მთავარიპოპულარული მიმართულებებიქუთაისი ვენა ავიაბილეთები — ფრენები, ფრენის დრო, ფასები
ავიაბილეთები Avia.ge

მიმართულებები

ქუთაისი ვენა ავიაბილეთები — ფრენები, ფრენის დრო, ფასები

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge

ქუთაისი–ვენა ავიაბილეთები — ქუთაისიდან ვენაში პირდაპირი ფრენა საშუალოდ 4 სთ გრძელდება, გადაჯდომით მარშრუტი კი 6–10 საათი. ვენა ავსტრიის ქალაქია; ჩასვლის აეროპორტი — ვენა-შვეხატის აეროპორტი (VIE), გამგზავრება — ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტი (KUT). ამ გვერდზე ნახავთ ფასებს თვეების მიხედვით, ავიაკომპანიებს, რომლებიც ამ მარშრუტზე ოპერირებენ, და კონკრეტულ რჩევებს, როგორ იყიდოთ ბილეთი იაფად; უკან დასაბრუნებელი ბილეთი — ვენა ქუთაისი ავიაბილეთები.

გეგმავთ მოგზაურობას ქუთაისი ვენა ს მიმართულებით? გაეცანით სტატიას, რათა მიიღოთ ყველა საჭირო ინფორმაცია, იაფი ავიაბილეთების შესაძენად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან და დაგეგმეთ მოგზაურობა მარტივად.

ავსტრიის დედაქალაქი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია, თანამედროვე საოცრება თავისი ისტორიით და გასაოცარი არქიტექტურით. აქ ნახავთ ელიტარულ მუზეუმებს, გალერეებს, ლეგენდარულ კაფეებსა და უამრავ საოცარ ღირსშესანიშნაობას.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს ქუთაისი ვენა ს მიმართულებით?

ქუთაისის აეროპორტიდან ვენის მიმართულებით პირდაპირ ფრენას უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, Wizz Air -ი ასრულებს.

ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ ტრანზიტული რეისებით. ასე მაგალითად, ავიაკომპანია ვიზიარით გაემგზავრებით ვარშავის ფრედერიკ შოპენის აეროპორტამდე, 3 საათიანი მოცდის შემდეგ კი პოლონური ავიაკომპანია LOT -ით ჩაფრინდებით დანიშნულების ადგილზე.

Wizz Air – ის ავიაბილეთის შეძენისას გაითვალისწინეთ:

ავიაბილეთის ღირებულებაში შედის 10კგ. ხელბარგი, ზომებით: 40x30x20. ასევე, შეგიძლიათ დამატებით შეიძინოთ 10კგ, 20კგ, და 32 კგ ჩასაბარებელი ბარგი.

ფრენამდე 48 საათით ადრე აუცილებელია გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია და მიიღოთ ჩასხდომის ბარათი, რათა აეროპორტში არ მოგიწიოთ ზედმეტი თანხის გადახდა.

ავიაბილეთის გაუქმების ან გადაცვლის შემთხვევაში მოქმედებს ჯარიმა, რომლის ოდენობა დამოკიდებულია გამგზავრებამდე დარჩენილი დღეების რაოდენობაზე.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა ქუთაისი ვენა ს მართულებით?

პირდაპირი ფრენის ხანგრძლივობა kutaisi vena s მიმართულებით 3 საათი და 30 წუთია. ტრანზიტული ფრენის ხანგრძლივობა კი დამოკიდებულია აეროპორტში მოცდის დროზე და ავიაკომპანიაზე.

როგორ შევიძინოთ ავიაბილეთები იაფად ქუთაისი ვენას მიმართულებით?

  • ავიაბილეთები შეიძინოთ 1.5-2 თვით ადრე.
  • ასევე მნიშვნელოვანი დეტალია, რომ გასამგზავრებლად აირჩიოთ შუა კვირა და არა შაბათ-კვირა, რადგან სამუშაო დღეებში მოგზაურობაზე მოთხოვნა შედარებით დაბალია და ავიაბილეთებიც უფრო იაფია.
  • შეიძინეთ ორივე გზის ავიაბილეთი ერთდროულად. ასე შემთხვევაში ავიაკომპანიები და სააგენტოები უფრო კარგ ფასებს გვთავაზობენ, ვიდრე მათი ცალ-ცალკე შეძენის შემთხვევაში.
  • გამოიყენეთ საძიებო სისტემა, სადაც თითქმის ყველა ავიაკომპანია და რეისია თავმოყრილი, რათა უფრო მარტივად შეძლოთ თქვენთვის სასურველი ავიაბილეთის დაჯავშნა.

ავიაბილეთები ონლაინ შეძენა საკმაოდ მარტივად შეგიძლიათ ჩვენი საიტის გამოყენებით. ამისათვის საჭიროა დააფიქსიროთ გამგზავრების და დანიშნულების ქალაქი და აღნიშნოთ სასურველი თარიღი. საძიებო ღილაკზე დაჭერით კი ჩვენ შემოგთავაზებთ თვქენზე მორგებულ საუკეთესო ვარიანტს.

ან ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

აეროპორტები მარშრუტზე ქუთაისი – ვენა

გამგზავრება: ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტი (KUT). ჩასვლა: ვენა-შვეხატის აეროპორტი (VIE). საერთაშორისო ფრენაზე აეროპორტში ორი საათით ადრე მისვლა საკმარისია; დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებზე ბარგის ჩაბარება ფრენამდე 40 წუთით ადრე იხურება. თბილისიდან ქუთაისის აეროპორტამდე რეგულარული ავტობუსები დადის, გზა დაახლოებით 3–3.5 საათია — გაითვალისწინეთ ეს დრო დილის რეისებზე.

ავიაკომპანიები, რომლებიც ამ მარშრუტზე ხშირად ოპერირებენ: ვიზიარი (Wizz Air) საქართველოში.

სხვა ფრენები ვენის მიმართულებით

ხშირად დასმული კითხვები — ქუთაისი ვენა

რამდენ ხანს გრძელდება ფრენა ქუთაისი – ვენა?

პირდაპირი ფრენა დაახლოებით 4 სთ გრძელდება. გადაჯდომით მარშრუტზე მთლიანი დრო დამოკიდებულია დაკავშირებული რეისის მოლოდინზე და, როგორც წესი, 6–10 საათს შორისაა.

როდის ჯობია ქუთაისი ვენა ავიაბილეთის ყიდვა?

ყველაზე დაბალი ფასები, როგორც წესი, გამგზავრებამდე 6–10 კვირით ადრე ფიქსირდება, ბოლო 14 დღეში კი ფასი მკვეთრად იზრდება. თარიღების მოქნილობა (±3 დღე) ხშირად 20–40%-ით ამცირებს ბილეთის ფასს — გამოიყენეთ ფასების კალენდარი ზემოთ.

რომელ აეროპორტში ჩავფრინდები ვენაში?

ვენა-შვეხატის აეროპორტი (VIE). აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ტაქსით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მისვლა შეგიძლიათ.

სად ვნახო ქუთაისი ვენა ავიაბილეთების ფასები ერთად?

ამ გვერდზე მოცემულ ძიების ფორმაში ჩაწერეთ თარიღები — სისტემა ყველა ავიაკომპანიისა და სააგენტოს ფასს ერთდროულად ადარებს. კონსულტაციისთვის დარეკეთ 551 907 907 (ვაიბერიც მუშაობს).

ბლოგი