Fly Nero
Fly Nero

მთავარიბლოგიბერლინის ღირსშესანიშნაობები
ავიაბილეთები Avia.ge

მიმართულებები

ბერლინის ღირსშესანიშნაობები

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge

ბერლინი, გერმანიის დედაქალაქი, გამორჩეულია ისტორიული მნიშვნელობით, თანამედროვე არქიტექტურითა და კულტურული მრავალფეროვნებით. თუ ბერლინში მოგზაურობას გეგმავ, აუცილებლად უნდა მოინახულო შემდეგი ტოპ ღირსშესანიშნაობები:

Brandenburger Tor

ბრანდენბურგის კარიბჭე (Brandenburger Tor)

ბერლინის სიმბოლო, რომელიც ძველი ქალაქის შესასვლელად იყო აგებული. დღეს იგი ერთიანობისა და მშვიდობის სიმბოლოდ ითვლება.

რაიხსტაგი (Reichstag)

გერმანიის პარლამენტის შენობა შუშის გუმბათით, საიდანაც იშლება ბერლინი -ს ულამაზესი ხედი. ვიზიტი უფასოა, მაგრამ წინასწარ დაჯავშნა აუცილებელია.

ბერლინის კედლის მემორიალი (Berlin Wall Memorial & East Side Gallery)

ბერლინის კედლის ფრაგმენტები, რომლებიც დაფარულია მხატვრების მიერ შექმნილი გრაფიტით. ეს ადგილი გვახსენებს გერმანიის გახლეჩილ წარსულს და გაერთიანებას.

ბერლინის კათედრალი (Berliner Dom)

შთამბეჭდავი ბაროკოს სტილის ეკლესია მუზეუმების კუნძულზე. კათედრალის გუმბათიდან მშვენიერი ხედი იშლება ქალაქზე.

მუზეუმების კუნძული (Museumsinsel)

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტი, სადაც თავმოყრილია ბერლინის ყველაზე ცნობილი მუზეუმები: პერგამონის მუზეუმი, Neues Museum და სხვები.

museumsinsel

ჰოლოკოსტის მემორიალი (Memorial to the Murdered Jews of Europe)

შთამბეჭდავი და ემოციური მემორიალი მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ებრაელების პატივსაცემად. შედგება ასიმეტრიული ბეტონის ბლოკების ლაბირინთისგან.

ალექსანდერპლაცი და ტელეანძა (Fernsehturm)

ბერლინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოედანი. აქვე მდებარეობს ტელეანძა, რომლის მწვერვალიდან ქალაქის 360-გრადუსიანი ხედი იშლება.

ქუთაისი ბერლინი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
18 მაისი 202525 მაისი 2025Wizz Airბილეთები 430 - დან
8 ივნისი 202515 ივნისი 2025Wizz Airბილეთები 502 - დან
6 ივლისი 202520 ივლისი 2025Wizz Airბილეთები 928 - დან

შარლოტენბურგის სასახლე (Schloss Charlottenburg)

მშვენიერი ბაროკოს სტილის სასახლე, რომელიც ოდესღაც მეფის რეზიდენცია იყო. მიმდებარე ბაღები და მუზეუმები შესანიშნავია ისტორიისა და არქიტექტურის მოყვარულთათვის.

კურფიურსტენდამი (Kurfürstendamm / Ku’damm)

ბერლინის ცნობილი სავაჭრო ქუჩა, სავსე მაღაზიებით, ბუტიკებითა და კაფეებით. იდეალური ადგილია შოპინგისა და სასეირნოდ.

ტიერი გარტენი (Tiergarten)

ბერლინის ყველაზე დიდი პარკი, იდეალური ბუნებაში სეირნობისთვის. ცენტრში დგას გამარჯვების სვეტი (Siegessäule), საიდანაც ქალაქის ხედი ჩანს.

შეიძინეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

ბლოგი