მთავარიავიაკომპანიებიTurkish Airlines თურქეთის ავიახაზები
ავიაბილეთები Avia.ge

მიმართულებები

Turkish Airlines თურქეთის ავიახაზები

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge

დღესდღეობით მსოფლიოს საავიაციო ბაზარზე ათასობით ავიაკომპანიაა
წარმოდგენილი და თითოეული მათგანი პირველობისკენ ისწრაფვის. სწორედ
მათ რიცხვში შედის თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines -ი, რომელიც დიდი
ძალისხმევით და მონდომებით ერთ-ერთ წამყვან ავიაკომპანიადაა აღიარებული.

თურქეთის ავიახაზები 1933 წლის 20 მაისს დაარსდა სტამბოლში და 89 წლიანი
მოღვაწეობის განმავლობაში საუკეთესო ავიაკომპანიის ტიტულს არ თმობს.
ამდენწლიანი მოღვაწეობის ფონზე მას დღეისათვის სამი მთავარი ბაზა აქვს,
რომელთაგან ორი სტამბოლში – ახალ აეროპორტსა და საბიჰა გოქჩენის
აეროპორტში, ხოლო მესამე ანკარის საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს.

2015 წლის თებერვლისთვის, იგი მოქმედებს და ემსახურება მგზავრებს 280
მიმართულებით ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ამერიკაში, რაც მას მსოფლიოში
მიმართულების რაოდენობით სიდიდით მეოთხე გადამზიდავ კომპანიად ხდის.

კომპანიას ასევე გააჩნია საბონუსე დაგროვებითი სისტემა Miles and Smiles რითაც
შეგიძლიათ დააგროვოთ მილები და გარკვეული რაოდენობის დაგროვებული
მილები გადაცვალოთ უფასო ავიაბილეთებში.

მომსახურება და ხარისხი:

მთელს მსოფლიოში ავიაკომპანიის ასეთ პოპულარობას მისი მომსახურების
მაღალი ხარისხი, კომფორტული მგზავრობა და თანამედროვე თვითმფრინავები
განაპირობებენ. მისი ფლოტი 351 ხომალდისგან შედგება, რაც დღესდღეობით
საკმაოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

თურქეთის ავიახაზები, როგორც საავიაციო კომპანია მუდამ ზრუნავს როგორც
ხარისხის, ისე ფლოტის გაუმჯობესებაზე და ყოველთვის მოდერნიზებული
თვითმფინავებით ემსახურება თავის მომხმარებლებს.

Turkish Airlines -ი საქართველოში :

აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ Turkish Airlines-ი საქართველოს ყველაზე მეტ
ქვეყანასთან და კონტინენტთან აკავშირებს და ყველაზე დიდ არჩევანს ქართველ
მოგზაურებს სწორედ ეს ავიაკომპანია სთავაზობს როგორც ახლო, ისე შორეულ
მიმართულებებზე.

ფაქტია ეს ავიაკომპანია საქართველოში დღემდე არ თმობს პირველობას და ერთ
ერთ მოწინავე ადგილს დამსახურებულად ინარჩუნებს.

Turkish Airlines -ის რეისზე იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე:  551 907 907

ბლოგი