მთავარიპოპულარული მიმართულებებიქუთაისი რომი ავიაბილეთები / Romi
ავიაბილეთები Avia.ge

მიმართულებები

ქუთაისი რომი ავიაბილეთები / Romi

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge

თუ გადაწყვიტეთ დაუვიწყარი ზაფხული მოიწყოთ და დაისვენოთ მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში, მაშინ, გირჩევთ არჩევნაი შეაჩეროთ ქუთაისი რომი ს მიმართულებაზე. აქ ნამდვილად შეძლებთ დაივიწყოთ ყოველდღიურობა და დატკბეთ ქალაქის ისტორიით, კულტურით, ღირსშესანიშნაობებითა და, რა თქმა უნდა, კერძებით.

იტალიის დედაქალაქი რომი, ტურისტებისათვის საყვარელი ქალაქია. მას სხვაგვარად ქალაქ-მუზეუმსაც უწოდებენ. ამ ქალაქის მონახულება წლის ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ. რომი ყოველთვის მზადაა განაცვიფროს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩასული მოგზაურები. თუ გეგმავთ, რომ ერთ-ერთი მათგანი თქვენც იყოთ, მაშინ ჩვენ დაგეხმარებით იაფი ავიაბილეთების შერჩევაში.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს ქუთაისიდან რომის მიმართულებით?

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან რომის მიმართულებით, კერძოდ ფიუმიჩინოს ეროპორტში, პირდაპირ ფრენებს ასრულებს უნგრული ავიაკომპანია Wizz Air -ი. ავიაკომპანია საკმაოდ პოპულარულია მაღალი ხარისხისა და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების გამო.

რა უნდა გავითვალისწინოთ ავიაბილეთების შეძენისას? 

რეისის გაუქმება ან თარიღის ცვლილება ხდება ავიაკომპანია Wizz Air-ის წესების მიხედვით.

მაგალითად, თუ გაქვთ დაჯავშნილი ცალმხრივი ავიაბილეთი, გაუქმება ხდება ფრენამდე 3 საათით ადრე. თუ გაქვთ დაჯავშნილი ორივე გზის ავიაბილეთი, გაუქმება უნდა მოხდეს პირველი რეისის შესრულებამდე 3 საათით ადრე. გაითვალისწინეთ, რომ მსგავს შემთხვევაში, მოგიწევთ გადასახადის გადახდა. მოსაკრებლის რაოდენობა კი ფრენამდე დარჩენილი დღეების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

თუ გსურთ თარიღის შეცვლა, ეს პროცედურაც უნდა მოხდეს ფრენამდე 3 საათით ადრე, მოსაკრებლის ღირებულება კი მერყეობს 32€-დან 42€-მდე თითო მგზავრზე და რეისზე.

როდისაა ავიაბილეთების ფასი ყველაზე ხელმისაწვდომი ქუთაისი რომი ს მიმართულებით?

ამ მხრივ ჩვენ გირჩევთ:

  1. ავიაბილეთები შეიძინოთ 45-60 დღით ადრე
  2. გასამგზავრებლად შეარჩიეთ შუა კვირა, მაგალითად სამშაბათი. ამ პერიოდში, ფრენებზე მოთხოვნა ნაკლებია და ფასებიც, შესაბამისად, დაბალი.
  3. კარგი იქნება, თუ ორივე გზის ავიაბილეთებს შეიძენთ ერთდროულად. ამ შემთხვევაში, თქვენ ყველაზე კარგი შემოთავაზების მფლობელი გახდებით ავიაკომპანიებისა და სააგენტოების მხრიდან.
  4. გაითვალისწინეთ, რომ ფასზე დღის მონაკვეთიც ახდენს გავლენას. თუ თქვენ შეძლებთ ცოტა ხნით უარი თქვათ კომფორტზე და შეიძენთ ავიაბილეთს დილის რეისზე, მაშინ შუადღის და საღამოს რეისებთან შედარებით, დაბალ ფასად შეძლებთ მათ შეძენას.

ქუთაისი რომი ს მიმართულებით იაფი ავიაბილეთები ონლაინ რომ შეიძინოთ, ამისათვის გამოიყენეთ ჩვენი საიტი. საჭირო იქნება დააფიქსიროთ მხოლოდ სახელი, საკონტაქტო ნომერი, დანიშნულების ქალაქი და აღნიშნოთ სასურველი თარიღი. საძიებო ღილაკზე ერთი დაჭერით კი ჩვენ უმოკლეს დროში შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ საუკეთესო ვარიანტს.

ან ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

ბლოგი