მთავარიპოპულარული მიმართულებებითბილისი პორტო ავიაბილეთები / porto
ავიაბილეთები Avia.ge

მიმართულებები

თბილისი პორტო ავიაბილეთები / porto

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge

პორტუგალიის მომხიბვლელი ქალაქი პორტო, შესანიშნავი ადგილია დასასვენებლად. პორტო უდავოდ თვალწარმტაცია, როცა მდინარე დუროს გადაღმა გორაკზე აშენებულ ისტორიულ ცენტრს უყურებ. ეს ქალაქი არ არის მხოლოდ ღირსშესანიშნაობებით მდიდარი ადგილი, მისი არსი მდგომარეობს სასიამოვნო ურბანულ ატმოსფეროსა და ისტორიული ცენტრის გასაოცარ სილამაზეში.

პორტო იზიდავს მოგზაურებს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც ეძებენ დაუვიწყარ გამოცდილებას. ასე რომ, გაემგზავრეთ ამ მშვენიერი და საინტერესო ქალაქის მოსანახულებლად, შეიძნიეთ ავიაბილეთები თბილისი პორტო -ს მიმართულებით ყველაზე იაფად და დატკბით საოცარი თავგადასავლებით.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს თბილისი პორტო მიმართულებით?

თბილისის აეროპორტი -დან პორტოში პირდაპირი ფრენები არ ხორციელდება, თუმცა ეს პრობლემას სულაც არ წარმოადგენს, რადგან მხოლოდ ერთი გადაჯდომით შეძლებთ დანიშნულების ადგილზე მოხვედრას.

თბილისიდან პორტოში გასამგზავრებლად თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ გერმანული ავიაკომპანია Lufthansa -ს ტრანზიტული რეისით, რომელსაც მიუნხენში გადაჯდომით ახორციელებს.

ერთი გადაჯდომით ფრენებს ასევე გვთავაზობს თურქეთის ავიახაზები, რომელიც სტამბოლის ახალი აეროპორტის გავლით მოგახვედრებთ პორტოში.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა თბილისიდან პორტოს მიმართულებით?

ზოგადად, არაპირდაპირი ფრენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია აეროპორტში მოცდის დროსა და ავიაკომპანიებზე. აღნიშნულ მიმართულებაზე, ერთი გადაჯდომით ფრენების შემთხეხაში, ეს დრო დაახლოებით 9-დან 13 საათამდე მერყეობს.

თბილისი პორტო ავიაბილეთები

გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
30 აპრილი 20242 Გაჩერებაბილეთები 1 405 - დან
29 აპრილი 20241 Გაჩერებაბილეთები 1 434 - დან
30 აპრილი 20243 Გაჩერებაბილეთები 1 527 - დან
29 აპრილი 20243 Გაჩერებაბილეთები 1 684 - დან
30 აპრილი 20241 Გაჩერებაბილეთები 1 870 - დან

რა უნდა გააკეთოთ პორტოში?

  • საუკეთესო “აზულეხოები” პორტუგალიაში

პორტუგალია და განსაკუთრებით პორტო ცნობილია თეთრი და ლურჯი ფილებით მოპირკეთებული შენობებით. ამ ფილებს “აზულეჯოს” უწოდებენ და მას მრავლად შეხვდებით ისტორიული ცენტრის ირგვლივ, მაგალითად:

პორტოს ისტორიული ცენტრი, ძველი ქალაქი – ცნობილია როგორც რიბეირა, არის აზულეჯოების საგანძური. ვიწრო ქუჩებში ხეტიალისას თქვენ გარშემორტყმული იქნებით ამ ფილებით მორთული შენობებით.

ეკლესიები, სამლოცველოები, ძეგლები და ჩვეულებრივი სახლებიც კი ასახავს მათ რთულ დიზაინს. გეომეტრიული ან ყვავილოვანი მოტივებით შექმნილი წყობა ძირითადად სტანდარტულ სახლებზე გვხვდება, ხოლო ისტორიული ან რელიგიური ისტორიების ამსახველი ნარატიული აზულეჯოებს კი ეკლესიებსა და დიდ ძეგლებზე შეხვდებით.

