კოპენჰაგენი — ზოგადი ინფორმაცია
- სტატუსი: დანიის დედაქალაქი
- მოსახლეობა: დაახლოებით 650 ათასი (აგლომერაციით 1.4 მილიონი)
- ენა: დანიური
- ვალუტა: დანიური კრონა (DKK)
- დროის სხვაობა: საქართველოზე 2 საათით უკან ზაფხულში, 3 საათით — ზამთარში
- აეროპორტი: კასტრუპის აეროპორტი (CPH)
კოპენჰაგენი – დანიიის დედაქალაქი, ზღაპრული არქიტექტურის, ეკოლოგიური ცხოვრების სტილისა და სკანდინავიური დიზაინის ულამაზესი კომბინაციაა. ქალაქი სავსეა ისტორიული სასახლეებით, თანამედროვე მუზეუმებითა და ზღვისპირა ხედებით. თუ გეგმავ ვიზიტს, აი კოპენჰაგენის ტოპ 10 ღირსშესანიშნაობა, რაც აუცილებლად უნდა ნახო:

ნიჰავნი (Nyhavn)
ყველაზე ფოტოგენური უბანი კოპენჰაგენში – ფერადი სახლები, ძველი გემები და კაფეებით სავსე ნავსადგური, სადაც ადრე ჰანს კრისტიან ანდერსენი ცხოვრობდა.
ტივოლის ბაღები (Tivoli Gardens)
მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი გასართობი პარკი (1843 წლიდან). ატრაქციონები, შოუები, ცოცხალი მუსიკა და ზღაპრული ღამის განათება ყველა ასაკის ვიზიტორებისთვის.
პატარა ქალთევზას ქანდაკება (The Little Mermaid)
ცნობილი ბრინჯაოს ქანდაკება ჰანს კრისტიან ანდერსენი ს ზღაპრიდან, რომელიც კოპენჰაგენის სანაპიროზეა და ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლოა.
ამალიენბორგის სასახლე (Amalienborg Palace)
დანიელი მონარქების ზამთრის რეზიდენცია. შეგიძლია დაესწრო მცველების ცერემონიალს და მოინახულო სამეფო მუზეუმი.
როზენბორგის სასახლე (Rosenborg Castle)
რენესანსის სტილის მეფის საზაფხულო სასახლე, სადაც ინახება სამეფო გვირგვინები და დანიელი მეფეების საგანძური.
მრგვალი კოშკი (Rundetårn)
XVII საუკუნის ობსერვატორია სპირალური ასასვლელით – კოშკის თავზე მდებარე ტერასიდან იშლება ქალაქის ულამაზესი ხედი.
კრისტიანია (Freetown Christiania)
ალტერნატიული ცხოვრების სტილის უბანი, სავსე ქუჩის ხელოვნებით, თავისუფალი კულტურითა და უჩვეულო ატმოსფეროთი.
კოპენჰაგენის ოპერის სახლი (Copenhagen Opera House)
თანამედროვე არქიტექტურის შედევრი, რომელიც მდებარეობს ჰარბორზე და ხშირად მასპინძლობს მაღალი დონის სპექტაკლებს.

დანიიის ეროვნული მუზეუმი (National Museum of Denmark)
ვიკინგების საგანძური, სკანდინავიური ტრადიციები, ძველი არტეფაქტები – შესანიშნავი ადგილია დანიელი ხალხის ისტორიის გასაცნობად.
სტროგეტის ქუჩა (Strøget Street)
ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საფეხმავლო და საშოპინგო ქუჩა – იდეალურია როგორც ბრენდული მაღაზიებისთვის, ისე ადგილობრივი დიზაინერების პროდუქციისთვის.
შეიძინეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.
როგორ ჩავიდეთ კოპენჰაგენში საქართველოდან
კოპენჰაგენში ჩასაფრენად თბილისის, ქუთაისის ან ბათუმის აეროპორტიდან შეგიძლიათ გაფრინდეთ — ქუთაისიდან, როგორც წესი, დაბალბიუჯეტიანი Wizz Air-ის რეისები ყველაზე იაფია, თბილისიდან კი მეტი ავიაკომპანია და მოსახერხებელი დროებია. ფასები თვეების მიხედვით და ავიაკომპანიები თითოეული მარშრუტის გვერდზეა:
- კოპენჰაგენი ქუთაისი ავიაბილეთები
- ქუთაისი კოპენჰაგენი ავიაბილეთები
- კოპენჰაგენი თბილისი ავიაბილეთები
- თბილისი კოპენჰაგენი ავიაბილეთები
ბილეთის ფასების შედარება ყველა ავიაკომპანიაზე ერთდროულად — Tiqets.ge-ს მთავარ გვერდზე, კონსულტაცია — 551 907 907.
ხშირად დასმული კითხვები კოპენჰაგენის შესახებ
რამდენი დღე სჭირდება კოპენჰაგენის მთავარი ღირსშესანიშნაობების ნახვას?
ძირითადი ადგილებისთვის 2–3 სრული დღე საკმარისია; მუზეუმებისა და მიმდებარე ექსკურსიებისთვის 4–5 დღე დაგეგმეთ.
რა ვალუტა მჭირდება კოპენჰაგენში?
დანიური კრონა (DKK). ბარათით გადახდა თითქმის ყველგან შესაძლებელია, მცირე ნაღდი ფული კი ბაზრებისა და ტრანსპორტისთვის გამოგადგებათ.
რამდენია დროის სხვაობა საქართველოსთან?
კოპენჰაგენი საქართველოზე 2 საათით უკან ზაფხულში, 3 საათით — ზამთარში.


