airBaltic ლატვიის დროშის ქვეშ მფრინავი ავიაკომპანიაა, რომელიც 1995 წლელს დაარსდა და დღემდე წარმატებით ახორციელებს ფრენებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მიმართულებით. ავიაკომპანიის მთავარი ბაზა რიგის საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს, ხოლო მეორეხარისხოვანი ბაზები კი ტალინსა და ვილნიუსში.
ბოლო 28 წლის განმავლობაში, ავიაკომპანია ჩამოყალიბდა, როგორც ძლიერ, სანდო და საერთაშორისოდ ცნობილ ავიაკომპანიად, სადაც დასაქმებულია 2 500-ზე მეტი ადამიანი.
მიმართულებები
ავიაკომპანია ეარ ბალტიკი რიგადან ფრენებ ბალტიისპირეთის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეის 70-ზე მეტი მიმართულებით ახორციელებს. როგორიცაა:
თბილისი, ბათუმი, ბარსელონა, ამსტერდამი, ბაქო, ათენი, ბერლინი, ბრიუსელი, ბუქარესტი, ბუდაპეშტი, კიშინეუ, ტალინი, სტამბოლი, კოპენჰაგენი, დიუსელდორფი, ფრანკფურტი, ჟენევა, ჰამბურგი და სხვა.
საქართველოდან airBaltic-ი თბილისი რიგა -ს საჰაერო ხაზზე ასრულებს პირდაპირ ფრენებს, ხოლო ბათუმი რიგა -ს შორის ოპერირებას ივლისის თვიდან განაახლებს.
airBaltic პირდაპირი ფრენები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
რიგა | 19 მარტი 2025 | 22 მარტი 2025 | ბილეთები 669 - დან |
airBaltic ფლოტი
ავიაკომპანიის ფლოტი შედგება ერთი ტიპის Airbus A220-300 50-მდე თვითმფრინავისაგან. ეს არის ყველაზე ეფექტური და მწვანე თვითმფრინავი, რომელიც მგზავრებს სთავაზობს მაღალი დონის მომსახურებას და კომფორტს.
ახალი A220-300 თვითმფრინავი, რომლეშიც 148 ადგილია განთავსებული, გთავაზობთ ფრენის შესანიშნავ გამოცდილებას ისეთი უპირატესობებით, როგორიცაა ფართო სავარძლები, დიდი ფანჯრები, ხელბარგის მეტი ადგილი სალონში, გაუმჯობესებული საპირფარეშო და სხვა.
საჰაერო ხომალდი ასევე გაცილებით ჩუმია, იგი ოთხჯერ ნაკლები ხმაურის გამოსცემს. უფრო მეტიც, ამ დროისთვის, ეს არის ყველაზე მწვანე კომერციული თვითმფრინავი მსოფლიოში.
“ჩვენი მისიაა უზრუნველყოთ კავშირი ბალტიის ქვეყნებსა და სხვა მრავალი მიმარტულებით და მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ეკონომიკაში” – აცხადებენ კომპანიაში.
airBaltic -ს მიღებული აქვს რამდენიმე საერთაშორისო ჯილდო ინოვაციური სერვისებისა და მნიშვნელოვანი მიღწევებისთვის. Skytrax-მა ზედიზედ ოჯერ დააჯილდოვა, როგორც საუკეთესო ავიაკომპანია თავის რეგიონში. გარდა ამისა, 2022 წელს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია IATA-მ მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის გუნდის ჯილდო მიანიჭა. 2023 წელს კი ავიაკომპანიამ მიიღო APEX Passenger Choice ჯილდო ევროპაში საუკეთესო სალონის მომსახურებისთვის.
ინფორმაცია ბარგის შესახებ
ეარბალტიკი ყველა მგზავრს აძლევს უფლებას თან იქონიოს ხელბარგი, მიუხედავად ავიაბილეთის კლასისა.
ხელბარგი:
- BUSINESS and BUSINESS Light – 2 ერთეული ხელბარგი, ზომებით 55 x 40 x 23 სმ, პლუს 1 პირადი ნივთი ზომებით 30 x 40 x 10 სმ. რომელთა საერთო წონა არ უნდა აღემატებოდეს 24 კგ-ს.
- CLASSIC – 1 ერთეული ხელბარგი, ზომებით 55 x 40 x 23 სმ, პლუს 1 პირადი ნივთი ზომებით 30 x 40 x 10 სმ. რომელთა საერთო წონა არ უნდა აღემატებოდეს 8 კგ-ს.
- GREEN Plus, GREEN – 1 ერთეული ხელბარგი, ზომებით 55 x 40 x 23 სმ, პლუს 1 პირადი ნივთი ზომებით 30 x 40 x 10 სმ. რომელთა საერთო წონა არ უნდა აღემატებოდეს 8 კგ-ს.
- airBaltic Club VIP – 2 ერთეული ხელბარგი, ზომებით 55 x 40 x 23 სმ, პლუს 1 პირადი ნივთი ზომებით 30 x 40 x 10 სმ. რომელთა საერთო წონა არ უნდა აღემატებოდეს 24 კგ-ს.
- airBaltic Club Executive მგზავრები, რომლებიც მოგზაურობენ GREEN, GREEN Plus, CLASSIC ბილეთებით – 1 ერთეული ხელბარგი, ზომებით 55 x 40 x 23 სმ, პლუს 1 პირადი ნივთი ზომებით 30 x 40 x 10 სმ. რომელთა საერთო წონა არ უნდა აღემატებოდეს 12 კგ-ს.
ჩასაბარებელი ბარგი:
- BUSINESS and BUSINESS Light – 2 ერთეული ბარგი, ზომებით 100 x 50 x 80 სმ. მაქსიმალური საერთო წონა არ უნდა აღემატებოდეს 46 კგ-ს, ხოლო თითოეულის კი 23 კგ-ს.
- CLASSIC and GREEN Plus – 1 ერთეული ბარგი, ზომებით 100 x 50 x 80 სმ. მაქსიმალური წონა 23 კგ.