მთავარიავიაკომპანიებიCondor Airlines გერმანიის ავიახაზები
ავიაბილეთები Avia.ge

მიმართულებები

Condor Airlines გერმანიის ავიახაზები

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge

Condor Airlines – გერმანიის ავიახაზები 1955 წლის 21 დეკემბერს დაარსდა. მთავარი ბაზა ფრანკფურტის აეროპორტში მდებარეობს.

ავიაკომპანია 1956 წლიდან ახორციელებს რეისებს მსოფლიოს უამრავ მიმართულებაზე. წელიწადში 9,4 მილიონ მგზავრი გადაჰყავს ევროპის, აფრიკის, კარიბის ზღვის აუზისა და ჩრდილოეთ ამერიკის 80-ზე მეტ მიმართულებაზე. მისი ფლოტი შედგება 55 Boeing და Airbus თვითმფრინავისგან.

ევროპის მიმართულებით ვიაკომპანია ოპერირებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა:  საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, ავსტრია, ხორვატია, კვიპროსი, მალტა, პორტუგალია, შვეიცარია და ა.შ. 

პირველი რეისი საქართველოს მიმართულებით მან Airbus A321-211-ის ტიპის საჰაერო ხოლმალით 2022 წლის 1 მაისს განახორციელა. პირდაპირი რეისი ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით შესრულდა. თბილისი კონდორის მეორე მიმართულებაა კავკასიის რეგიონში.

ავიახაზების სარეიტინგო სააგენტო Skytrax ადასტურებს Condor Airlines-ს, როგორც 4-ვარსკვლავიან ავიაკომპანიას, აეროპორტის ხარისხისა და საბორტო პროდუქტებისა და პერსონალის მომსახურებისთვის. რეიტინგში შედის სავარძლები, კეთილმოწყობა, საკვები და სასმელი, სისუფთავე, სალონისა და ხმელეთის პერსონალის მომსახურება.

რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია:

  • ონლაინ რეგისტრაცია Online Check-In

მგზავრებს შეუძლიათ თავიანთი ფრენების რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში, დაგეგმილ გამგზავრებამდე 24 საათით ადრე, ხოლო სერვისი იხურება ფრენამდე 2 საათით ადრე.

  • აეროპორტში რეგისტრაცია Airport Check-In

თუ მგზავრები არ დარეგისტრირებულან ონლაინ რეჟიმში, მათ ეს აეროპორტში უნდა გააკეთონ. სხვადასხვა აეროპორტში მოქმედებს სხვადასხვა პოლიტიკა, ამიტომ შეამოწმეთ კონდორის ვებსაიტზე გახსნისა და დახურვის დრო, რათა შემოწმების გარეშე არ დაგრჩეთ.

Condor Airlines-ის ბარგის გადაზიდვის პოლიტიკა

შემდეგი ინფორმაცია დაგეხმარებათ განსაზღვროთ იმ ბარგის რაოდენობა და წონა, რომელთა ტარების უფლება გაქვთ აღნიშნული ავიაკომპანიით მოგზაურობის დროს.

  • კონდორი ხელბარგი

რამდენი ერთეულის უფლება აქვთ მგზავრებს ხელბარგზე, დამოკიდებული იქნება სალონის მომსახურების კლასზე. გარდა ამისა, შემწეობა დამოკიდებული იქნება იმ ზონაზე, სადაც სრულდება ფრენა.

ავიაკომპანია გვთავაზობს შემდეგი ტიპის კლასებს: ეკონომ კლასი, პრემიუმ ეკონომი და ბიზნეს კლასი.

შეღავათიდან გამომდინარე, ხელბარგი არ უნდა აღემატებოდეს 55 x 40 x 20 სმ-ს  ან 40x30x10 სმ-ს და 6კგ-ს.

  •  კონდორი ჩასაბარებელი ბარგი

ჩასაბარებელი ბარგის შემთხვევაში, ავიაკომპანია მიმართავს განსხვავებულ პოლიტიკას იმისდა მიხედვით, თუ რა ზონაში სრულდება ფრენა. უმჯობესია გადაამოწმოთ საიტზე.

Condor Airlines -ის იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

ბლოგი