ფლაიდუბაი (flydubai) — არაბთა გაერთიანებული საამიროები (დუბაი); საქართველოში დაფრინავს თბილისი, ბათუმის აეროპორტებიდან. flydubai-ის ბილეთი Emirates-ის ქსელთან ერთ ჯავშანშია კომბინირებადი — დუბაიდან აზიისა და აფრიკის მიმართულებით გაგრძელება მარტივია. ამ გვერდზე თავმოყრილია მიმართულებები საქართველოდან, ბარგისა და ჩექინის წესები, კონტაქტი და ის, რა უფლებები გაქვთ რეისის დაგვიანების ან გაუქმების შემთხვევაში.
Flydubai არის საემიროების მთავრობის საკუთრებაში არსებული ავიაკომპანია, რომელიც დაფუძნებულია დუბაიში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, 2008 წლის ივლისში. მთავარი ბაზა მდებარეობს დუბაის აეროპორტში.
მიმართულებები
ფლაი დუბაი ფრენებს 58 ქვეყანის 130-მდე მიმართულებით ახორციელებს, რომელიც მოიცავს ახლო აღმოსავლეთს, აფრიკას, აზიასა და ევროპას. მათ შორისაა: საქართველო, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, ავსტრალია, ნიდერლანდები, საბერძნეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, დანია, ხორვატია, გერმანია, ინდოეთი, ეგვიპტე, საუდის არაბეთი, იორდანია და სხვ.
Flydubai georgia პირდაპირ ფრენებს დუბაი -ს მიმართულებით თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი -დან ახორციელებს.
Flydubai ფლოტი
ფლაიდუბაი დიდი ხანია რაც აქტიურად მუშაობს გარემოს დაბინძურების პრობლემის გადაჭრაზე. მის ფლოტი მხოლოდ Boeing -ის ტიპის საჰაერო ხომალდებისგან შედგება.
ავიაკომპანიის რეისებით სარგებლობისას, ფრენები უახლესი კლასის Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით ხორციელდება, რომელიც დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტად ითვლება.
მოგვიანებით ავიაკომპანიამ ფლოტში რამდენიმე Boeing 737 MAX 8 და Boeing 737 MAX 9 დაამატა, რომლის მეშვეობითაც კიდევ უფრო შეამცირა საწვავის ხარჯები, ჰაერში გამოყოფილი დაბინძურებული ჰაერის მასა და ფრენისგან გამოწვეული ხმაური.
ბორტზე ასვლის მომენტიდან, ავიაკომპანია ორიენტირებულია, რომ ყველა მგზავრმა ისიამოვნოს ფრენით და მიიღოს სასიამოვნო გამოცდილება. სავარძლების ინოვაციური დიზაინი პტიმიზაციას უკეთებს ფეხის ადგილს მაქსიმალური კომფორტისთვის. ფრენის დროს კი მგზავრს საშუალება აქვს გაერთოს ფილმების და სატელევიზიო შოუების ყურებით. ასევე მიირთვით შესანიშნავი საკვები და სასმელი ბორტ მენიუდან.
ინფორმაცია ბარგის შესახებ
ხელბარგი:
ყველა მგზავრს უფლება აქვს თან იქონიოს ხელბარგი, თუ ის აკმაყოფილებს ავიაკომპანიის წესებს.
- Economy Class – 1 ერთეული ხელბარგი, რომელიც არ აღემატება 55 x 38 x 20 სმ-ს და 7 კგ-ს.
- Business Class – ერთეული ხელბარგი, რომელიც არ აღემატება 55 x 38 x 20 სმ-ს და 14 კგ-ს (თითოეულის წონა არ უნდა აღემატებოდეს 7 კგ-ს).
ამასთან, მგზავრს ასევე შუძლია ატაროს ერთი დამატებით ჩანთა, რომლის ზომები არ აღემატება 25 x 33 x 20 სმ და რომელიც ინახება წინ სავარძლის ქვეშ, ეს იქნება: ლეპტოპის ჩანთა, ქალბატონის ხელჩანთა თუ მამაკაცის ჩანთა.
ჩასაბარებელი ბარგი:
ჩსაბარებელი ბარგის ოდენობა და ზომა/წონა განსხვავდება მგზავრობის ტიპის მიხედვით.
