Fly Nero
Fly Nero

მთავარიპოპულარული მიმართულებებიქუთაისი რიგა ავიაბილეთები / riga
ავიაბილეთები Avia.ge

მიმართულებები

ქუთაისი რიგა ავიაბილეთები / riga

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge

ბევრი გასაოცარი მიზეზი არსებობს იმისათვის რომ რიგაში გაემგზავროთ. მიუხედავად იმისა, რომ რატომღაც ის ევროპის ნაკლებად მონახულებული ქალაქია, ის ასევე ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საინტერესო მიმართულებაა. უამრავი თვალწარმტაცი არტ ნუვოს სტილის შენობებით, უამრავი აქტივობებითა და ფანტასტიკური ღამის ცხოვრებით, ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი მიემართება ლატვიის დედაქალაქის აღმოსაჩენად.

ამ სტატიაში გაეცნობით ყველა საჭირო ინფორმაციას, თუ როგორ გაემგზავროთ ქუთაისი რიგა -ს მიმართულებით და გაიგებთ რა უნდა მოინახულოთ ამ დანიშნულების ადგილზე.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს ქუთაისი რიგა მიმართულებით?

პირდაპირ ავიამიმოსვლას ქუთაისის აეროპორტი -დან რიგის მიმართულებით ავიაკომპანია wizz air ge ახორციელებს. რეისები სრულდება კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოშაბათს და პარასკევს.

აღნიშნულ მიმართულებაზე ასევე შეგიძლიათ ააწყოთ რეისი მხოლოდ ერთი გადაჯდომით. ასე მაგალითად: ქუთაისიდან ვიზეარი თ ვილნიუსში ჩაფრინდეთ, იქედან კი AirBaltic -ით პირდაპირ რიგის აეროპორტში გაემგზავროთ.

ასევე შეგიძლიათ რეისი მილანის მალპენსას აეროპორტში გადაჯდომით, ან ტალინის გავლით შეარჩიოთ. ამ შემთხვევაშიც ჯერ wizz air -თ გაემგზავრებით, შემდეგ კი ეარ ბალტიკი თ განაგრძობთ ფრენას დანიშნულების ადგილამდე.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა ქუთაისიდან რიგამდე?

პირდაპირი ფრენის დრო 4სთ და 25წთ-ია, ხოლო გადაჯდომით ფრენების ხანგრძლივობა ტრანზიტულ აეროპორტში მოცდის დროზეა დამიკიდებული. აღნიშნულ მიმართულებაზე ერთი გადაჯდომით რეისის ხანგრძლივობა დაახლოებით 9-10 საათია.

არაპირდაპირი ფრენების შემთხვევაში, გირჩევთ აეროპორტში მოცდის დრო, მინიმუმ 2 საათი მაინც გაითვალისწინოთ, რათა დროულად გაიაროთ ყველა პროცედურა და თავიდან აიცილოთ რეისზე დაგვიანება.

ქუთაისი რიგა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
2 დეკემბერი 20246 დეკემბერი 2024Wizz Airბილეთები 390 - დან
6 იანვარი 202510 იანვარი 2025Wizz Airბილეთები 456 - დან

 

რა უნდა მოინახულოთ რიგაში?

ბრწყინვალე საკათედრო ტაძრებიდან დაწყებული, ბაზრობებით და უნიკალური მანქანების მუზეუმით დამთავრებული, რიგას აქვს ყველაფერი რაც დასამახსოვრებელს გახდის თქვენს ვიზიტს ამ ქალაქში.

  • რიგას ძველი ქალაქი

800 წელზე მეტი ხნის, იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ეს ისტორიული ადგილი – ძველი რიგა, ლატვიის დედაქალაქის გული და სულია.

აქ გელოდებათ ბრწყინვალე ეკლესიები, არქიტექტურული შედევრები, როგორიცაა The House of the Blackheads, რომანტიკული რიყის ქვის ქუჩები, სიცოცხლით სავსე მოედნები და მრავალი სხვა.

