მთავარიპოპულარული მიმართულებებიქუთაისი სტოკჰოლმი ავიაბილეთები / stokholmi
ავიაბილეთები Avia.ge

მიმართულებები

ქუთაისი სტოკჰოლმი ავიაბილეთები / stokholmi

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge

გეგმავთ მოგზაურობას, თუმცა არ იცით სად გაემგზავროთ? სტოკჰოლმი შესანიშნავი არჩევანი იქნება! ეს არის კულტურითა და ხელოვნებით სავსე ქალაქი. მათთვის, ვისაც სურს უნიკალური გამოცდილების მიღება, ვისაც უყვარს მუზეუმების მონახულება, კინო, მუსიკა, მოდა, აინტერესებს თანამედროვე ტექნოლოგიები, მოსწონს გემრიელი და განსაკუთრებული კერძების დაგემოვნება და უბრალოდ, საინტერესო და ლამაზ გარემოში დროის გატარება, ეს შესანიშნავი არჩევანი იქნება. ასე რომ, გაეცანით სტატიას და გაიგეთ ყველა საჭირო ინფორმაცია, თუ როგორ გაემგზავროთ ქუთაისის აეროპორტიდან ამ შესანიშნავი დანიშნულების ადგილზე მარტივად.

სტოკჰოლმი შვედეთის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია, რომელიც 14 კუნძულისგან შედგება და ერთმანეთს ხიდებისა და წყლის გზების მეშვეობით უკავშირდება. ამავდროულად, მისი განსაცვიფრებელი არქიტექტურა ისეთივე ფოტოგენურია, როგორც მისი ბუნებრივი ლანდშაფტი. თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ კუნძულების ეს საოცარი არქიპელაგი ნავით ან მოიაროთ ფეხით და მიიღოთ შესანიშნავი გამოცდილება.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს ქუთაისი სტოკჰოლმი ს მიმართულებით?

ქუთაისი სტოკჰოლმი -ს მიმართულებით პირდაპირი ფრენები არ სრულდება, თუმცა ტრანზიტულ რეისებს ავიაკომპანია wizz air -ი გვთავაზობს, მხოლოდ ერთი გადაჯდომით კი თქვენ დანიშნულების ადილზე აღმოჩნდებით.

ვიზეარი ფრენას ვარშავის, გდანსკის, ვენის ან რომის გავლით ახორციელებს.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა ქუთაისი სტოკჰოლმი ს მიმართულებით?

kutaisi stokholmi –ს მიმართულებით ტრანზიტული ფრენის ხანგრძლივობა დამოკიდებულია აეროპორტში გადაჯდომის ხანგრძლივობაზე. თუმცა, ის დაახლოებით 7-9 საათს მოიცავს.

ზოგადად, ტრანზიტული ფრენების შემთხვევაში, სასურველი გაითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორი – თუ აროპორტში, რომელშიც გადაჯდომა გიწევთ და იქ პირველად იმყოფებით, ან წინასწარ იცით, რომ დიდი და გადატვირთული აეროპორტია, გადაჯდომის ხანგრძლივობა დაახლოებით 3 საათი უნდა გაითვალისწონოთ, რათა თავიდან აიცილოთ რეისზე დაგვიანება, ან რაიმე სხვა სახის შეფერხება.

რა უნდა მოინახულოთ სტოკჰოლმში?

თუ გადაწყვეტილი გაქვთ გაემგზავროთ სტოკჰოლმის მიმართულებით, ალბათ გაინტერესებთ, რა უნდა იცოდეთ ამ მშვენიერი ქალაქის შესახებ, სანამ ეწვევით მას.

  • ეწვიეთ ძველ ქალაქს – გამლა სტანს

გამლა სტანი სტოკჰოლმის ძველი ქალაქია და ქალაქის თავდაპირველ ცენტრს წარმოადგენს. იგი მე -13 საუკუნით თარიღდება, თუმცა შენობების უმეტესობა 1600-იანი და 1700-იანი წლებშია აგებული. ეს არის მომხიბლავი მოკირწყლული ქუჩების, ჩიხების, გაცვეთილი მდოგვისფერი და ჟანგისფერი ქალაქური სახლებისა და მოედნისკენ მიმავალი დიდებული ლაბირინთის ერთობლიობა.

მის ვიწრო მოკირწყლულ ქუჩებში შეხვდებით სამეფო სასახლეს, ნობელის მუზეუმს, სტოკჰოლმის ტაძარს და სხვა მუზეუმებსაც, ასევე უამრავ ღირსშესანიშნაობას, მაღაზიებს, კაფეებს და სტორტორგეტს – ქალაქის უძველეს მოედანს.

  • შეისწავლეთ მომხიბლავი არქიტექტურა

შვედეთის დედაქალაქი შთამბეჭდავია თავისი განსხვავებული არქიტექტურული სტილით, მე-17 საუკუნის ბაროკოს შენობებითა და გრანდიოზული შედევრებით, ასევე თანამედროვე მინიმალისტური ნაგებობებით და ხის ისტორიული კოტეჯებით. რიკსბრონის ხიდზე გადასვლისას კი თქვენ მოხვდებით რიკსდაგშუსეტში, შვედეთის პარლამენტის სახლის შთამბეჭდავ კომპლექსში.

  • სტოკჰოლმში არის მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხელოვნების გამოფენა

სტოკჰოლმის მეტროს სისტემას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც “მსოფლიოს ყველაზე გრძელ ხელოვნების გამოფენას”, რადგან ქალაქის 100 მეტროსადგურიდან 90, რომელიც გაშლილია 110 კილომეტრზე, არის უნიკალური და საინტერესო ხელოვნების ინსტალაციები, ქანდაკებები, ფერწერა, გრავიურები, მოზაიკა, რელიქვიები და 150-ზე მეტი მხატვრის სხვა ნამუშევრები.

როგორ შევიძინოთ ავიაბილეთები იაფად ქუთაისი სტოკჰოლმის მიმართულებით?

  • შეიძინეთ ავიაბილეთები 45-60 დღით ადრე.
  • გასამგზავრებლად აირჩიეთ კვირის შუა დღეები და არა შაბათ-კვირა.
  • მოგზაურობა დაამთხვიეთ არასეზონურ პერიოდს.
  • უმჯობესია ორივე გზის ავიაბილეთებს შეიძინოთ ერთდროულად
  • უარი თქვით ჩასაბარებელ ბარგზე და ისარგებლეთ მხოლოდ ხელბარგით.
  • არჩევანი შეაჩერეთ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიაზე.

იაფი ავიაბილეთების ონლაინ შეძენა საკმაოდ მარტივად, ჩვენი საიტის გამოყენებით შეგიძლიათ. ამისათვის საჭიროა დააფიქსიროთ მხოლოდ გამგზავრების და დანიშნულების ქალაქი და აღნიშნოთ მოგზაურობისთვის სასურველი თარიღი. საძიებო ღილაკზე დაჭერით კი ჩვენ თვქვენზე მორგებულ საუკეთესო ვარიანტს შემოგთავაზებთ.

ქუთაისი სტოკჰოლმის მიმართულებით ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

ბლოგი