Fly Nero
Fly Nero

მთავარიავიაკომპანიებიFlyArystan ყაზახეთის ავიახაზები
ავიაბილეთები Avia.ge

მიმართულებები

FlyArystan ყაზახეთის ავიახაზები

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge

FlyArystan არის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც 2018 წელს ყაზახეთში, ალმათიში დაარსდა და არის ქვეყნის წამყვანი ავიაკომპანიის – Air Astana-ს სრულ საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანია. ავიაკომპანიის მთავარი ცენტრი ალმათის საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს. ფლაიარისტანმა ავიაბილეთების გაყიდვა 2019 წლის მარტიდან დაიწყო, ხოლო პირველი ფრენა 1 მაისს, ალმათიდან ნურ-სულთანის აეროპორტებს შორის განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ნოემბერში FlyArystan -ი 4 ვარსკვლავიან ავიაკომპანიაად იქნა აღიარებული SkyTrax-ის მიერ.

მიმართულებები

ავიაკომპანია ფრენებს ახორციელებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მიმართულებით, რომელიც ჯამში 30-მდე ქალაქს მოიცავს საქართველოში, თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ინდოეთში, უზბეკეთში, ყირგიეთსა და თავდ ყაზახეთში.

შიდა მიმართულებები მოიცავს აქტაუს, აქტობეს, ალმათს, ატირაუს, ნურ-სულთანს, შიმკენტს, კოკშეტაუს, კოსტანაის, კიზილორდას, ყარაგანდას, ორალს, ოსკემენს, პავლოდარს, პეტროპავლს, სემეის.

საქართველოდან პირდაპირ ფრენებს ქუთაისის აეროპორტიდან ატირაუს, აქტაუს, ასტანასა და შიმკენტის მიმართულებით გვთავაზობს. პირველი ფრენა კი მან ქუთაისიდან 2022 წლის 15 ივნისს განახორციელა.

FlyArystan ფლოტი

ავიაკომაპანიის ფლოტი Airbus A320 თვითმფრინავებისგან შედგება და მოიცავს Airbus A320 Neo-სა და Airbus A320-200-ს, რომელთა რაოდენოდა ჯამში 16-ს შეადგენს და მათი საშუალო ასაკი 6.5 წელს უდრის.

როგორც უკვე აღინიშნა, ეს არის ცენტრალური აზიის წამყვანი ავიაკომპანიის Air Astana-ს შვილობილი კომპანია და სწორედ მისგან იღებს იგი ყველა სახის უსაფრთხოების, ტექნიკური, სასწავლო, სისტემებისა და სერვისების მხარდაჭერას.

ინფორმაცია ბარგის შესახებ

  • ხელბარგი

ყველა მგზავრს უფლება აქვს თან იქონიოს ერთი ერთეული ხელბარგი, რომლის წონა 5 კგ-ია, ხოლო ზომა – 56x23x36 სმ. ასევე, შესაძლებელია ფასიანი ხელბარგის დამატება, რომლის წონა 10 კგ-მდე უნდა იყოს, ხოლო ზომა – 56x23x36 სმ.

დადგენილი ზომების დაცვით, ხელბარგი მისი ყველა კომპონენტით (ბორბლები, სახელურები და ა.შ) თავისუფლად უნდა მოთავსდეს სტანდარტიზატორში, ხოლო სალონში ბარგი თაროზე, მგზავრის სავარძლის ზემოთ ან მგზავრის წინ სავარძლის ქვეშ უნდა განთავსდეს.

ჩასაბარებელი ბარგი:

ჩასაბარებელი ბარგის დასაშვები მაქსიმალური წონა ერთ ერთეულზე 32 კგ-ია. მისი ზომების ჯამი კი სამივე განზომილებაში (სიმაღლე, სიგანე, სიგრძე) 158 სმ. ბარგის რაოდენობაზე შეზღუდვა არ არის, თუმცა, 1 მგზავრს შეუძლია მაქსიმუმ 60 კგ ბარგის შეძენა.

FlyArystan-ის ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

ბლოგი