ლატვიის დედაქალაქი რიგა ულამაზესი ქალაქია. თუ არასოდეს გსმენიათ მის შესახებ ან არ გიფიქრიათ მონახულებაზე, უნდა იცოდეთ, რომ ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც უნდა გაემგზავროთ ამ შთამბეჭდავი დანიშნულების ადგილისაკენ. გარდა მომხიბვლელი ძველი ქალაქისა, რიგა გამოირჩევა შესანიშნავი ღამის ცხოვრებით და ყველაზე შთამბეჭდავი არქიტექტურით ევროპაში.
თუ გეგმავთ მოიწყოთ კარგი დასვენება, თუმცა არ იცით სად, რიგა შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნება! ამ სტატიაში კი გაიგებთ, თუ როგორ დაგეგმოთ მოგზაურობა მარტივად და შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები თბილისი რიგა -ს მიმართულებით.
რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს თბილისი რიგა ს მიმართულებით?
თბილისის აეროპორტი -დან რიგის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს AirBaltic -ი გვთავაზობს. ხოლო ერთი გადაჯდომით რეისებს თურქეთის ავიახაზები, Lot -ი და Condor -ი ასრულებენ.
რამდენია ფრენის ხანგრძლივობა თბილისი რიგა ს მიმართულებით?
tbilisi riga -ს მიმართულებით ავიაკომპანია ეარბალტიკი -ით სარგებლობისას ფრენის ხანგრძლივობა 4სთ და 30წთ-ია. რაც შეეხება არაპირდაპირ რეისებს, ფრენის ხახნგრძლივობა დამოკიდებულია ტრანზიტულ აეროპორტში მოცდის დროზე. ერთი გადაჯდომის შემთვევაში ეს პერიოდი დაახლოებით 9-10 საათს მოიცავს.
რჩევის სახით გაითვალისწინეთ, რომ გადაჯდომით ფრენების შემთხვევაში, ტრანზიტულ აეროპორტში მოცდის დრო მინიმუმ 2 საათს უნდა შეადგენდეს, რათა მშვიდად მოახერხოთ ყველა პროცედურის გავლა და თავიდან აიცილოთ რეისზე დაგვიანება.
რა უნდა გააკეთოთ და მოინახულოთ რიგაში?
- რიგას შესანიშნავი ძველი ქალაქი აქვს
ევროპის მიმართულებით მოგზაურობის ერთ-ერთი საყვარელი რამ ფოტოგენური ძველი ქალაქების მონახულებაა. ხოლო რიგის ძველი ქალაქის დათვალიერება ერთ-ერთი აუცილებელი რამ არის.
ძველი ქალაქის მასშტაბით შეგიძლიათ იხილოთ რიყის ქვებით მორთული მშვენიერი ქუჩები და ფერადი შენობები, რომელთაგან ზოგიერთი მე-13 საუკუნით თარიღდება. ყველაზე შთამბეჭდავ ნაგებობას შორის ძველ ქალაქში წმინდა მარიამის საკათედრო ტაძარი გამოირჩევა.
- შთამბეჭდავი არქიტექტურა
თუ არქიტექტურის მოყვარული ხართ, არც უნდა იყოყმანოთ რიგაში გამგზავრება. არტ ნუვოს სტილის არქიტექტურის შთამბეჭდავი შენობებით, რიგა საოცრად შთამბეჭდავი ადგილია.
თუ გსურთ ლატვიის დედაქალაქში საუკეთესო არქიტექტურული ნაგებობები იხილოთ, უნდა გახვიდეთ ძველი ქალაქის გარეთ და აუცილებლად უნდა მოინახულოთ ალბერტა იელას ქუჩა. ეს ადგილი ცნობილია, როგორც არტ ნუვოს არქიტექტურის ყველაზე კარგად შემონახული ქუჩა ევროპის მთელ კონტინენტზე.
- რიგაში შეგიძლიათ ფანტასტიკური ღამის ცხოვრებაც აღმოაჩინოთ
რიგის მონახულების კიდევ ერთი კარგი მიზეზი მისი საოცარი ღამის ცხოვრებიაა. რიგის ძველი ქალაქი ასევე ერთ-ერთი ყველაზე კარგი ადგილია ქალაქში ღამის გასათევად, რადგან უამრავი საუკეთესო ბარი და კლუბი ერთმანეთთანძალიან ახლოს მდებარეობს.
როგორ შევიძინოთ ავიაბილეთები იაფად თბილისიდან რიგას მიმართულებით?
- ავიაბილეთები შეიძინეთ 1.5-2 თვით ადრე.
- გასამგზავრებლად აირჩიეთ შუა კვირა, რადგან სამუშაო დღეებში მოგზაურობაზე მოთხოვნა შედარებით ნაკლებია და ავიაბილეთებიც უფრო იაფი.
- შეიძინეთ ორივე გზის ავიაბილეთი ერთდროულად. სტატისტიკურად, ავიაკომპანიები და სააგენტოები ამ დროს შედარებით კარგ ფასებს გვთავაზობენ, ვიდრე მათი ცალ-ცალკე შეძენის შემთხვევაში.
- გამოიყენეთ საძიებო სისტემა, სადაც ყველა ავიაკომპანია და რეისი იქნება თავმოყრილი. ასე კიდევ უფრო მარტივად შეძლოთ თქვენთვის სასურველი ავიაბილეთის დაჯავშნა.
იაფი ავიაბილეთების ონლაინ შეძენა საკმაოდ მარტივადაა შესაძლებელი ჩვენი საიტის გამოყენებით. ამისათვის საჭიროა დააფიქსიროთ გამგზავრების და დანიშნულების ქალაქი და მიუთითოთ სასურველი თარიღი. საძიებო ღილაკზე დაჭერით კი სისტემა შემოგთავაზებთ თვქენს მოთხოვნაზე მორგებულ ყველა ვარიანტს და საშუალება გექნებათ თავად შეარჩიოთ თქვენთვის ხელსაყრელი.