კანი ადამიანის ყველაზე დიდი ორგანოა, რომელსაც სხეულის დამცველობითი ფუნქცია გააჩნია. დღის განმავლობაში, ის სხვადასხვა სახის ზემოქმედებას განიცდის, რის შედეგადაც ტენიანობას კარგავს, ბუნებრივი ბალანსი ირღვევა და ზედაპირი შრება. იმისთვის, რომ კანის ნაადრევი დაბერება და გამოშრობა თავიდან აიცილოთ, აუცილებელია დამატენიანებლის გამოყენება. სახის კრემი – ავენი ჰიდრანსი თავისი მოქმედების ფორმულის წყალობით, გამორჩეულია. ის კანის ბარიერს იცავს, ამშვიდებს და ტენიანობის შენარჩუნებას ხანგრძლივად უზურნველყოფს.
ავენი დამატენიანებელი განკუთვნილია როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის. კრემი განსაკუთრებით იმ ადამიანებს დაეხმარება, რომელთაც მშრალი, ძალიან მშრალი ან მგრძნობიარე კანი აქვთ. სრულყოფილი შედეგის მისაღებად, ის სისტემატიურად უნდა გამოიყენოთ.
ავენის პროდუქცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი ნდობით სარგებლობს. მას ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ყიდულობს. ეს კი, მისი მაღალი ეფექტურობითაა განპირობებული.
აღსანიშნავია, რომ ავენი, როგორც დერმოკოსმეტიკური ბრენდი, 1990 წელს ოფიციალურად ჩამოყალიბდა. თუმცა, მისი ისტორია მე-18 საუკუნიდან იწყება და საფრანგეთის სამხრეთით არსებულ პატარა ქალაქ ავენს უკავშირდება. არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც 1736 წელს ცხენი, რომელსაც კანის პრობლემა ჰქონდა ავენის წყლით დაბანეს და სრულად განიკურნა. ადგილზე 1743 წელს თერმული აბანოები გაიხსნა, რითაც პატარა ქალაქმა სახელი ჯერ მთელ საფრანგეთში, შემდეგ კი მთელს ევროპაში გაითქვა.
რა უნიკალური შემადგენლობა აქვს ავენის დამატენიანებელს, როგორია მისი შენახვის წესები, სად შეგიძლიათ შეძენა – ამ და სხვა საინტერესო შეკითხვებზე პასუხს ეს სტატია გასცემს.
ავენი ჰიდრანსი – უნიკალური შემადგენლობა
ავენი ჰიდრანსი დამამშვიდებელი და გაღიზიანების საწინააღმდეგო თვისებებით განთქმულ ავენის თერმულ წყალს შეიცავს. ის, თავისი უნიკალური მოქმედების მექანიზმით, მგრძნობიარე კანის ფიზიოლოგიურ ბალანსს იცავს, ასევე, კანის რეაქტიულობას ზრდის და უჯრედების რეზისტენტობას აძლიერებს.
კრემის შემადგენლობაში არსებული ინგრედიენტი ლიპომუცინი ჰიდროლიპიდურ შრეს აღადგენს და ავენის თერმული წყლის უჯრედებში ჩაღწევასა და განაწილებას უზრუნველყოფს. დამატენიანებელს მზისგან დამცავი ფუნქციაც აქვს, SPF 30 UVA/UVB ფილტრებს სწორედ ამ დანიშნულებას ასრულებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ავენი ჰიდრანსი პატენტირებულ ინგრედიენტ მეიობოსერინს (Meioboserine) შეიცავს, რომელიც კანიდან თერმული წყლის აორთქლებას აფერხებს.
