მთავარიავიაკომპანიებიეარ ფრანსი (Air France) საქართველოში: რეისები პარიზში, ბარგი
ავიაბილეთები Avia.ge

მიმართულებები

ეარ ფრანსი (Air France) საქართველოში: რეისები პარიზში, ბარგი

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge

ეარ ფრანსი (Air France) — საფრანგეთი (პარიზი — შარლ დე გოლი); საქართველოში დაფრინავს თბილისის აეროპორტიდან. პარიზის გავლით Air France-ით საფრანგეთის, ევროპისა და ატლანტიკის მიმართულებით გაგრძელება მარტივია. ამ გვერდზე თავმოყრილია მიმართულებები საქართველოდან, ბარგისა და ჩექინის წესები, კონტაქტი და ის, რა უფლებები გაქვთ რეისის დაგვიანების ან გაუქმების შემთხვევაში.

საფრანგეთის ავიაკომპანია Air France ჩამოყალიბდა 1933 წლის 7 ოქტომბერს, ხოლო 2003 წელს ჰოლანდიურ გადამზიდავ კომპანიას KLM-ს შეუერთდა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ Air France KLM Group- ის შვილობილი და SkyTeam გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის დამფუძნებელი წევრია.

ტურისტების საყვარელი ქვეყნის მოწინავე ავიაკომპანია ორასზე მეტი სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდის მფლობელია, რომელსაც აქტიურად იყენებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიის საჰაერო ფლოტში 227 ლაინერია.

მათი მთავარი ბაზა კი პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტია.

ავიაკომპანია Air France ბილეთების შეძენა თითქმის 200 მიმართულებით შეგიძლიათ – ფრენების რუკაზე 20 შიდა და 153  საერთაშორისო ხაზია. 83 ქვეყნის მაშტაბით (მათ შორის საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიებზე)

ავიაკომპანია ახორციელებს, როგორც სამგზავრო, ასევე ტვირთის გადაზიდვის სერცისსაც. 2019 წლის მონაცემებით კი მათი მომსახურებით უკვე  ისარგებლა 46,803,000 მგზავრმა.

Air France-ის ბარგის გადაზიდვის პოლიტიკა

ხელბარგი:

55 x 35 x 25 სმ ზომის ხელბარგის გარდა სახელურებისა და ბორბლების ჩათვლით, სალონში შეგიძლიათ ერთი აქსესუარი აიტანოთ. ეს შეიძლება იყოს ქალის ხელჩანთა, პორტფელი, ლეპტოპი, ფოტოაპარატი ან სხვა ელექტრონული მოწყობილობა. ეკონომ კლასით მოგზაურობისას ყველა ნივთის წონა არ უნდა აღემატობოდეს 12 კგ-ს. სხვა შემთხვევებში, ბორტზე ნებადართულია ორი ხელბარგისა და ერთი აქსესუარის ატანა, რომელთა საერთო წონა 18 კილოგრამამდეა.

Air France – ი 2019 წლიდან აქტიურად ახორცილებს რეისებს თბილისის მიმართულებითაც, რაც მნიშვნელოვანი სიახლეა მათთვის, ვისაც სურს მყუდროდ და კომფორტულად ფრენა.

ეარ ფრანსი -ს რეისზე იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

Air France — მიმართულებები საქართველოდან

ქვემოთ მოცემულია მარშრუტები, რომლებზეც Air France რეგულარულად ან სეზონურად ოპერირებს; თითოეულ გვერდზე ფასების კალენდარი და ალტერნატიული ავიაკომპანიებია:

ბარგი და ჩექინი Air France-ზე

Air France სრული სერვისის ავიაკომპანიაა: საერთაშორისო ეკონომკლასის ბილეთში, როგორც წესი, ხელბარგი და ერთი რეგისტრირებული ბარგი (ხშირად 23 კგ) შედის, თუმცა ყველაზე იაფ „Light“ ტარიფებზე ბარგი ცალკე იყიდება — ჯავშნისას ტარიფის პირობებს ყურადღებით წაიკითხეთ. ონლაინ ჩექინი ფრენამდე 24–48 საათით ადრე იხსნება.

კონტაქტი და ჯავშნის მართვა

ჯავშნის შეცვლა, ბარგის დამატება და ჩექინი Air France-ის ოფიციალურ საიტსა და აპლიკაციაში კეთდება; ქოლ-ცენტრის ნომრები ქვეყნების მიხედვით ავიაკომპანიის „Contact“ გვერდზეა. თუ ბილეთი Tiqets.ge-ს დახმარებით გაქვთ ნაყიდი ან კონსულტაცია გჭირდებათ, დაგვირეკეთ 551 907 907 (ვაიბერიც მუშაობს).

დაგვიანება, გაუქმება და კომპენსაცია

ევროკავშირის აეროპორტიდან გამგზავრებულ ან ევროპული ავიაკომპანიით შესრულებულ რეისებზე EU261 რეგულაცია მოქმედებს — 3 საათზე მეტი დაგვიანების ან გაუქმების შემთხვევაში 250–600 ევრომდე კომპენსაცია შეიძლება გეკუთვნოდეთ. თურქეთის რეისებზე მსგავსი წესები SHY-Passenger რეგულაციით მოქმედებს. დეტალები — ფრენის კომპენსაციის გვერდზე.

ხშირად დასმული კითხვები Air France-ზე

საიდან დაფრინავს Air France საქართველოში?

თბილისის აეროპორტიდან. ტრანზიტული მიმართულებებისთვის ჰაბია საფრანგეთი (პარიზი — შარლ დე გოლი).

შედის თუ არა ბარგი Air France-ის ბილეთში?

სტანდარტულ ეკონომ ტარიფში, როგორც წესი, დიახ; „Light“ ტარიფებზე — არა. შეამოწმეთ ჯავშნისას.

სად შევადარო Air France-ის ბილეთის ფასი სხვა ავიაკომპანიებთან?

Tiqets.ge-ს მიმართულებების გვერდებზე ფასების კალენდარი ყველა ავიაკომპანიას ერთდროულად აჩვენებს.

ბლოგი