მთავარიპოპულარული მიმართულებებითბილისი ბაქო ავიაბილეთები — ფრენები, ფრენის დრო, ფასები
ავიაბილეთები Avia.ge

მიმართულებები

თბილისი ბაქო ავიაბილეთები — ფრენები, ფრენის დრო, ფასები

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge

თბილისი–ბაქო ავიაბილეთები — თბილისიდან ბაქოში პირდაპირი ფრენა საშუალოდ 1 სთ გრძელდება, გადაჯდომით მარშრუტი კი 3–7 საათი. ბაქო აზერბაიჯანის ქალაქია; ჩასვლის აეროპორტი — ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტი (GYD), გამგზავრება — თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტი (TBS). ამ გვერდზე ნახავთ ფასებს თვეების მიხედვით, ავიაკომპანიებს, რომლებიც ამ მარშრუტზე ოპერირებენ, და კონკრეტულ რჩევებს, როგორ იყიდოთ ბილეთი იაფად; უკან დასაბრუნებელი ბილეთი — ბაქო თბილისი ავიაბილეთები.

ბაქო, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქი, მდებარეობს კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროზე. ეს არის კავკასიის უდიდესი ქალაქი და ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული და კომერციული ცენტრი.

ბაქოში მოგზაურებს ელით უამრავი ღირსშესანიშნაობა, უნიკალური ისტორია, ფანტასტიკური საკვები და ღვინო. ქალაქი გვთავაზობს ძველისა და ახლის ფანტასტიკურ ნაზავს ფუტურისტულ ცათამბჯენებთან ერთად, რომლებიც წარმოდგენილია ადგილობრივი მეჩეთებსა და სხვა ძველი და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად. და თუ თქვენ სწორედ ასეთი საინტერესო და მრავალფეროვანი დასვენების მოყვარული ხართ, შეიძინეთ ავიაბილეთები თბილისი ბაქო ს მიმართულებით და დატკბით მისი შეუდარებელი ხიბლით.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს თბილისი ბაქო მიმართულებით?

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ბაქოს მიმართულებით ფრენები ხორციელდება ყოველდღე და რეისებს აზერბაიჯანის ავიახაზები Azal -ი და ქართული ავიაკომპანია Georgian Wings -ი ახორციელებენ.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა თბილისიდან ბაქოს მიმართულებით?

ავიაკომპანია აზალი ფრენას 1 სთ და 10 წთ -ში ასრულებს, ხოლო ჯეორჯიან ვინგსი კი 1 სთ და 35 წთ-ში.

თბილისი ბაქო ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
28 სექტემბერი 202629 სექტემბერი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიბილეთები 653 - დან
15 ოქტომბერი 202620 ოქტომბერი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიბილეთები 704 - დან
5 ნოემბერი 20265 ნოემბერი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიბილეთები 704 - დან

რა უნდა გააკეთოთ ბაქოში?

კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ეს ულამაზესი ქალქი დიდ ისტორიასა და ბევრ ისტორიულ ნაგებობას ინახავს.

  • იჩერი შეჰერი (ძველი ქალაქი)

იჩერი შეჰერი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა “საცხოვრებელ უბანს” უწოდებს, არის რეგიონი, რომელიც მოგზაურმა აუცილებლად უნდა მოინახულოს, რადგან იქ ბევრ ისტორიულ ნაგებობას შეხვდება.

ძველი ქალაქი, რომელიც პალეოლითის პერიოდიდან დასახლებად გამოიყენებოდა, 2003 წელს შეიტანეს საფრთხის პირას მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, მანმადე კი 2000 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში დაამატეს. აქ ორმოცდაათზე მეტი ისტორიული შენობაა, რომლის მონახულებაც შეგიძლიათ ძველ ქალაქში.

  • შირვანშაჰების სასახლე

შირვანშაჰების სასახლე, რომელიც ითვლება ადგილობრივი არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნიმუშად, აშენდა შირვანშაჰების დინასტიის მეფის, იბრაჰიმ ჰალილაჰის ეპოქაში. მე-15 საუკუნის ნამუშევარი იჩერის შეჰერში, წარსულში საავადმყოფოდ და ყაზარმად გამოიყენებოდა, ახლა კი აქ მუზეუმია განთავსებული.

მუზეუმში არის სხვადასხვა განყოფილება, როგორიცაა საფლავი, მეჩეთი და თურქული აბანო. გარდა მეფეთა ნივთებისა, მუზეუმში ასევე გამოფენილია ვიტრაჟები, ხალიჩები და ხელნაკეთი ნამუშევრები.

