სტამბოლი — ზოგადი ინფორმაცია
- სტატუსი: თურქეთის უდიდესი ქალაქი ორ კონტინენტზე
- მოსახლეობა: დაახლოებით 15.7 მილიონი
- ენა: თურქული
- ვალუტა: თურქული ლირა (TRY)
- დროის სხვაობა: საქართველოზე 1 საათით უკან მთელი წლის განმავლობაში
- აეროპორტი: სტამბოლის აეროპორტი (IST) და საბიჰა გოქჩენი (SAW)
სტამბოლი – ქალაქი, სადაც ორი კონტინენტი ერთმანეთს ხვდება და აღმოსავლეთი დასავლეთს ერწყმის. თურქეთის კულტურული და ისტორიული დედაქალაქი საუკუნეების მანძილზე იყო ბიზანტიის, რომის და ოსმალეთის იმპერიების ცენტრი. სტამბოლი დღესაც ინარჩუნებს იმპერატორების ქალაქის დიდებას – მუზეუმებით, მეჩეთებით, ბაზრებითა და უბნებით, რომლებიც თავიანთი მრავალფეროვნებით მოგზაურებს მოჯადოებას ჰპირდებიან. წარმოგიდგენთ სტამბოლის ყველაზე გამორჩეულ ღირსშესანიშნაობებს.

1. აია სოფია (Hagia Sophia)
ბიზანტიური არქიტექტურის შედევრი, რომელიც მეჩეთიდან მუზეუმად, შემდეგ ისევ მეჩეთად გადაკეთდა. მისი მასიური გუმბათი, მოზაიკური ფრესკები და საუკუნეების ისტორია სტამბოლის ნამდვილი სულიერი სიმბოლოა.
2. სულთანაჰმედის მეჩეთი (Blue Mosque)
აია სოფიას მოპირდაპირე მხარეს მდებარე ლურჯი მეჩეთი, ცნობილი თავისი ექვსი მინარეთით და შიდა სივრცეში განთავსებული 20,000-მდე ლურჯი კაფელით. იგი ჯერ კიდევ მოქმედი მეჩეთია და ღიაა ვიზიტორებისთვის.
3. ტოპკაფის სასახლე (Topkapi Palace)
ოსმალეთის სულთნების ყოფილი რეზიდენცია Topkapı Palace , სადაც შეგიძლიათ იხილოთ მათგან დატოვებული საგანძურები, რელიგიური რელიქვიები და ოსმალური ყოფის ამსახველი დეტალები. სასახლეს ულამაზესი ხედები აქვს ბოსფორის სრუტეზე.
4. ბოსფორის კრუიზი
სტამბოლში ყოფნისას აუცილებელია ბოსფორის სრუტეზე კრუიზი. ეს ტური საშუალებას გაძლევთ ერთდროულად იხილოთ ევროპის და აზიის სანაპიროები, ისტორიული სასახლეები, მეჩეთები და ვილები.
5. გრანდ ბაზარი და მიშირლის ბაზარი (Grand Bazaar & Spice Bazaar)
ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე დიდი დახურული ბაზარი მსოფლიოში. აქ შეხვდებით ხელნაკეთ თექას, სანელებლებს, იატაკის ხალიჩებს, სამკაულებსა და მრავალი სახის სუვენირს. სანელებლების ბაზარი კი არომატებისა და ფერების მოჯადოებულ სამყაროს წარმოადგენს.
6. გალათას კოშკი (Galata Tower)
სტამბოლის ისტორიული ხედების დასათვალიერებლად იდეალური ადგილია. გალათას კოშკი შუასაუკუნეების ნაგებობაა, საიდანაც სტამბოლის ულამაზესი პანორამა იშლება.
7. დოლმაბაჰჩეს სასახლე (Dolmabahçe Palace)

XIX საუკუნეში აშენებული ფუფუნების სასახლე, რომელიც ევროპულ სტილშია გაფორმებული და ოსმალეთის ბოლო სულთნების რეზიდენციას წარმოადგენდა. მის შიგნით ბრწყინვალე ჭაღები და ბაროკოს სტილში მორთული დარბაზებია.
სტამბოლი ქალაქია, რომელიც წარსულის დიდებასა და თანამედროვე სიცოცხლეს აერთიანებს. აქ თითოეულ ქუჩას, ქვაფენილსა და ბაზარს თავისი ისტორია აქვს. ვიზიტორებს ელით კულტურული აღმოჩენები, გემრიელი თურქული სამზარეულო, მრავალფეროვანი მუზეუმები და ულამაზესი ხედები.
შეიძინეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.
როგორ ჩავიდეთ სტამბოლში საქართველოდან
სტამბოლში ჩასაფრენად თბილისის, ქუთაისის ან ბათუმის აეროპორტიდან შეგიძლიათ გაფრინდეთ — ქუთაისიდან, როგორც წესი, დაბალბიუჯეტიანი Wizz Air-ის რეისები ყველაზე იაფია, თბილისიდან კი მეტი ავიაკომპანია და მოსახერხებელი დროებია. ფასები თვეების მიხედვით და ავიაკომპანიები თითოეული მარშრუტის გვერდზეა:
- სტამბოლი ბათუმი ავიაბილეთები
- ბათუმი სტამბოლი ავიაბილეთები
- სტამბოლი ქუთაისი ავიაბილეთები
- ქუთაისი სტამბოლი ავიაბილეთები
- სტამბოლი თბილისი ავიაბილეთები
ბილეთის ფასების შედარება ყველა ავიაკომპანიაზე ერთდროულად — Tiqets.ge-ს მთავარ გვერდზე, კონსულტაცია — 551 907 907.
ხშირად დასმული კითხვები სტამბოლის შესახებ
რამდენი დღე სჭირდება სტამბოლის მთავარი ღირსშესანიშნაობების ნახვას?
ძირითადი ადგილებისთვის 2–3 სრული დღე საკმარისია; მუზეუმებისა და მიმდებარე ექსკურსიებისთვის 4–5 დღე დაგეგმეთ.
რა ვალუტა მჭირდება სტამბოლში?
თურქული ლირა (TRY). ბარათით გადახდა თითქმის ყველგან შესაძლებელია, მცირე ნაღდი ფული კი ბაზრებისა და ტრანსპორტისთვის გამოგადგებათ.
რამდენია დროის სხვაობა საქართველოსთან?
სტამბოლი საქართველოზე 1 საათით უკან მთელი წლის განმავლობაში.


