მთავარიავიაკომპანიებიეგეოსის ავიახაზები (Aegean) საქართველოში: რეისები ათენში, ბარგი
ავიაბილეთები Avia.ge

მიმართულებები

ეგეოსის ავიახაზები (Aegean) საქართველოში: რეისები ათენში, ბარგი

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge

ეგეოსის ავიახაზები (Aegean Airlines) — საბერძნეთი (ათენი); საქართველოში დაფრინავს თბილისის აეროპორტიდან. ათენის გავლით Aegean-ით საბერძნეთის კუნძულებზე მოსახერხებელი გადაჯდომებია. ამ გვერდზე თავმოყრილია მიმართულებები საქართველოდან, ბარგისა და ჩექინის წესები, კონტაქტი და ის, რა უფლებები გაქვთ რეისის დაგვიანების ან გაუქმების შემთხვევაში.

Aegean Airlines – საბერძნეთის დროშის მქონე ყველაზე დიდი ბერძნული ავიაკომპანია გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის, მომსახურების მიმართულებების რაოდენობისა და ფლოტის ზომის მიხედვით.

აღნიშნული ავიაკომპანია 1987 წელს დაარსდა, თუმცა 1999 წლიდან დაიწყო აქტიური საავიაციო საქმიანობა და მას შემდეგ ყოველწლიურად უფრო და უფრო ფართოვდება. წარმატებული მოღვაწეობის 20 წლიანი გამოცდილება მართლაც რომ ნათელი მაგალითია Aegean Airlines–ის ორგანიზებულობის მაღალი დონისა და მომსახურეობის მაღალი ხარისხის გარანტიის.

ავიაკომპანიამ 2013 წელს წარმატებით შეიძინა  Olympic Air–ის ავიახაზები, რის გამოც საკუთარ მომხმარებლებს ბევრად უფრო დიდი რაოდენობით სთავაზობს კომფორტულ და მოსახერხებელ რეისებს მსოფლიოს უამრავი წერტილის მიმართულებით. კომპანია მუდმივად ცდილობს განვითარებას და მომსახურების დონის დახვეწას, რის ფონზეც ინოვაციებს არ უშინდება.

Aegean Airlines–ის თვითმფრინავები ამჟამად 151–ზე მეტ ლოკაციაზე უზრუნველყოფს მგზავრების გადაფრენას. ამ სიაში შედის 31 ადგილობრივი და 120 საერთაშორისო აეროპორტი 43 ქვეყნის ტერიტორიაზე. აღნიშნული სერვისის უმაღლესი ხარისხით მოსაწოდებლად ავიაკომპანიის ხელმძღვანელები აქტიურად აწარმოებენ საკუთარი სატრანსპორტო ფლოტის განახლებასა და უახლესი მოდელების შეძენას. ამჟამად კი ეგეოსის ავიახაზების საჰაერო ტრანსპორტის რიგებში შედის ჯამში 61 თვითმფრინავი.

როგორც საბერძნეთის წამყვან საჰაერო კორპორაციას, ეგეოსის ავიახაზებს ჯამში 3 ტექნიკური ბაზა აქვს დაარსებული ქვეყნის ტერიტორიაზე. მისი მთავარი ჰაბებია ათენის საერთაშორისო აეროპორტი ათენში, მაკედონიის საერთაშორისო აეროპორტი სალონიკში და ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტი კვიპროსში. ის ასევე იყენებს სხვა საბერძნეთის აეროპორტებს, როგორც ბაზებს, რომელთაგან ზოგიერთი სეზონურია.

Aegean Airlines -ის რეისზე იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

Aegean Airlines — მიმართულებები საქართველოდან

ქვემოთ მოცემულია მარშრუტები, რომლებზეც Aegean Airlines რეგულარულად ან სეზონურად ოპერირებს; თითოეულ გვერდზე ფასების კალენდარი და ალტერნატიული ავიაკომპანიებია:

ბარგი და ჩექინი Aegean Airlines-ზე

Aegean Airlines სრული სერვისის ავიაკომპანიაა: საერთაშორისო ეკონომკლასის ბილეთში, როგორც წესი, ხელბარგი და ერთი რეგისტრირებული ბარგი (ხშირად 23 კგ) შედის, თუმცა ყველაზე იაფ „Light“ ტარიფებზე ბარგი ცალკე იყიდება — ჯავშნისას ტარიფის პირობებს ყურადღებით წაიკითხეთ. ონლაინ ჩექინი ფრენამდე 24–48 საათით ადრე იხსნება.

კონტაქტი და ჯავშნის მართვა

ჯავშნის შეცვლა, ბარგის დამატება და ჩექინი Aegean Airlines-ის ოფიციალურ საიტსა და აპლიკაციაში კეთდება; ქოლ-ცენტრის ნომრები ქვეყნების მიხედვით ავიაკომპანიის „Contact“ გვერდზეა. თუ ბილეთი Tiqets.ge-ს დახმარებით გაქვთ ნაყიდი ან კონსულტაცია გჭირდებათ, დაგვირეკეთ 551 907 907 (ვაიბერიც მუშაობს).

დაგვიანება, გაუქმება და კომპენსაცია

ევროკავშირის აეროპორტიდან გამგზავრებულ ან ევროპული ავიაკომპანიით შესრულებულ რეისებზე EU261 რეგულაცია მოქმედებს — 3 საათზე მეტი დაგვიანების ან გაუქმების შემთხვევაში 250–600 ევრომდე კომპენსაცია შეიძლება გეკუთვნოდეთ. თურქეთის რეისებზე მსგავსი წესები SHY-Passenger რეგულაციით მოქმედებს. დეტალები — ფრენის კომპენსაციის გვერდზე.

ხშირად დასმული კითხვები Aegean Airlines-ზე

საიდან დაფრინავს Aegean Airlines საქართველოში?

თბილისის აეროპორტიდან. ტრანზიტული მიმართულებებისთვის ჰაბია საბერძნეთი (ათენი).

შედის თუ არა ბარგი Aegean Airlines-ის ბილეთში?

სტანდარტულ ეკონომ ტარიფში, როგორც წესი, დიახ; „Light“ ტარიფებზე — არა. შეამოწმეთ ჯავშნისას.

სად შევადარო Aegean Airlines-ის ბილეთის ფასი სხვა ავიაკომპანიებთან?

Tiqets.ge-ს მიმართულებების გვერდებზე ფასების კალენდარი ყველა ავიაკომპანიას ერთდროულად აჩვენებს.

ბლოგი