იუროვინგსი (Eurowings) — გერმანია (კიოლნი/ბონი, დიუსელდორფი, შტუტგარტი); საქართველოში დაფრინავს თბილისი, ქუთაისის აეროპორტებიდან. Eurowings Lufthansa-ს ჯგუფის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. ამ გვერდზე თავმოყრილია მიმართულებები საქართველოდან, ბარგისა და ჩექინის წესები, კონტაქტი და ის, რა უფლებები გაქვთ რეისის დაგვიანების ან გაუქმების შემთხვევაში.
Eurowings გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიია, რომელიც Lufthansa Group-ის სრულ საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანიაა. დაარსდა 1993 წლის 1 თებერვალს, ქალაქ დორტმუნდში. ავიაკომპანია ოპერირებს შიდა და ევროპულ მიმართულებებზე და გააჩნია რამდენიმე ბაზა გერმანიისა და ავსტრიის რამდენიმე აეროპორტში.
მიმართულებები
ავიაკომპანია Eurowings-ი ფრენებს უმეტესად ევროპის შიგნით ახორციელებს, მიმართულებები კი მოიცავს: საქართველოს, ესპანეთს, საბერძნეთს, საფრანგეთს, უნგრეთს, ხორვატიას, ჰოლანდიას, ისლანდიას, ირლანდიას ა.შ.
ევროპის გარეთ, ავიაკომპანია ასევე ასრულებს სეზონურ ფრენებსაც, შემდეგ მიმართულბებზე: ეგვიპტე, მოროკო და ტუნისი და სხვ.
საქართველოს მიმართულებით ევროვინგსი ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -ში ახორციელებს და პირდაპირ რეისებს თბილისი ბერლინი -ს საჰაერო ხაზზე გვთავაზობს.
ავიაკომპანია საქართველოში პირველად 2021 წელს გამოჩნდა და პირდაპირი ფრენები თბილისიდან დიუსელდორფის მიმართულებით შემოგვთავაზა, მოგვიანებით კი – 2022 წელს, თბილისიდან შტუტგარტის მიმართულებით დაიწყო ოპერირება.
Eurowings ფლოტი
2024 წლის თებერვლის მონაცემებით, Eurowings -ის ფლოტი შედგება 80 ერთეული Airbus ტიპის თვითმფრინავებისაგან: Airbus A319-100 ; Airbus A320-200 ; Airbus A320neo ; Airbus A321-200 ; Airbus A321neo.
ყველაზე პატარ საჰაერო ხომალდზე – Airbus A319-ზე მგზავრთა ადგილების რაოდენობა 150-ს შეადგენს, ხოლო ყველაზე დიდ საჰაერო ხომალდზე – Airbus A321neo კი 232-ს.
ინფორმაცია ბარგის შესახებ
ხელბარგი:
- BASIC – 1 ერთეული პატარა ჩანთა (ზურგჩანთა ან ლეპტოპის ჩანთ) მაქსიმალური ზომით 40 x 30 x 25 სმ.
- SMART – 1 ერთეული ხელბარგი, მაქსიმალური წონით 8კგ და ზომებით 55 x 40 x 23 სმ. და 1 ერთეული პატარა ჩანთა (ზურგჩანთა ან ლეპტოპის ჩანთ) მაქსიმალური ზომით 40 x 30 x 25 სმ.
- BIZclass – 2 ერთეული ხელბარგი, მაქსიმალური წონით 8კგ და ზომებით 55 x 40 x 23 სმ. და 1 ერთეული პატარა ჩანთა (ზურგჩანთა ან ლეპტოპის ჩანთ) მაქსიმალური ზომით 40 x 30 x 25 სმ.
ჩასაბარებელი ბარგი:
- SMART – 1 ერთეული 23 კგ-იანი ბარგი.
- BIZclass – 2 ერთეული 32 კგ-იანი ბარგი.
რეგისტრაცია / Check in
ონლაინ რეგისტრაცია :
ავიაკომპანიის რეისზე ონლაინ რეგისტაცია 24 საათით ადრეა შესაძლებელი, როცა Base ტიპის ავიაბილეთი გაქვთ შეძენილი.
