Fly Nero
Fly Nero

მთავარიპოპულარული მიმართულებებითბილისი ანტალია ავიაბილეთები / antalia
ავიაბილეთები Avia.ge

მიმართულებები

თბილისი ანტალია ავიაბილეთები / antalia

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge

ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ანტალია ულამაზესი ქალაქია, სადაც უამრავი რამ არის სანახავი და გასაკეთებელი. ეს თურქული რივიერა ცნობილია, როგორც ფირუზის სანაპირო. მას აუცილებლად უნდა ეწვიოთ მშვენიერი პლაჟების, ისტორიული ღირშესანიშნაობების სიმრავლისთვის და ქალაქგარეთ მოფენილი ჯადოსნური ჩანჩქერებისთვის, რათა თქვენი მოგზაურობა ფანტასტიკური და დაუვიწყარი მოგონებებით დატვირთოთ და ისიამოვნოთ ყოველი გატარებული დღითა და ღამით.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს თბილისი ანტალია მიმართულებით?

თბილისის აეროპორტი -დან პირდაპირ ფრენებს თურქული ავიაკომპანია პეგასუსი გვთავაზობს, რომელიც უმოკლეს დროში მოგახვედრებთ დანიშნულების ადგილზე.

ფრენებს ერთი გადაჯდომით კი, ასევე თურქული ავიაკომპანია – Turkish Airlines -ი ახორციელებს, რომელიც საბიჰა გოგჩენის აეროპორტის გავლით მოგახვედრებთ ანტალიაში.

თბილისიდან ანტალიაში გამგზავრება ასევე თურქულ-გერმანული ავიაკომპანიის Sun Express -ის მეშვეობით შეგიძლიათ, რომელიც იზმირის გავლით ჩაგაფრენთ ანტალიის აეროპორტში.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა თბილისი ანტალია ს მიმართულებით?

აღნიშნული მიმართულებით Pegasus -ის პირდაპირი ფრენის ხანგრძლივობა 2 საათი და 20 წუთია. რაც შეეხება ერთი გადაჯდომით რეისებს, ფრენის სრული ხანგრძლივობა 6-8 საათია.

თუ ფიქრობთ, რომ ავიაბილეთები ერთი გადაჯდომით ფრენაზე შეიძინოთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ის მინიმალური დრო, რაც აეროპორტში ყველა პროცედურის მშვიდად გავლისათვის დაგჭირდებათ. ეს პერიოდი მინიმუმ 2 საათს უნდა მოიცავდეს, რათა აჩქარების გარეშე მოახერხოთ მეორე ფრენაზე მოხვედრა.

თბილისი ანტალია

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
23 ნოემბერი 202426 ნოემბერი 2024Pegasus Airlinesბილეთები 400 - დან
9 დეკემბერი 202415 დეკემბერი 2024Pegasus Airlinesბილეთები 397 - დან
8 იანვარი 202514 იანვარი 2025Pegasus Airlinesბილეთები 333 - დან
10 თებერვალი 202516 თებერვალი 2025Pegasus Airlinesბილეთები 351 - დან

 

რა უნდა მოინახულოთ ანტალიაში?

  • პერგეს სტადიონი 

ანტალიის მიმდებარე სოფლები ულამაზესი და ისტორიულად მნიშვნელოვანი ძეგლების კერაა. მათი მონახულება თქვენი სიის პირველ ადგილზე უნდა იყოს.

პერგეს ნანგრევები, მცირე აზიის რეგიონის პამფილია სეკუნდას ყოფილი დედაქალაქი,  რომაული არქიტექტურის წარმოუდგენელი მაგალითია, რომელიც შემორჩენილია ამ მხარეში. უმეტესობა აქ წარმოუდგენლად დიდი თეატრისა და ორი უჩვეულო კარიბჭის კოშკის სანახავად მოდის, რომლებიც ოდესღაც ქალაქზე მისასვლელს აკონტროლებდნენ, თუმცა ეს მასიური სტადიონი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდია და საუკეთესოდაა შემონახული ნამდვილად პირველია, რაც აქ უნდა ნახოთ. იგი შექმნილია 15000-მდე მაყურებლის მოსათავსებლად ეტლების რბოლის საყურებლად.

  • უძველესი ქალაქი ასპენდოსი

ანტალიიდან დაახლოებით 40 კილომეტრში, უძველესი ქალაქ ასპენდოსის ნაშთები კიდევ ერთი შესანიშნავი ადგილია მოსანახულებლად. ყველაზე წარმოუდგენელი სანახაობაა თეატრი, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვით 160-180 წლებით თარიღდება და მსოფლიოში ყველაზე კარგად შემონახული ამ ტიპის თეატრია.

ცოტა მოშორებით თქვენ ასევე შეგიძლიათ თვალი შეავლოთ თვალწარმტაც აკვედუქებს, რომლებიც ოდესღაც ახლომდებარე მთებიდან ქალაქს წყლით ამარაგებდა.

  • ჩანჩქერები

ნავით გასეირნება ანტალიის სანაპიროზე საუკეთესო გზაა რეგიონის ყველაზე პოპულარულ ბუნებრივ ღირსშესანიშნაობამდე – დუდენის ჩანჩქერებამდე მისასვლელად. ეს არის ორი შთამბეჭდავი ჩანჩქერი, რომელიც ჩაედინება ხმელთაშუა ზღვაში. გირჩევთ, ბუნების ეს თვალწარმტაცი ხედები აუცილებლად მოინახულოთ!

  • კალეიჩი – ანტალიის ძველი ქალაქი

ანტალიის ძველი ქალაქი კარგად არის შემონახული და ქმნის შესანიშნავ დასვენებულ ადგილს მთელი დღის მანძილზე. რომაული ნანგრევები ელეგანტურ მეჩეთებთან ერთად, შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის. ერთ-ერთი გამორჩეული მეჩეთი იივლი მინარეს მეჩეთია.

  • სადილი ძველი ნავსადგურის ხედით

თურქული სამზარეულოსა და ანტალიის ყველაზე განსაცვიფრებელი სანახაობის გასაცნობად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ვახშამი მისი უძველესი ნავსადგურის ხედით.

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები თბილისი ანტალია მიმართულებით?

  • შეიძინეთ ავიაბილეთები 1.5-2 თვით ადრე.
  • შეიძინეთ ორმხრივი გზის ავიაბილეთები ერთდროულად.
  • ისარგებლეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიით.
  • სამოგზაუროდ წაიღეთ მხოლოდ ხელბარგი.
  • მოგზაურობა დაამთხვიეთ არასეზონურ პერიოდს.

tbilisi antalia -ს მიმართულებით ავიაბილეთების იაფად შეძენა ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, ძალიან  მარტივადაა შესაძლებელი. საჭიროა მხოლოდ ჩვენს საძიებო სისტემაში გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილს არჩევა, მოგზაურობისათვის სასურველ თარიღებს მითითება და სულ ეს არის. რამდენიმე წამში კი აპლიკაცია შემოგთავაზებთ ყველა მოქმედი ავიაკომპანიისა თუ სააგენტოს პირდაპირ და ტრანზიტულ რეისებს, რაც გაგიმარტივებთ თვალი გადაავლოთ ყველა არსებულ ვარიანტს, თანაც ერთ სივრცეში და აარჩიოთ თქვენთვის სასურველი თარიღებისა და ფასების მიხედვით. 

თბილისიდან ანტალიის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

ბლოგი