მთავარიავიაკომპანიებითურქიშ ეარლაინსი (Turkish Airlines) საქართველოში: რეისები, ბარგი
ავიაბილეთები Avia.ge

მიმართულებები

თურქიშ ეარლაინსი (Turkish Airlines) საქართველოში: რეისები, ბარგი

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge

თურქიშ ეარლაინსი (Turkish Airlines) — თურქეთი (სტამბოლის აეროპორტი); საქართველოში დაფრინავს თბილისი, ბათუმის აეროპორტებიდან. Turkish Airlines მსოფლიოში ყველაზე მეტ ქვეყანაში დაფრინავს — სტამბოლის გავლით საქართველოდან პრაქტიკულად ნებისმიერ ქალაქში ერთი გადაჯდომით ჩახვალთ. ამ გვერდზე თავმოყრილია მიმართულებები საქართველოდან, ბარგისა და ჩექინის წესები, კონტაქტი და ის, რა უფლებები გაქვთ რეისის დაგვიანების ან გაუქმების შემთხვევაში.

დღესდღეობით მსოფლიოს საავიაციო ბაზარზე ათასობით ავიაკომპანიაა
წარმოდგენილი და თითოეული მათგანი პირველობისკენ ისწრაფვის. სწორედ
მათ რიცხვში შედის თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines -ი, რომელიც დიდი
ძალისხმევით და მონდომებით ერთ-ერთ წამყვან ავიაკომპანიადაა აღიარებული.

თურქეთის ავიახაზები 1933 წლის 20 მაისს დაარსდა სტამბოლში და 89 წლიანი
მოღვაწეობის განმავლობაში საუკეთესო ავიაკომპანიის ტიტულს არ თმობს.
ამდენწლიანი მოღვაწეობის ფონზე მას დღეისათვის სამი მთავარი ბაზა აქვს,
რომელთაგან ორი სტამბოლში – ახალ აეროპორტსა და საბიჰა გოქჩენის
აეროპორტში, ხოლო მესამე ანკარის საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს.

2015 წლის თებერვლისთვის, იგი მოქმედებს და ემსახურება მგზავრებს 280
მიმართულებით ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ამერიკაში, რაც მას მსოფლიოში
მიმართულების რაოდენობით სიდიდით მეოთხე გადამზიდავ კომპანიად ხდის.

კომპანიას ასევე გააჩნია საბონუსე დაგროვებითი სისტემა Miles and Smiles რითაც
შეგიძლიათ დააგროვოთ მილები და გარკვეული რაოდენობის დაგროვებული
მილები გადაცვალოთ უფასო ავიაბილეთებში.

მომსახურება და ხარისხი:

მთელს მსოფლიოში ავიაკომპანიის ასეთ პოპულარობას მისი მომსახურების
მაღალი ხარისხი, კომფორტული მგზავრობა და თანამედროვე თვითმფრინავები
განაპირობებენ. მისი ფლოტი 351 ხომალდისგან შედგება, რაც დღესდღეობით
საკმაოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

თურქეთის ავიახაზები, როგორც საავიაციო კომპანია მუდამ ზრუნავს როგორც
ხარისხის, ისე ფლოტის გაუმჯობესებაზე და ყოველთვის მოდერნიზებული
თვითმფინავებით ემსახურება თავის მომხმარებლებს.

Turkish Airlines -ი საქართველოში :

აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ Turkish Airlines-ი საქართველოს ყველაზე მეტ
ქვეყანასთან და კონტინენტთან აკავშირებს და ყველაზე დიდ არჩევანს ქართველ
მოგზაურებს სწორედ ეს ავიაკომპანია სთავაზობს როგორც ახლო, ისე შორეულ
მიმართულებებზე.

ფაქტია ეს ავიაკომპანია საქართველოში დღემდე არ თმობს პირველობას და ერთ
ერთ მოწინავე ადგილს დამსახურებულად ინარჩუნებს.

Turkish Airlines -ის რეისზე იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე:  551 907 907

Turkish Airlines — მიმართულებები საქართველოდან

ქვემოთ მოცემულია მარშრუტები, რომლებზეც Turkish Airlines რეგულარულად ან სეზონურად ოპერირებს; თითოეულ გვერდზე ფასების კალენდარი და ალტერნატიული ავიაკომპანიებია:

ბარგი და ჩექინი Turkish Airlines-ზე

Turkish Airlines სრული სერვისის ავიაკომპანიაა: საერთაშორისო ეკონომკლასის ბილეთში, როგორც წესი, ხელბარგი და ერთი რეგისტრირებული ბარგი (ხშირად 23 კგ) შედის, თუმცა ყველაზე იაფ „Light“ ტარიფებზე ბარგი ცალკე იყიდება — ჯავშნისას ტარიფის პირობებს ყურადღებით წაიკითხეთ. ონლაინ ჩექინი ფრენამდე 24–48 საათით ადრე იხსნება.

კონტაქტი და ჯავშნის მართვა

ჯავშნის შეცვლა, ბარგის დამატება და ჩექინი Turkish Airlines-ის ოფიციალურ საიტსა და აპლიკაციაში კეთდება; ქოლ-ცენტრის ნომრები ქვეყნების მიხედვით ავიაკომპანიის „Contact“ გვერდზეა. თუ ბილეთი Tiqets.ge-ს დახმარებით გაქვთ ნაყიდი ან კონსულტაცია გჭირდებათ, დაგვირეკეთ 551 907 907 (ვაიბერიც მუშაობს).

დაგვიანება, გაუქმება და კომპენსაცია

ევროკავშირის აეროპორტიდან გამგზავრებულ ან ევროპული ავიაკომპანიით შესრულებულ რეისებზე EU261 რეგულაცია მოქმედებს — 3 საათზე მეტი დაგვიანების ან გაუქმების შემთხვევაში 250–600 ევრომდე კომპენსაცია შეიძლება გეკუთვნოდეთ. თურქეთის რეისებზე მსგავსი წესები SHY-Passenger რეგულაციით მოქმედებს. დეტალები — ფრენის კომპენსაციის გვერდზე.

ხშირად დასმული კითხვები Turkish Airlines-ზე

საიდან დაფრინავს Turkish Airlines საქართველოში?

თბილისი, ბათუმის აეროპორტებიდან. ტრანზიტული მიმართულებებისთვის ჰაბია თურქეთი (სტამბოლის აეროპორტი).

შედის თუ არა ბარგი Turkish Airlines-ის ბილეთში?

სტანდარტულ ეკონომ ტარიფში, როგორც წესი, დიახ; „Light“ ტარიფებზე — არა. შეამოწმეთ ჯავშნისას.

სად შევადარო Turkish Airlines-ის ბილეთის ფასი სხვა ავიაკომპანიებთან?

Tiqets.ge-ს მიმართულებების გვერდებზე ფასების კალენდარი ყველა ავიაკომპანიას ერთდროულად აჩვენებს.

ბლოგი