სწორედ ამ ინგრედიენტიების ერთობლიობა განაპირობებს, რომ კრემი კანს, მთელი დღის განმავლობაში, ღრმად ატენიანებს; გაღიზიანებას ამშვიდებს; მზის UVA/UVB სხივებისგან იცავს; ელასტიურობასა და სირბილეს ანიჭებს.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ Avène Hydrance სერია ინოვაციური პატენტირებული ფორმულით – Cohederm™ გამოირჩევა. მისი მოქმედების შედეგად, კანის შიგნით პატარა „წყლის რეზუარები“ იქმნება და კანი 24 საათის განმავლობაში ტენიანდება. სწორედ ამიტომ, ავენი დამატენიანებელი ძალიან კარგია იმ ადამიანებისთვის, ვისაც გაღიზიანებული, მშრალი და ძალიან მშრალი კანი აქვთ.
რა აქცევს ავენის დამატენიანებელს გამორჩეულ და სანდო პროდუქტად?
30 წელზე მეტია ავენი დერმატოლოგიური კოსმეტიკას აწარმოებს. ამ ხნის განმავლობაში, პროდუქციაზე არაერთი კვლევა ჩატარდა, რითაც მათი ეფექტურობა დადასტურდა. სხვა ბევრ მიზეზთან ერთად, ესეც ერთ-ერთი ფაქტორია, რის გამოც ავენი უამრავი ადამიანის არჩევანია.
ავენი დამატენიანებელი სახის კანზე რამდენიმე მეთოდით ზრუნავს და გამორჩეულიც სწორედ ამის გამოა. კერძოდ, გააჩნია: მზისგან დამცავი ფუნქცია – SPF 30, ღრმა დატენიანება და Cohederm™ კომპლექსი, აქვს ჰიპოალერგიული და არაკომედოგენური ფორმულა, გამოირჩევა დამამშვიდებელი და დამარბილებელი ეფექტით.
ავენი ჰიდრანსი – შენახვის წესები
იმისთვის, რომ ავენი ჰიდრანსის ეფექტურობა და სტრუქტურა შეინარჩუნოთ, მნიშვნელოვანია, შენახვისას წესების დაცვა.
სახის კრემი სიგრილეში, მშრალ ადგილას, 15°C-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე შეინახეთ. არ მოათავსოთ მაცივარში ან მზის პირდაპირი სხივების ქვეშ. მაღალმა ტემპერატურამ ან სინათლემ შეიძლება UV ფილტრები და აქტიური ინგრედიენტები დააზიანოს.
კრემი მაღალ ტენიანობას მოარიდეთ. მაგალითად, არ შეინახოთ ისეთ ადგილას, როგორიც აბაზანის თაროებია. ამან შეიძლება მისი ტექსტურა შეცვალოს.
აუცილებელია, რომ ყოველი გამოყენების შემდეგ, თავსახური მჭიდროდ დაახუროთ, რათა ჰაერმა შიგნით არ შეაღწიოს. ასე დამატენიანებლის ფორმულას დაიცავთ.
ასევე, შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის თარიღი – EXP შეამოწმეთ ხოლმე. დამატენიანებლის გახსნის შემდეგ კი, სასურველია პროდუქტი 12 თვის განმავლობაში გამოიყენოთ. ამაზე მიუთითებს PAO სიმბოლო „12M“.
აღარ გამოიყენოთ კრემი, თუ მისი ფერი, სუნი ან ტექსტურა შეიცვალა. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ პროდუქტი ჰაერთან კონტაქტის შედეგად დაზიანდა.
ავენი დამატენიანებელი – ფასი და ხელმისაწვდომობა
საქართველოში სახის კრემის ღირებულება, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, შესაძლოა ცვალებადი იყოს. სწორედ ამიტომ, ზუსტი ფასის თქმა რთულია. ავენის პროდუქცია ჯიპისიშია ხელმისაწვდომი. მათი შეძენა როგორც ვებ გვერდიდან, ისე აფთიაქში მისვლით შეგიძლიათ. აღსანიშნავია, რომ სააფთიაქო ქსელი საზოგადოებას სხვადასხვა ფასდაკლებას ხშირათ სთავაზობს ხოლმე, ამიტომაც ვებ გვერდი რეგულარულად შეამოწმეთ.