  • შოპინგი დიდი მასშტაბით

სავაჭრო გამოცდილებისთვის, როგორსაც სხვაგან ვერ ნახავათ, გაემგზავრეთ რიგის ცენტრალურ ბაზარში. ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარი, უზარმაზარ ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, რომლებიც სავსეა თევზით, შებოლილი ხორცით, თაფლით, ყველით, ახალი ხილითა და ბოსტნეულით და მრავალი სხვა შესანიშნავი სეზონური პროდუქტით.

  • თავისუფლების ძეგლი 

ლატვიელებმა ბევრი იბრძოლეს თავიანთი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. გაღებული მსხვერპლი და ტრიუმფი კი ქალაქის ერთ დიდებულ ხელოვნების ნიმუშშია თავმოყრილი.

1935 წელს გახსნილმა თავისუფლების ძეგლმა ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნის შემდგომ მღელვარე ისტორიაში. მოქანდაკე კარლის ზალეს ანსამბლი ასახავს ერს, რომელიც მღერის, მუშაობს და იბრძვის თავისუფლებისთვის, და ბოლოს კი გვირგვინდება მშვენიერი გოგონათი, რომელსაც მაღლა აწვდილი სამი ვარსკვლავი უჭირავს ხელში.

  • ქალაქის ხელოვნება

რიგამ გამოიარა ოქროს ხანა მე-20 საუკუნის დასაწყისში, ზუსტად მაშინ, როდესაც არტ ნუვოს არქიტექტურა შემოვიდა მოდაში და ამიტომ ქალაქს ამ მდიდრული სტილის მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი კოლექცია გააჩნია. მთელ ქალაქში 800-ზე მეტი არტ ნუვოს საოცარი სტრუქტურაა, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი Alberta iela-ა, ქუჩა, რომელიც დიდწილად ერთი არქიტექტორის – მიხაილ ეიზენშტეინის შემოქმედებითი ნიმუშია.

  • რიგის ზოოპარკი

1912 წელს დაარსებული რიგის ზოოპარკი უძველესია ბალტიისპირეთში და ერთ-ერთი ულამაზესია ევროპაში. ჩიშეზერის ტბის ნაპირებზე შეხვდებით ძუძუმწოვრების, ფრინველების და ქვეწარმავლების მრავალფეროვანი ასორტიმენტს.

  • ლატვიის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი

მშვენიერი ადგილია ლატვიის მხატვრული მემკვიდრეობის აღმოსაჩენად. აშენდა 1905 წელს. ეს გრანდიოზული ნეოკლასიკური სტრუქტურა უნაკლოა და აერთიანებს ორიგინალურ გრანდიოზულ სვეტებს, ფართო კიბეებს და შთამბეჭდავ ფრესკებს პოსტმოდერნულ ელემენტებთან, როგორიცაა მსუბუქი შუშის გუმბათი, სადამკვირვებლო მოედანი და გამჭვირვალე საცავი.

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები ქუთაისი რიგა მიმართულებით?

  • შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
  • შეიძინეთ ორმხრივი გზის ავიაბილეთები ერთდროულად.
  • ისარგებლეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიით.
  • სამოგზაუროდ წაიღეთ მხოლოდ ხელბარგი.
  • მოგზაურობა დაამთხვიეთ არასეზონურ პერიოდს.

kutaisi riga -ს მიმართულებით ავიაბილეთების იაფად შეძენა ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, ძალიან  მარტივადაა შესაძლებელი. საჭიროა მხოლოდ ჩვენს საძიებო სისტემაში გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილს არჩევა, მოგზაურობისათვის სასურველ თარიღებს მითითება და სულ ეს არის. რამდენიმე წამში კი აპლიკაცია შემოგთავაზებთ ყველა მოქმედი ავიაკომპანიისა თუ სააგენტოს პირდაპირ და ტრანზიტულ რეისებს, რაც გაგიმარტივებთ თვალი გადაავლოთ ყველა არსებულ ვარიანტს, თანაც ერთ სივრცეში და აარჩიოთ თქვენთვის სასურველი თარიღებისა და ფასების მიხედვით. 

ქუთაისიდან რიგის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

ბლოგი