არამედ ევროპაშიც. ამ ქალაქის არქიტექტურა უნიკალურია (სტილს კატალონიური მოდერნიზმი ჰქვია და არტ ნუვოს რეგიონალური ვარიანტია) და მისით აღფრთოვანება შეგიძლიათ ოსტატების მიერ შექმნილ სხვადასხვა შენობით, როგორიცაა Gaudi და Domènech i Montaner.

ბარსელონას ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებს გადამდები ენერგია და დინამიკა აქვთ! გარდა ამისა, შეუძლებელია კატალონიის დედაქალაქის მონახულება მისი კულტურის, ხელოვნების, ისტორიისა და გასტრონომიის გაცნობის გარეშე.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს ქუთაისი ბარსელონა ს მიმართულებით?

ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით ფრენები სრულდება როგორც პირდაპირი, ასევე ტრანზიტული.

პირდაპირ ფრენებს გვთავაზობს უნგრული ავიაკომპანია Wizz Air -ი.

აღნიშნული ავიაკომპანია ფრენას ასრულებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბარსელონა-ელ პრატის აეროპორტში. ფრენის ხანგრძლივობა 5 საათია.

თუმცა ჩვენ ასევე შეგვიძლია შემოგთავაზოთ ტრანზიტული რეისები, შედარებით დაბალ ფასად და მხოლოდ 1 გადაჯდომით. მაგალითად, ქუთაისის აეროპორტიდან შეგიძლიათ გაემგავროთ ავიაკომპანია Wizz Air-ის მეშვეობით რომის-ფიუმიჩინოს აეროპორტში, სადაც მოცდის ხანგრძლივობა 3სთ და 45წთ-ია, იქედან კი გაემგზავრებით ავიაკომპანია Ryanair -ს რეისით და სულ რაღაც 1სთ და 55წთ-ში უკვე ბარსელონას აეროპორტში ჩაფრინდებით.

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ მხოლოდ ერთი ავიაკომპანიით გადაჯდომის შემთხვევაშიც კი, რადგან ეს უფრო მოსახერხებელია. Wizz Air-ი გთავაზობთ ფრენას ვენაში გადაჯდომით, საიდანაც გზას კვლავ იგივე ავიაკომპანიით გნაგრძობთ. მოცდის ხანგრძლივობა ტრანზიტულ აეროპორტში კი 4 სთ და 30 წთ-ია.

რომელი ავიაკომპანია გვთავაზობს ყველაზე იაფ ავიაბილეთებს ქუთაისი ბარსელონა ს მიმართულებით?

ქუთაისი ბარსელონა ს მიმართულებით ყველაზე იაფ ავიაბილეთებს გვთავაზობს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია wizz air, რომელიც აღნიშნულ მიმართულებაზე ასრულებს როგორც ტრანზიტულ, ისე პირდაპირ რეისებს.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა ქუთაისი ბარსელონას მიმართულებით?

ყველაზე ცოტა, პირდაპირი რეისის შემთხვევაში ფრენის ხანგრძლივობა 5საათია, ტრანზიტული ფრენის შემთხვევაში კი დამოკიდებულია აეროპორტში გადაჯდომის ხანგრძლივობაზე.

როდისაა საუკეთესო დრო ბარსელონაში გასამგზავრებლად?

ბარსელონაში წლის ნებისმიერ დროს შეძლებთ მოიწყოთ საინტერესო და აქტიური მოგზაურობა. თუმცა, თუ გსურთ ბიუჯეტურად იმოგზაუროთ, მაშინ გირჩევთ შემოდგომის სეზონს. ამ დროს ტურისტული სეზონი დასრულებულია და ყველაფერი უფრო გაიაფებულია. ასევე, შემოდგომის სასიამოვნო სიგრილე შეგიწყობთ ხელს იყოთ მეტად ენერგიულები და არ გამოიფიტოთ სიცხისგან.

რა უნდა გავითვალისწინოთ ქუთაისი ბარსელონას ს ავიაბილეთების შეძენისას:

– ბილეთის დაბრუნება და გადაცვლა ხდება ავიაკომპანიის წესების მიხედვით, რომლებიც განსხვავდება მიმართულების, თარიღების და ბილეთის კლასის მიხედვით.

როგორ შევიძინოთ ავიაბილეთები იაფადუთაისი ბარსელონა ს მიმართულებით?

  • ავიაბილეთები შეიძინოთ 2 თვით ადრე.
  • ასევე მნიშვნელოვანი დეტალია, რომ გასამგზავრებლად აირჩიოთ შუა კვირა და არა შაბათ-კვირა, რადგან სამუშაო დღეებში მოგზაურობაზე მოთხოვნა შედარებით დაბალია და ავიაბილეთებიც უფრო იაფია.
  • შეიძინეთ ორივე გზის ავიაბილეთი ერთდროულად. ასე შემთხვევაში ავიაკომპანიები და სააგენტოები უფრო კარგ ფასებს გვთავაზობენ, ვიდრე მათი ცალ-ცალკე შეძენის შემთხვევაში.
  • გამოიყენეთ საძიებო სისტემა, სადაც თითქმის ყველა ავიაკომპანია და რეისია თავმოყრილი, რათა უფრო მარტივად შეძლოთ თქვენთვის სასურველი ავიაბილეთის დაჯავშნა.

ავიაბილეთები ონლაინ შეძენა საკმაოდ მარტივად შეგიძლიათ ჩვენი საიტის გამოყენებით. ამისათვის საჭიროა დააფიქსიროთ გამგზავრების და დანიშნულების ქალაქი და აღნიშნოთ სასურველი თარიღი. საძიებო ღილაკზე დაჭერით კი ჩვენ შემოგთავაზებთ თვქენზე მორგებულ საუკეთესო ვარიანტს.

ან ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

ბლოგი