მთავარიავიაბილეთებითბილისი ათენი ავიაბილეთები / ateni
ავიაბილეთები Avia.ge

მიმართულებები

თბილისი ათენი ავიაბილეთები / ateni

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge

შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ონლაინ თბილისი ათენი ს მიმართულებით და დატკბით მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძველი, ისტორიული და განთქმული ქალაქის შთამბეჭდავი სანახაობებით.

საბერძნეთის დედაქალაქს სხვაგვარად, ღმერთების ქალაქსაც უწოდებენ. ძველი ათენი დამოუკიდებელი ქალაქი და ფაქტობრივად მსოფლიოს განათლების ცენტრი იყო. ის საბერძნეთის წამყვანი ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების ცენტრია. ამ საოცარ ქალაქში შეხვდებით ძველ ძეგლებსა და ნანგრევებს, ნეოკლასიკურ შენობებს, მუზეუმებს და სხვა უამრავ სანახაობას, რომელთა დათვალიერებისას დრო ისე სწრაფად გავა, რომ ვერც კი შენიშნავთ.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს თბილისი ათენი ს მიმართულებით?

თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტიდან ათენის, კერძოდ კი ელეფთერიოს ვენერიელოს საერთაშორისო აეროპორტში, პირდაპირ ფრენებს ასრულებს Aegean Airlines – საბერძნეთის ყველაზე დიდი ავიაკომპანია. ამჟამად ავიაკომპანია 43 ქვეყნის 150–ზე მეტ ლოკაციაზე უზრუნველყოფს მგზავრების გადაფრენას.

თბილისიდან, ათენის მიმართულებით, ასევე სრულდება ტრანზიტული ფრენები. მაგალითად, თბილისიდან სტამბულის, საბიჰა გოკენის საერთაშორისო აეროპორტში გაემგზავრებით თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines -ით. იქედან კი, იმავე ავიაკომპანიით პირდაპირ ათენის აეროპორტში ჩაფრინდებით.

რა უნდა გავითვალისწინოთ თბილისი ათენის ავიაბილეთების შეძენისას:

ბილეთის დაბრუნება და გადაცვლა ხდება ავიაკომპანიის წესების მიხედვით, რომლებიც განსხვავდება თარიღების, მიმართულების და ბილეთის კლასის მიხედვით.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა თბილისიდან ათენის მიმართულებით?

თბილისიდან ათენის მიმართულებით პირდაპირი ფრენის ხანგრძლივობა მოიცავს 3 საათს, ხოლო ტრანზიტული ფრენის ხანგრძლივობა იცვლება სხვადასხვა ავიაკომპანიის მომსახურების შესაბამისად და დამოკიდებულია აეროპორტსი მოცდის პერიოდზე.

როდისაა ავიაბილეთების ფასი ყველაზე ხელმისაწვდომი თბილისი ათენის მიმართულებით?

ამ მხრივ ჩვენ გირჩევთ:

  • შეიძინოთ ავიაბილეთები 2 თვით ადრე
  • გასამგზავრებლად შეარჩიეთ შუა კვირა
  • დილის რეისით გამგზავრება მეტად დაგიზოგავთ ფინანსებს
  • შეიძინეთ ორივე გზის ავიაბილეთი ერთდროულად

როდისაა საუკეთესო დრო გასამგზავრებლად თბილისი ათენი ს მიმართულებით?

ათენში გასამგზავრებლად საუკეთესო პერიოდი ზაფხულია. თუმცა, თუ თქვენ გსურთ, რომ დაზოგოთ ფული და შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები, მაშინ შეარჩიეთ არასეზონური პერიოდი. ამასა თავის დადებითი მხარეც აქვს – ათენი ყველა სეზონზე ულამაზესია და მანდვილად ვერ უკარგავს ხიბლს ვერცერთი სეზონი, ამასთანავე არასეზუნურ პერიოდში თქვენ უფრო კარგად შეძლებთ გულისყურით დაათვალიეროთ ყველა ღირსშესანიშნაობა და ამაში ხალხმრავლობამ ხელი არ შეგიშალოთ.

თბილისი ათენის მიმართულებით იაფი ავიაბილეთები ონლაინ რომ შეიძინოთ, ამისათვის გამოიყენეთ ჩვენი საიტი. საჭირო იქნება დააფიქსიროთ მხოლოდ: სახელი, საკონტაქტო ნომერი, დანიშნულების ქალაქი და აღნიშნოთ სასურველი თარიღი მოგზაურობისათვის. საძიებო ღილაკზე ერთი დაჭერით კი ჩვენ უმოკლეს დროში შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ საუკეთესო ვარიანტს.

ან ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

ბლოგი