მთავარიბლოგირიგის ღირსშესანიშნაობები
ავიაბილეთები Avia.ge

მიმართულებები

რიგის ღირსშესანიშნაობები

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge

რიგა — ზოგადი ინფორმაცია

  • სტატუსი: ლატვიის დედაქალაქი და ბალტიის უდიდესი ქალაქი
  • მოსახლეობა: დაახლოებით 600 ათასი
  • ენა: ლატვიური (რუსული და ინგლისური გავრცელებულია)
  • ვალუტა: ევრო (EUR)
  • დროის სხვაობა: საქართველოზე 1 საათით უკან ზაფხულში, 2 საათით — ზამთარში
  • აეროპორტი: რიგის საერთაშორისო აეროპორტი (RIX)

რიგა, ლატვიის დედაქალაქი, ბალტიისპირეთის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი და ისტორიული ქალაქია. იგი ცნობილია თავისი შუასაუკუნეების ძველი ქალაქით, არტ-ნუვოს არქიტექტურითა და მდიდარი კულტურით. თუ გეგმავ მოგზაურობას რიგაში, აუცილებლად მოინახულე შემდეგი ტოპ ღირსშესანიშნაობები:

riga

1. ძველი ქალაქი (Vecrīga)

რიგის ისტორიული ცენტრი, ვიწრო ქუჩებით, ფერადი შენობებითა და შუასაუკუნეების არქიტექტურით. აქ მდებარეობს ბევრი კაფე, ბარი, გალერეა და ისტორიული ადგილი.

2. წმინდა პეტრეს ეკლესია (St. Peter’s Church)

მაღალი გოთიკური ეკლესია ულამაზესი ხედით ქალაქზე. ეკლესიის კოშკში ასვლა ღირს ხედი ხედვისთვის და საუკეთესო ფოტოებისთვის.

3. თავისუფლების მონუმენტი (Brīvības Piemineklis)

ლატვიის ეროვნული დამოუკიდებლობის სიმბოლო. მონუმენტი დგას ქალაქის ცენტრში და მის გვერდით მორიგეობს საპატიო გვარდია.

4. სამ ძმა (The Three Brothers)

The Three Brothers სამი ერთმანეთის გვერდით მდგომი ისტორიული სახლია, რომლებიც რიგის არქიტექტურული ევოლუციის მაგალითია შუასაუკუნეებიდან ბაროკომდე.

riga

5. არტ-ნუვოს უბანი და ალბერტას ქუჩა (Alberta iela)

რიგა არტ-ნუვოს სტილის არქიტექტურით ერთ-ერთი მოწინავე ქალაქია ევროპაში. ალბერტას ქუჩა კი მისი საუკეთესო მაგალითია.

6. ლატვიის ნაციონალური ხელოვნების მუზეუმი

მუზეუმში დაცულია ლატვიური და ევროპული მხატვრობის ნამუშევრები. შენობაც არქიტექტურულად ძალიან შთამბეჭდავია.

7. ცენტრალური ბაზარი (Rīgas Centrāltirgus)

ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დახურული ბაზარი. აქ ნახავ ადგილობრივ პროდუქტებს, ტრადიციულ კერძებს და უნიკალურ კულტურულ ატმოსფეროს.

თბილისი რიგა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
9 დეკემბერი 202612 დეკემბერი 2026airBalticბილეთები 761 - დან

8. ლატვიის ოკუპაციის მუზეუმი

მნიშვნელოვანი ისტორიული მუზეუმი, რომელიც გვაცნობს ლატვიის ოკუპაციას საბჭოთა და ნაცისტური რეჟიმების დროს.

9. ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრი

მშვენიერი შენობა და შესანიშნავი წარმოდგენები. თუ ხელოვნების მოყვარული ხარ, არ გამოგრჩეს ბალეტი ან ოპერა რიგაში.

10. ბასტეონის ბორცვი და სითი არხი (Bastejkalns Park)

მშვენიერი პარკი ქალაქის გულში. იდეალურია სეირნობისა და ბუნებაში განტვირთვისთვის. პატარა ხიდები და წყაროები განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის.

შეიძინეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

როგორ ჩავიდეთ რიგაში საქართველოდან

რიგაში ჩასაფრენად თბილისის, ქუთაისის ან ბათუმის აეროპორტიდან შეგიძლიათ გაფრინდეთ — ქუთაისიდან, როგორც წესი, დაბალბიუჯეტიანი Wizz Air-ის რეისები ყველაზე იაფია, თბილისიდან კი მეტი ავიაკომპანია და მოსახერხებელი დროებია. ფასები თვეების მიხედვით და ავიაკომპანიები თითოეული მარშრუტის გვერდზეა:

ბილეთის ფასების შედარება ყველა ავიაკომპანიაზე ერთდროულად — Tiqets.ge-ს მთავარ გვერდზე, კონსულტაცია — 551 907 907.

ხშირად დასმული კითხვები რიგის შესახებ

რამდენი დღე სჭირდება რიგის მთავარი ღირსშესანიშნაობების ნახვას?

ძირითადი ადგილებისთვის 2–3 სრული დღე საკმარისია; მუზეუმებისა და მიმდებარე ექსკურსიებისთვის 4–5 დღე დაგეგმეთ.

რა ვალუტა მჭირდება რიგაში?

ევრო (EUR). ბარათით გადახდა თითქმის ყველგან შესაძლებელია, მცირე ნაღდი ფული კი ბაზრებისა და ტრანსპორტისთვის გამოგადგებათ.

რამდენია დროის სხვაობა საქართველოსთან?

რიგა საქართველოზე 1 საათით უკან ზაფხულში, 2 საათით — ზამთარში.

ბლოგი