მთავარიავიაკომპანიებიAir france ფრანგული ავიხაზები
ავიაბილეთები Avia.ge

მიმართულებები

Air france ფრანგული ავიხაზები

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge

საფრანგეთის ავიაკომპანია Air France ჩამოყალიბდა 1933 წლის 7 ოქტომბერს, ხოლო 2003 წელს ჰოლანდიურ გადამზიდავ კომპანიას KLM-ს შეუერთდა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ Air France KLM Group- ის შვილობილი და SkyTeam გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის დამფუძნებელი წევრია.

ტურისტების საყვარელი ქვეყნის მოწინავე ავიაკომპანია ორასზე მეტი სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდის მფლობელია, რომელსაც აქტიურად იყენებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიის საჰაერო ფლოტში 227 ლაინერია.

მათი მთავარი ბაზა კი პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტია.

ავიაკომპანია Air France ბილეთების შეძენა თითქმის 200 მიმართულებით შეგიძლიათ – ფრენების რუკაზე 20 შიდა და 153  საერთაშორისო ხაზია. 83 ქვეყნის მაშტაბით (მათ შორის საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიებზე)

ავიაკომპანია ახორციელებს, როგორც სამგზავრო, ასევე ტვირთის გადაზიდვის სერცისსაც. 2019 წლის მონაცემებით კი მათი მომსახურებით უკვე  ისარგებლა 46,803,000 მგზავრმა.

Air France-ის ბარგის გადაზიდვის პოლიტიკა

ხელბარგი:

55 x 35 x 25 სმ ზომის ხელბარგის გარდა სახელურებისა და ბორბლების ჩათვლით, სალონში შეგიძლიათ ერთი აქსესუარი აიტანოთ. ეს შეიძლება იყოს ქალის ხელჩანთა, პორტფელი, ლეპტოპი, ფოტოაპარატი ან სხვა ელექტრონული მოწყობილობა. ეკონომ კლასით მოგზაურობისას ყველა ნივთის წონა არ უნდა აღემატობოდეს 12 კგ-ს. სხვა შემთხვევებში, ბორტზე ნებადართულია ორი ხელბარგისა და ერთი აქსესუარის ატანა, რომელთა საერთო წონა 18 კილოგრამამდეა.

Air France – ი 2019 წლიდან აქტიურად ახორცილებს რეისებს თბილისის მიმართულებითაც, რაც მნიშვნელოვანი სიახლეა მათთვის, ვისაც სურს მყუდროდ და კომფორტულად ფრენა.

ეარ ფრანსი -ს რეისზე იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

ბლოგი