სანექსპრესი (SunExpress) — თურქეთი/გერმანია (ანტალია, იზმირი); საქართველოში დაფრინავს თბილისის აეროპორტიდან. SunExpress Turkish Airlines-ისა და Lufthansa-ს ერთობლივი ავიაკომპანიაა და ძირითადად თურქეთის კურორტებზე დაფრინავს. ამ გვერდზე თავმოყრილია მიმართულებები საქართველოდან, ბარგისა და ჩექინის წესები, კონტაქტი და ის, რა უფლებები გაქვთ რეისის დაგვიანების ან გაუქმების შემთხვევაში.
ავიაკომპანია SunExpress თურქულ-გერმანული ავიაკომპანიაა. დაარსდა ანტალიაში, 1989 წლის ოქტომბერში, როგორც Turkish Airlines -სა და Lufthansa -ს შვილობილი ავიაკომპანია. პირველი ფრენა 1990 წელს შედგა, ხოლო პირველი საერთაშორისო რეისი ანტალიიდან ფრანკფურტის მიმართულებით 2001 წელს შეასრულა.
მას შემდეგ, რაც ავიაკომპანიამ 2006 წელს მეორე ბაზა ქალაქ იზმირში გახსნა, დაიწყო ფრენები შიდა მიმართულებებზე. ამით კი გახდა პირველი ავიაკომპანია, რომელმაც თურქეთში პირდაპირი ფრენებით დაუკავშირა იზმირი ანატოლიის ქალაქებს.
მიმართულებები
სანექსპრესი ახორციელებს რეგულარულ და ჩარტერულ სამგზავრო ფრენებს 100-მდე მიმართულებით – ევროპის, ჩრდილოეთ აფრიკის, ხმელთაშუა ზღვის, შავი ზღვისა და წითელი ზღვის ქვეყანაში. მათ შორის:
საქართველო, ავსტრია, ბოსნია, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთი, კვიპროსი, დანია, ეგვიპტე, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, ირლანდია, ისრაელი, იტალია, მოლდოვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, თურქეთი და სხვ.
ავიაკომპანია SunExpress ge -მა პირველი ფრენა საქართველოს მიმართულებით 2023 წლის 28 მაისს განახორციელა და მგზვარები ანტალიიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -ში ჩამოიყვანა.
თურქულ-გერმანული ავიაკომპანია დაარსებიდან დღემდე არაერთი ჯილდოს მფლობელი გამხდარა, რაც მის სანდოობას, საიმედოობასა და ხარისხ უსვამს ხაზს. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის World Airline Awards-ზე SunExpress მსოფლიოს საუკეთესო დასასვენებელ ავიაკომპანიად დასახელდა.
ავიაკომპანია ორიენტირებულია საერთაშორისო ტურიზმზე, თურქეთის შიდა ფრენებზე ანატოლიის ქალაქებში და სველ ლიზინგზე. SunExpress-ის თანამშრომელთა საერთო რაოდენობა 5000-ს შეადგენს.
SunExpress ფლოტი
ავიაკომპანიამ 2014 წელს ფლოტს 50 ახალი Boeing 737 თვითმფრინავი შეჰმატა, რითაც მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა და გახდა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა კომპანია.
sunexpress მართავს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და საიმედო ფლოტს, რომელიც ამჟამად მხოლოდ Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდებისაგან შედგება – Boeing 737-800, Boeing 737 MAX 8.
ინფორმაცია ბარგის შესახებ:
- ხელბარგი – სალონში დასაშვებია მხოლოდ 1 ერთეული ხელბარგი, რომლის მაქსიმალური წონა არ უნდა აღემატებოდეს 8 კგ-ს, ხოლო ზომები კი – 55 x 40 x 23 სმ-ს.
