მთავარიავიაკომპანიებიტრანსავია (Transavia) საქართველოში: რეისები, ბარგი, კონტაქტი
ავიაბილეთები Avia.ge

მიმართულებები

ტრანსავია (Transavia) საქართველოში: რეისები, ბარგი, კონტაქტი

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge

ტრანსავია (Transavia) — ნიდერლანდები (ამსტერდამი, როტერდამი, ეინდჰოვენი); საქართველოში დაფრინავს ქუთაისის აეროპორტიდან. ტრანსავია KLM-ის ჯგუფის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. ამ გვერდზე თავმოყრილია მიმართულებები საქართველოდან, ბარგისა და ჩექინის წესები, კონტაქტი და ის, რა უფლებები გაქვთ რეისის დაგვიანების ან გაუქმების შემთხვევაში.

Transavia ჰოლანდიაში დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 1965 წელს დაარსდა. ავიაკომპანიის საჰაერო ხომალდები ნიდერლანდების სამეფოსა და საფრანგეთის აეროპორტებშია ბაზირებული.

მიმართულებები

ტრანსავია დღეის მონაცემებით, ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის 20-ზე მეტი ქვეყნის მიმართულებით ოპერირებს, რომელთა სორისაა: ნიდერლანდები, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, კვიპროსი, გერმანია, ფინეთი, ესტონეთი, მალტა, დანია, შვეიცარია, შვედეთი, ავსტრია, შოტლანდია, ირლანდია, ისლანდია, ნორვეგია, ლატვია, ეგვიპტე, ბულგარეთი, ბელგია და სხვ.

2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან კი ავიაკომპანია Transavia საქართველო ს მიმართულებით დაიწყებს ოპერირებას. კერძოდ კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან შემოგვთავაზებს ფრენებს და პირდაპირ ავიამიმოსვლას თბილისი ამსტერდამი -ს საჰაერო ხაზზე შეასრულებს.

Transavia ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ამსტერდამი22 ივლისი 202729 ივლისი 2027Transaviaბილეთები 824 - დან

 

Transavia ფლოტი

ავიაკომპანია transavia საკმაოდ დიდი ფლოტისგან შედგება, რომლის განკარგულებაშია Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდები. კერძოდ, 89 ერთეული ახალგაზრდა და ეკოლოგიურად სუფთა Boeing 737-700 და Boeing 737-800 თვითმფრინავები.

ავიაკომპანიის ბორტზე სავარძლებს შორის მანძილი 42 სმ-ია, სავარძლების მასალა კი დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ტყავისაგან. ამასთან, ინტერიერი აღჭურვილია LED განათებით, რათა მგზავრებმა ფრენის დროს სასიამოვნო ატმოსფეროში შეძლონ დროის გატარება.

ინფორმაცია ბარგის შესახებ

ხელბარგი:

თითოეულ მგზავრს უფლება აქვს ჰქონდეს 1 ცალი ხელბარგი, რომლის წონა არ უნდა აღემატებოდეს 10 კგ-ს, ხოლო ზომები კი 55 x 40 x 25 სმ.

მგზავრი, რომლებიც ყიდულობს Max ბილეთს, შეუძლია ჰქონდეს დამატებით 10 კგ-იანი ხელბარგი, რომლის ზომა არ აღემატება 45 x 40 x 24 სმ-ს.

ჩასაბარებელი ბარგი:

ბილეთის შეძენისას, ჩასაბარებელი ბარგი ავტომატურად არ შედის საფასურში. ამ სერვისის დამატება ხდება ცალკეულად. მგზავრს შეუძლიათ დაამატოს 5-მდე ჩანთა, იმ პირობით, რომ თითოეული მათგანის წონა არ იქნება 32 კგ-ზე მეტი, ხოლო მათი საერთო წონა არ გადააჭარბებს 50 კგ-ს.

