მთავარიპოპულარული მიმართულებებიქუთაისი ბრიუსელი ავიაბილეთები / Briuseli
ავიაბილეთები Avia.ge

მიმართულებები

ქუთაისი ბრიუსელი ავიაბილეთები / Briuseli

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge

ბრიუსელი, ბელგიის დედაქალაქია და ის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქადაა მიჩნეული. ქალაქი მდიდარია ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, განსაცვიფრებელი არქიტექურით და მსოფლიო დონის მუზეუმებით. ასევე გამოირჩევა კულტურითა და მდიდრული რესტორნებით.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს ქუთაისი ბრიუსელი მიმართულებით?

ბრიუსელის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ქუთაისის აეროპორტი -დან ყველასათვის კარგად ნაცნობი ავიაკომპანია Wizz Air -ი ასრულებს.

ბრიუსელში მოსახვედრად თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ რეისით, რომელსაც ერთი გადაჯდომით ააწყობთ. ასე მაგალითად: ავიაკომპანია ვიზეარი -თ გაფრინდეთ ვარშავაში, იქედან კი Lot -ით გაემგზავროთ ბრიუსელამდე.

ასევე, შეგიძლიათ vizz air -ით ჯერ პრაღაში ჩაფრინდეთ, შემდეგ კი ბრიუსელამდე ავიაკომპანია Ryanair -ით განაგრძოთ ფრენა.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა ქუთაისიდან ბრიუსელამდე?

აღნიშნულ მიმართულებაზე პირდაპირი ფრენის ხანგრძლივობა 4 სთ და 45 წთ-ია. რაც შეეხება ერთი გადაჯდომით რეისებს, სრული დროის ხანგრძლივობაზე გავლენას ტრანზიტულ აეროპორტში მოცდის პერიოდი ახდენს, ეს დრო კი დაახლოებით 8-9 საათს მოიცავს.

რჩევის სახით გაითვალისწინეთ, რომ თუ ფრენა არაპირდაპირია, რეისებს შორის დრო მინიმუმ 2 საათი უნდა გაითვალისწონოთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ აეროპორტი დატვირთულია, ან/და პირველად იმყოფებით იქ, რათა თავიდან აიცილოთ ფორსმაჟორული სიტუაციები და ჩახსდომამდე მშვიდად გაიაროთ ყველა საჭირო პროცედურა.

ქუთაისი ბრიუსელი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
21 მაისი 202428 მაისი 2024Wizz Airბილეთები 475 - დან
4 ივნისი 202411 ივნისი 2024Wizz Airბილეთები 478 - დან
9 ივლისი 202423 ივლისი 2024Wizz Airბილეთები 618 - დან

რა უნდა მოინახულოთ ბრიუსელში?

ბრიუსელის მონახულება გრანდ პლასიდან უნდა დაიწყოთ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი ქალაქში, სადაც ნახავთ ქალაქის მერიას, რომელიც უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე დიდებული შენობაა. მისი მისაღები ოთახები და პალატები სავსეა მდიდრულ გოთიკურ ხის ნამუშევრებით, მე-16, მე-17 და მე-18 საუკუნეების ულამაზესი გობელენებით, ძველი გილდიების გერბებითა და ნახატებით ბრიუსელის ქალაქის მუზეუმის კოლექციებიდან.

ქალაქში ასევე შეხვდებით ერთ-ერთ საზოგადოებრივ შადრევანს, რომელსაც Manneken Pis-ის სკულპტურა ამშვენებს. ასევე ღირს მოინახულოთ სამეფო მოედანი ან კონინგსპლინი, რომელიც ისტორიული ნეოკლასიკური მოედანია ბრიუსელის სამეფო კვარტალში და კუდენბერგის სასახლის ნაშთზე აგებული.

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები ქუთაისი ბრიუსელი მიმართულებით?

  • შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
  • შეიძინეთ ორმხრივი გზის ავიაბილეთები ერთდროულად.
  • ისარგებლეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიით.
  • სამოგზაუროდ წაიღეთ მხოლოდ ხელბარგი.
  • მოგზაურობა დაამთხვიეთ არასეზონურ პერიოდს.

kutaisi briuseli -ს მიმართულებით ავიაბილეთების იაფად შეძენა ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, ძალიან  მარტივადაა შესაძლებელი. საჭიროა მხოლოდ ჩვენს საძიებო სისტემაში გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილს არჩევა, მოგზაურობისათვის სასურველ თარიღებს მითითება და სულ ეს არის. რამდენიმე წამში კი აპლიკაცია შემოგთავაზებთ ყველა მოქმედი ავიაკომპანიისა თუ სააგენტოს პირდაპირ და ტრანზიტულ რეისებს, რაც გაგიმარტივებთ თვალი გადაავლოთ ყველა არსებულ ვარიანტს, თანაც ერთ სივრცეში და აარჩიოთ თქვენთვის სასურველი თარიღებისა და ფასების მიხედვით. 

ქუთაისიდან ბრიუსელის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

ბლოგი