ხელბარგში დაუშვებელია ბასრი და წვეტიანი საგნების ტარება (მაგ. დანები, ფრჩხილის მაკრატელი, საკერავი ნემსები და ა.შ.). რაც შეეხება მნიშვნელოვან დოკუმენტებს, აუცილებელ მედიკამენტებს და ძვირფას ნივთებს, აუცილებელიც კია რომ გადაიტანოთ მხოლოდ ხელბარგით.
- ჩსაბარებელი ბარგი – ბარგის წონა დამოკიდებულია ავიაბილეთის კლასზე და მგზავრის მიერ არჩეულ მარშრუტზე. თუმცა ის 20 კგ-დან 40 კგ-ს შორის მერყეობს.
იმოგზაურეთ კომფორტულად SunExpress -თან ერთად. შეიძინეთ ავიაბილეთები საუკეთესო ფასად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.
SunExpress — მიმართულებები საქართველოდან
ქვემოთ მოცემულია მარშრუტები, რომლებზეც SunExpress რეგულარულად ან სეზონურად ოპერირებს; თითოეულ გვერდზე ფასების კალენდარი და ალტერნატიული ავიაკომპანიებია:
- ანტალია თბილისი ავიაბილეთები
- თბილისი ანტალია ავიაბილეთები
- ანტალია ქუთაისი ავიაბილეთები
- ქუთაისი ანტალია ავიაბილეთები
ბარგი და ჩექინი SunExpress-ზე
SunExpress დაბალბიუჯეტიანი მოდელით მუშაობს: საბაზისო ბილეთში, როგორც წესი, მხოლოდ პატარა ხელბარგი შედის, ხოლო რეგისტრირებული ბარგი, დიდი ხელბარგი, ადგილის არჩევა და აეროპორტში რეგისტრაცია ცალკე ფასიანი სერვისებია. ბარგი ყოველთვის ჯავშნისთანავე დაამატეთ — აეროპორტში იგივე სერვისი 2–3-ჯერ ძვირია. ონლაინ ჩექინი გაიარეთ წინასწარ და ხელბარგის ზომები გამგზავრებამდე შეამოწმეთ, რადგან გეითთან ამოწმებენ.
კონტაქტი და ჯავშნის მართვა
ჯავშნის შეცვლა, ბარგის დამატება და ჩექინი SunExpress-ის ოფიციალურ საიტსა და აპლიკაციაში კეთდება; ქოლ-ცენტრის ნომრები ქვეყნების მიხედვით ავიაკომპანიის „Contact“ გვერდზეა. თუ ბილეთი Tiqets.ge-ს დახმარებით გაქვთ ნაყიდი ან კონსულტაცია გჭირდებათ, დაგვირეკეთ 551 907 907 (ვაიბერიც მუშაობს).
დაგვიანება, გაუქმება და კომპენსაცია
ევროკავშირის აეროპორტიდან გამგზავრებულ ან ევროპული ავიაკომპანიით შესრულებულ რეისებზე EU261 რეგულაცია მოქმედებს — 3 საათზე მეტი დაგვიანების ან გაუქმების შემთხვევაში 250–600 ევრომდე კომპენსაცია შეიძლება გეკუთვნოდეთ. თურქეთის რეისებზე მსგავსი წესები SHY-Passenger რეგულაციით მოქმედებს. დეტალები — ფრენის კომპენსაციის გვერდზე.
ხშირად დასმული კითხვები SunExpress-ზე
საიდან დაფრინავს SunExpress საქართველოში?
თბილისის აეროპორტიდან. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ევროპული რეისების უმეტესობა ქუთაისიდან სრულდება.
შედის თუ არა ბარგი SunExpress-ის ბილეთში?
საბაზისო ტარიფში მხოლოდ პატარა ხელბარგი შედის; რეგისტრირებული ბარგი ცალკე იყიდება.
სად შევადარო SunExpress-ის ბილეთის ფასი სხვა ავიაკომპანიებთან?
Tiqets.ge-ს მიმართულებების გვერდებზე ფასების კალენდარი ყველა ავიაკომპანიას ერთდროულად აჩვენებს.


