იხილეთ მანიფესტი: https://avia.ge/petition-flights-from-bari
Avia.ge, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ პლატფორმა საქართველოში, ავიაბილეთების გაყიდვის სფეროში, იწყებს ახალ სამოქალაქო ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ბარიდან პირდაპირი ფრენების დანიშვნის ხელშეწყობას საქართველოს მიმართულებით. ინიციატივა პასუხობს ქართველ ემიგრანტთა წლების მანძილზე დაგროვილ საჭიროებას – ამ დროისათვის, ბარიდან პირდაპირ საქართველოში დაბრუნება რთული, ძვირი და დროის მხრივ მძიმე პროცესია.
მიუხედავად იმისა, რომ იტალია , კერძოდ კი ბარი პოპულარული საცხოვრებელი ადგილია ქართველებისთვის, დღემდე არ არსებობს პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოს მიმართულებით. ამას თან ახლავს მაღალი საფასური, არახელსაყრელი გადაჯდომები და ხშირ შემთხვევაში, ემოციური და ფიზიკური გადაღლა.
Avia.ge -მ შექმნა სპეციალური ონლაინ გვერდი, სადაც თითოეულ დაინტერესებულ პირს შეუძლია დააფიქსიროს თავისი მხარდაჭერა, რომ ერთხმად მოვუწოდოთ ავიაკომპანიებს, დავაბრუნოთ პირდაპირი ფრენები ბარიდან საქართველოში!
ეს ინიციატივა ემყარება ემიგრანტების სურვილს და აუცილებლობას! ჩვენი მოქალაქეების ხმა უნდა ისმოდეს გარკვევით და ხმამაღლა, როგორც ავიაკომპანიებისთვის, ისე შესაბამისი უწყებებისთვის.
შეეხე შენს წვლილს ცვლილებაში — ხელი მოაწერე მანიფესტს
🔗 https://avia.ge/petition-flights-from-bari/
შემოუერთდი მანიფესტს და დააფიქსირე მხარდაჭერა! ჩვენ გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით, შევძლებთ მივაწვდინოთ ხმა შესაბამის უწყებებს!