რეგისტრაცია / Check in

ონლაინ რეგისტრაცია :

მგზავრს შეუძლია დარეგისტრირდეს ონლაინ, ტელეფონის ან კომპიუტერის მეშვეობით. რეგისტრაცია იხსნება დაგეგმილ ფრენამდე 30 საათით ადრე და სრულდება გამგზავრებამდე 4 საათით ადრე.

რეგისტრაცია აეროპორტში :

რა თქმა უნდა, მგზავრს ასევე შეუძლია გაიაროს რეგისტარცია აეროპორტში,  სარეგისტრაციო მაგიდასთან. თუმცა, აუცილებელია რომ გამოცხადდეს დაახლოებით 3 საათით ადრე, რათა დროულად გაიაროს ყველა აუცილებელი პროცედურა. ვინაიდან, აეროპორტში შემოწმებისა და ლოდინის პერიოდი შესაძლოა იყოს ხანგრძლივი.

იმოგზაურეთ კომფორტულად Transavia -თან ერთად. შეიძინეთ ავიაბილეთები საუკეთესო ფასად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Transavia — მიმართულებები საქართველოდან

ქვემოთ მოცემულია მარშრუტები, რომლებზეც Transavia რეგულარულად ან სეზონურად ოპერირებს; თითოეულ გვერდზე ფასების კალენდარი და ალტერნატიული ავიაკომპანიებია:

ბარგი და ჩექინი Transavia-ზე

Transavia დაბალბიუჯეტიანი მოდელით მუშაობს: საბაზისო ბილეთში, როგორც წესი, მხოლოდ პატარა ხელბარგი შედის, ხოლო რეგისტრირებული ბარგი, დიდი ხელბარგი, ადგილის არჩევა და აეროპორტში რეგისტრაცია ცალკე ფასიანი სერვისებია. ბარგი ყოველთვის ჯავშნისთანავე დაამატეთ — აეროპორტში იგივე სერვისი 2–3-ჯერ ძვირია. ონლაინ ჩექინი გაიარეთ წინასწარ და ხელბარგის ზომები გამგზავრებამდე შეამოწმეთ, რადგან გეითთან ამოწმებენ.

კონტაქტი და ჯავშნის მართვა

ჯავშნის შეცვლა, ბარგის დამატება და ჩექინი Transavia-ის ოფიციალურ საიტსა და აპლიკაციაში კეთდება; ქოლ-ცენტრის ნომრები ქვეყნების მიხედვით ავიაკომპანიის „Contact“ გვერდზეა. თუ ბილეთი Tiqets.ge-ს დახმარებით გაქვთ ნაყიდი ან კონსულტაცია გჭირდებათ, დაგვირეკეთ 551 907 907 (ვაიბერიც მუშაობს).

დაგვიანება, გაუქმება და კომპენსაცია

ევროკავშირის აეროპორტიდან გამგზავრებულ ან ევროპული ავიაკომპანიით შესრულებულ რეისებზე EU261 რეგულაცია მოქმედებს — 3 საათზე მეტი დაგვიანების ან გაუქმების შემთხვევაში 250–600 ევრომდე კომპენსაცია შეიძლება გეკუთვნოდეთ. თურქეთის რეისებზე მსგავსი წესები SHY-Passenger რეგულაციით მოქმედებს. დეტალები — ფრენის კომპენსაციის გვერდზე.

ხშირად დასმული კითხვები Transavia-ზე

საიდან დაფრინავს Transavia საქართველოში?

ქუთაისის აეროპორტიდან. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ევროპული რეისების უმეტესობა ქუთაისიდან სრულდება.

შედის თუ არა ბარგი Transavia-ის ბილეთში?

საბაზისო ტარიფში მხოლოდ პატარა ხელბარგი შედის; რეგისტრირებული ბარგი ცალკე იყიდება.

სად შევადარო Transavia-ის ბილეთის ფასი სხვა ავიაკომპანიებთან?

Tiqets.ge-ს მიმართულებების გვერდებზე ფასების კალენდარი ყველა ავიაკომპანიას ერთდროულად აჩვენებს.

ბლოგი