თუ გაქვთ Smart ან BIZclass ავიაბილეთი შეძენილი, მაშინ აეროპორტში რეგისტრაცია უფასოა. გაითვალისწინეთმ რომ აეროპორტში დაახლოებით 3 საათით ადრე გამოცხადდეთ, რათა დროულად გაიაროთ ყველა საჭირო პროცედურა.
იმოგზაურეთ კომფორტულად Eurowings -თან ერთად. შეიძინეთ ავიაბილეთები საუკეთესო ფასად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.
Eurowings — მიმართულებები საქართველოდან
ქვემოთ მოცემულია მარშრუტები, რომლებზეც Eurowings რეგულარულად ან სეზონურად ოპერირებს; თითოეულ გვერდზე ფასების კალენდარი და ალტერნატიული ავიაკომპანიებია:
- კიოლნი ქუთაისი ავიაბილეთები
- ქუთაისი კიოლნი ავიაბილეთები
- დიუსელდორფი თბილისი ავიაბილეთები
- თბილისი დიუსელდორფი ავიაბილეთები
- შტუტგარტი ქუთაისი ავიაბილეთები
- ქუთაისი შტუტგარტი ავიაბილეთები
- შტუტგარტი თბილისი ავიაბილეთები
- თბილისი შტუტგარტი ავიაბილეთები
ბარგი და ჩექინი Eurowings-ზე
Eurowings დაბალბიუჯეტიანი მოდელით მუშაობს: საბაზისო ბილეთში, როგორც წესი, მხოლოდ პატარა ხელბარგი შედის, ხოლო რეგისტრირებული ბარგი, დიდი ხელბარგი, ადგილის არჩევა და აეროპორტში რეგისტრაცია ცალკე ფასიანი სერვისებია. ბარგი ყოველთვის ჯავშნისთანავე დაამატეთ — აეროპორტში იგივე სერვისი 2–3-ჯერ ძვირია. ონლაინ ჩექინი გაიარეთ წინასწარ და ხელბარგის ზომები გამგზავრებამდე შეამოწმეთ, რადგან გეითთან ამოწმებენ.
კონტაქტი და ჯავშნის მართვა
ჯავშნის შეცვლა, ბარგის დამატება და ჩექინი Eurowings-ის ოფიციალურ საიტსა და აპლიკაციაში კეთდება; ქოლ-ცენტრის ნომრები ქვეყნების მიხედვით ავიაკომპანიის „Contact“ გვერდზეა. თუ ბილეთი Tiqets.ge-ს დახმარებით გაქვთ ნაყიდი ან კონსულტაცია გჭირდებათ, დაგვირეკეთ 551 907 907 (ვაიბერიც მუშაობს).
დაგვიანება, გაუქმება და კომპენსაცია
ევროკავშირის აეროპორტიდან გამგზავრებულ ან ევროპული ავიაკომპანიით შესრულებულ რეისებზე EU261 რეგულაცია მოქმედებს — 3 საათზე მეტი დაგვიანების ან გაუქმების შემთხვევაში 250–600 ევრომდე კომპენსაცია შეიძლება გეკუთვნოდეთ. თურქეთის რეისებზე მსგავსი წესები SHY-Passenger რეგულაციით მოქმედებს. დეტალები — ფრენის კომპენსაციის გვერდზე.
ხშირად დასმული კითხვები Eurowings-ზე
საიდან დაფრინავს Eurowings საქართველოში?
თბილისი, ქუთაისის აეროპორტებიდან. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ევროპული რეისების უმეტესობა ქუთაისიდან სრულდება.
შედის თუ არა ბარგი Eurowings-ის ბილეთში?
საბაზისო ტარიფში მხოლოდ პატარა ხელბარგი შედის; რეგისტრირებული ბარგი ცალკე იყიდება.
სად შევადარო Eurowings-ის ბილეთის ფასი სხვა ავიაკომპანიებთან?
Tiqets.ge-ს მიმართულებების გვერდებზე ფასების კალენდარი ყველა ავიაკომპანიას ერთდროულად აჩვენებს.