- Economy Class – 3 ერთეული ბარგი. მაქსიმალური წონით 20, 30 ან 40 კგ და 165 სმ (სიმაღლე + სიგანე + სიღრმე).
- Business Class – 3 ერთეული ბარგი. მაქსიმალური წონით 40 კგ და 165 სმ (სიმაღლე + სიგანე + სიღრმე).
რეგისტრაცია / Check in
ონლაინ რეგისტრაცია:
ონლაინ რეგისტრაცია იწყება რეისის გამგზავრებამდე 48 საათით ადრე და სრულდება რეისის გამგზავრებამდე 75 წუთით ადრე.
მას შემდეგ, რაც მგზავრი გაივლის ონლაინ რეგისტრაციას, ზოგიერთ აეროპორტში შესაძლოა მაინც იყოს საჭირო აეროპორტის გამშვებ პუნქტთან მისვლა, რათა გადაამოწმონ სამგზავრო დოკუმენტები და მოგცენ ჩასხდომის ბარათი.
რეგისტრაცია აეროპორტში:
რეგისტრაცია იხსნება გამგზავრებამდე 3 საათით ადრე და იხურება გამგზავრებამდე 60 წუთით ადრე.
იმოგზაურეთ კომფორტულად FlyDubai -თან ერთად. შეიძინეთ ავიაბილეთები საუკეთესო ფასად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.
flydubai — მიმართულებები საქართველოდან
ქვემოთ მოცემულია მარშრუტები, რომლებზეც flydubai რეგულარულად ან სეზონურად ოპერირებს; თითოეულ გვერდზე ფასების კალენდარი და ალტერნატიული ავიაკომპანიებია:
ბარგი და ჩექინი flydubai-ზე
flydubai დაბალბიუჯეტიანი მოდელით მუშაობს: საბაზისო ბილეთში, როგორც წესი, მხოლოდ პატარა ხელბარგი შედის, ხოლო რეგისტრირებული ბარგი, დიდი ხელბარგი, ადგილის არჩევა და აეროპორტში რეგისტრაცია ცალკე ფასიანი სერვისებია. ბარგი ყოველთვის ჯავშნისთანავე დაამატეთ — აეროპორტში იგივე სერვისი 2–3-ჯერ ძვირია. ონლაინ ჩექინი გაიარეთ წინასწარ და ხელბარგის ზომები გამგზავრებამდე შეამოწმეთ, რადგან გეითთან ამოწმებენ.
კონტაქტი და ჯავშნის მართვა
ჯავშნის შეცვლა, ბარგის დამატება და ჩექინი flydubai-ის ოფიციალურ საიტსა და აპლიკაციაში კეთდება; ქოლ-ცენტრის ნომრები ქვეყნების მიხედვით ავიაკომპანიის „Contact“ გვერდზეა. თუ ბილეთი Tiqets.ge-ს დახმარებით გაქვთ ნაყიდი ან კონსულტაცია გჭირდებათ, დაგვირეკეთ 551 907 907 (ვაიბერიც მუშაობს).
დაგვიანება, გაუქმება და კომპენსაცია
ევროკავშირის აეროპორტიდან გამგზავრებულ ან ევროპული ავიაკომპანიით შესრულებულ რეისებზე EU261 რეგულაცია მოქმედებს — 3 საათზე მეტი დაგვიანების ან გაუქმების შემთხვევაში 250–600 ევრომდე კომპენსაცია შეიძლება გეკუთვნოდეთ. თურქეთის რეისებზე მსგავსი წესები SHY-Passenger რეგულაციით მოქმედებს. დეტალები — ფრენის კომპენსაციის გვერდზე.
ხშირად დასმული კითხვები flydubai-ზე
საიდან დაფრინავს flydubai საქართველოში?
თბილისი, ბათუმის აეროპორტებიდან. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ევროპული რეისების უმეტესობა ქუთაისიდან სრულდება.
შედის თუ არა ბარგი flydubai-ის ბილეთში?
საბაზისო ტარიფში მხოლოდ პატარა ხელბარგი შედის; რეგისტრირებული ბარგი ცალკე იყიდება.
სად შევადარო flydubai-ის ბილეთის ფასი სხვა ავიაკომპანიებთან?
Tiqets.ge-ს მიმართულებების გვერდებზე ფასების კალენდარი ყველა ავიაკომპანიას ერთდროულად აჩვენებს.