  • ცეცხლოვანი კოშკები

ეს არის ბაქოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობა, შედგება 3 კოშკისგან, რომლებიც გამოიყენება როგორც ოფისებად, ასევე საცხოვრებელად და სასტუმროებად. კოშკების უნიკალური ფორმა შენობის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რომელიც ბაქოს სიმბოლოდაა მიჩნეული. ნაგებობის ფასადის გარე ზედაპირი საღამოობით უზარმაზარი ალივით ანათებს და ის შესამჩნევია ქალაქის ნებისმიერი ადგილიდან.

  • ჰეიდარ ალიევის ცენტრი

ჰეიდარ ალიევის კულტურული ცენტრი, რომელიც შექმნილია ცნობილი არქიტექტორის ზაჰა ჰადიდის მიერ გაიხსნა 2012 წლეს, ჰეიდარ ალიევის 89 წლის იუბილეზე. შენობაში განთავსებულია საკონცერტო დარბაზები, სამხატვრო გალერეები, მუზეუმი და ბიბლიოთეკა.

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები თბილისი ბაქო მიმართულებით?

  • შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
  • შეიძინეთ ორმხრივი გზის ავიაბილეთები ერთდროულად.
  • ისარგებლეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიით.
  • სამოგზაუროდ წაიღეთ მხოლოდ ხელბარგი.
  • მოგზაურობა დაამთხვიეთ არასეზონურ პერიოდს.

tbilisi bako -ს მიმართულებით ავიაბილეთების იაფად შეძენა ონლაინ, სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი. საჭიროა საძიებო სისტემაში გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილს არჩევა, მოგზაურობისათვის სასურველ თარიღებს მითითება და სულ ეს არის. რამდენიმე წამში აპლიკაცია შემოგთავაზებთ ყველა მოქმედი ავიაკომპანიისა და სააგენტოს არსებულ რეისებს, რაც გაგიმარტივებთ თვალი გადაავლოთ ყველა ვარიანტს, თანაც ერთ სივრცეში და აარჩიოთ თქვენთვის სასურველი თარიღებისა და ფასების გათვალისწინებით. 

თბილისიდან ბაქოს მიმართულებით იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

აეროპორტები მარშრუტზე თბილისი – ბაქო

გამგზავრება: თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტი (TBS). ჩასვლა: ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტი (GYD). საერთაშორისო ფრენაზე აეროპორტში ორი საათით ადრე მისვლა საკმარისია; დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებზე ბარგის ჩაბარება ფრენამდე 40 წუთით ადრე იხურება.

ავიაკომპანიები, რომლებიც ამ მარშრუტზე ხშირად ოპერირებენ: Azerbaijan Airlines აზერბაიჯანის ავიახაზები.

სხვა ფრენები ბაქოს მიმართულებით

ხშირად დასმული კითხვები — თბილისი ბაქო

რამდენ ხანს გრძელდება ფრენა თბილისი – ბაქო?

პირდაპირი ფრენა დაახლოებით 1 სთ გრძელდება. გადაჯდომით მარშრუტზე მთლიანი დრო დამოკიდებულია დაკავშირებული რეისის მოლოდინზე და, როგორც წესი, 3–7 საათს შორისაა.

როდის ჯობია თბილისი ბაქო ავიაბილეთის ყიდვა?

ყველაზე დაბალი ფასები, როგორც წესი, გამგზავრებამდე 6–10 კვირით ადრე ფიქსირდება, ბოლო 14 დღეში კი ფასი მკვეთრად იზრდება. თარიღების მოქნილობა (±3 დღე) ხშირად 20–40%-ით ამცირებს ბილეთის ფასს — გამოიყენეთ ფასების კალენდარი ზემოთ.

რომელ აეროპორტში ჩავფრინდები ბაქოში?

ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტი (GYD). აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ტაქსით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მისვლა შეგიძლიათ.

სად ვნახო თბილისი ბაქო ავიაბილეთების ფასები ერთად?

ამ გვერდზე მოცემულ ძიების ფორმაში ჩაწერეთ თარიღები — სისტემა ყველა ავიაკომპანიისა და სააგენტოს ფასს ერთდროულად ადარებს. კონსულტაციისთვის დარეკეთ 551 907 907 (ვაიბერიც მუშაობს).

ბლოგი