რამოდენიმე საუკეთესო ადგილი ქალაქის მასშტაბით აზულეჯოს სანახავად:

  1. თუ თქვენ ეძებთ საკულტო ადგილს, სან-ბენტოს სადგურს აუცილებლად უნდა ეწვიოთ. მიუხედავად იმისა, რომ თავად ფასადი არ არის მორთული აზულეჯოებით, ცენტრალურ დარბაზში თვალწარმტაცი სანახაობა გეელით.
  2. კიდევ ერთი აუცილებელი გამოცდილებისთვის, გაეცანით ჩვეულებრივ ტურისტულ ადგილებს და აღმოაჩინეთ ფარული “საგანძურები”, როგორიცაა სასურსათო მაღაზია A Pérola do Bolhão. ეს შენობა გამოირჩევა უძველესი კრამიტის და 1900-იანი წლების არტ ნუვოს უნიკალური კომბინაციით.
  3. არ გამოტოვოთ Igreja do Carmo და Igreja das Carmelitas, ორი მონუმენტური ეკლესია. მოუარეთ მას გვერდიდან და აღმოაჩინეთ შედარებით ახალი აზულეჯოები 1912 წლიდან.
  • ქალაქში ბევრი უფასო რამაა

მიუხედავად იმისა, რომ პორტო მრავალ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს გვთავაზობს, რომელიც საფასურის გადახდას მოითხოვს, ეს მომხიბლავი ქალაქი ასევე გასაოცარი რაოდენობის უფასო საქმიანობებითაა დატვირთული.

ქალაქის ისტორიული ცენტრი, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, გამოირჩევა განსაცვიფრებელი არქიტექტურით, ქვაფენილიანი ქუჩებით და მდინარე დუროს თვალწარმტაცი ხედებით. პორტოს ამ ძველ ნაწილში სეირნობა ერთ-ერთი საუკეთესო რამაა ქალაქში და აბსოლუტურად უფასოა.

ლუის I ხიდის მონახულება ასევე სრულიად უფასოა. ეს არქიტექტურული შედევრი აკავშირებს მდინარე დუროს სანაპიროებს და გამოირჩევა განსაცვიფრებელი დიზაინით. იგი შექმნილია გუსტავ ეიფელის თანამშრომლის მიერ, პარიზის საკულტო ეიფელის კოშკის მოტივებზე დაყრდნობით და მათ შოროს მსგავსება აშკარად იგრძნობა, რაც რაც ხიდს მიმზიდველ სანახაობად აქცევს.

თუ თქვენ ეძებთ საუკეთესო ხედებს პორტოში, შეხვდებით ბევრ ფასიან ვარიანტს ძველი ქალაქის მშვენიერი პანორამებით. თუმცა არსებობს უფასო ვარიანტიც. Miradouro da Vitória გთავაზობთ მსგავს პანორამულ გამოცდილებას პორტოს მომხიბლავი პეიზაჟის შესანიშნავი ხედით. ამ თვალსაჩინო წერტილიდან შეგიძლიათ იხილოთ პორტოს მთავარი ღირსშესანიშნაობების სილამაზე, მათ შორის Sé Cathedral, მდინარე დურო და შთამბეჭდავი Bishop’s Palace.

Porto’s Crystal Palace Gardens  (Jardins do Palácio de Cristal), მშვენიერი ადგილია ხეტიალისთვის და გარშემო არსებული სილამაზეით დასატკბობად. აქედან თქვენ ასევე ახლოს იქნებით ხელოვნების უბანსა და რამდენიმე მუზეუმთან, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ მარტივად გაატაროთ შუადღე მიმდებარე ტერიტორიებზე ხეეტიალში.

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები თბილისი პორტო მიმართულებით?

  • შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
  • შეიძინეთ ორმხრივი გზის ავიაბილეთები ერთდროულად.
  • ისარგებლეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიით.
  • სამოგზაუროდ წაიღეთ მხოლოდ ხელბარგი.
  • მოგზაურობა დაამთხვიეთ არასეზონურ პერიოდს.

tbilisi porto -ს მიმართულებით ავიაბილეთების იაფად შეძენა ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, ძალიან  მარტივადაა შესაძლებელი. საჭიროა მხოლოდ ჩვენს საძიებო სისტემაში გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილს არჩევა, მოგზაურობისათვის სასურველ თარიღებს მითითება და სულ ეს არის. რამდენიმე წამში კი აპლიკაცია შემოგთავაზებთ ყველა მოქმედი ავიაკომპანიისა თუ სააგენტოს პირდაპირ და ტრანზიტულ რეისებს, რაც გაგიმარტივებთ თვალი გადაავლოთ ყველა არსებულ ვარიანტს, თანაც ერთ სივრცეში და აარჩიოთ თქვენთვის სასურველი თარიღებისა და ფასების მიხედვით. 

იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

ბლოგი