მთავარიაეროპორტებიბათუმის საერთაშორისო აეროპორტი (BUS): ფრენები, ტრანსფერი, სერვისები
ავიაბილეთები Avia.ge

მიმართულებები

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი (BUS): ფრენები, ტრანსფერი, სერვისები

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge

ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი (BUS) აჭარის საჰაერო კარიბჭეა და საქართველოს ერთადერთი აეროპორტი, რომელიც პრაქტიკულად ქალაქის შიგნით მდებარეობს — ცენტრიდან სულ 2–3 კილომეტრში, თურქეთის საზღვრის სიახლოვეს. ზაფხულის სეზონზე აქ მგზავრთა ნაკადი მკვეთრად იზრდება: სტამბოლის, ანტალიისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით რეისებს კურორტული ჩარტერებიც ემატება. ამ გვერდზე ნახავთ ტრანსფერის ვარიანტებს, სერვისებს, ავიაკომპანიებს და ყველა მიმართულებას ბათუმიდან.

როგორ მივიდეთ ბათუმის აეროპორტში

ავტობუსი. აეროპორტი ქალაქის მუნიციპალური ავტობუსის მარშრუტზეა — ცენტრიდან 15–25 წუთი, სტანდარტული ტარიფით. ტაქსი ცენტრიდან 10–15 წუთს მოითხოვს და 10–20 ლარი ღირს — აპლიკაციით გამოძახება უფრო იაფია. ქობულეთიდან და სარფის საზღვრიდან აეროპორტამდე 20–30 წუთია. თურქეთიდან ჩამომსვლელებისთვის აეროპორტი მოსახერხებელია სარფის სასაზღვრო პუნქტის სიახლოვის გამო — ხოფადან და არტვინიდან რეგულარული ტრანსფერები დადის.

ტერმინალი და სერვისები

ტერმინალი კომპაქტურია და ერთ დონეზე ემსახურება საერთაშორისო და შიდა რეისებს (თბილისი–ბათუმი ფრენები დღეში რამდენჯერმე სრულდება). ტერმინალში არის კაფე, Duty Free, ვალუტის გადამცვლელი, ბანკომატი, უფასო Wi-Fi და პარკინგი ტერმინალის წინ. რიგები საზაფხულო სეზონზე იზრდება — საერთაშორისო რეისზე 2 საათით ადრე მისვლა რეკომენდებულია.

ავიაკომპანიები ბათუმის აეროპორტში

ბათუმიდან რეგულარულად და სეზონურად დაფრინავენ: Turkish Airlines, Pegasus, Georgian Airways, flydubai, AZAL, SunExpress, airBaltic და სხვები; ისრაელისა და ევროპის მიმართულებით ზაფხულში ჩარტერული რეისებიც ემატება. ევროპული დაბალბიუჯეტიანი ფრენებისთვის უახლოესი ალტერნატივა ქუთაისის აეროპორტია (ბათუმიდან 2–2.5 საათი).

აეროპორტის ისტორია და ზოგადი ინფორმაცია


ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ალექსანდრე ქართველის სახელობისაა. მდებარეობს ბათუმის სამხრეთით. ასაფრენ-დასაფრენი ზოლი წარმოდგენილია ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე. აეროპორტი ფუნქციონირებს 2007 წლიდან და ის შ.პ.ს. TAV Urban Georgia-ს მმართველობაში იმყოფება.

2021 წლის მარტში აეროპორტს ახალი ტერმინალი დაემატა და დღეისთვის 1 000 000-ზე მეტი მგზავრის მომსახურება შეუძლია.

ბატუმის აეროპორტი - ასაფრენ-დასაფრენი ზოლი

რეგისტრაცია ბათუმის აეროპორტში

რეკომენდირებულია რომ მგზავრებმა საერთაშორისო რეისის შესრულებამდე 2 საათით ადრე გაიარონ რეგისტრაცია, ხოლო ადგილობრივი რეისისთვის – 1,5 სთ ადრე.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას

ტაქსი – ტაქსის მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია აეროპორტიდან გამოსვლისთანავე, ქალაქის ცენტრამდე დაგჭირდებათ დაახლოებით 15 წუთი.

ავტობუსი – გაჩერება მდებარეობს ტერმინალის წინ, ავტობუსით ქალაქის ცენტრამდე მგზავრობას დაახლოებით 20 წუთი სჭირდება.

პარკირება – ბათუმის აეროპორტში პარკირება 100 ავტომანქანაზეა გათვლილი. ის სრულად არის აღჭურვილი მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად. გაითვალისწინეთ, პარკირება ფასიანია.

ბანკები და ბანკომატები

ბათუმის აეროპორტში შეხვდებით საქართველოს ბანკს და ბაკ რესპუბლიკას სერვისცენტრებს. ისინი განთავსებულია გამგზავრების დარბაზში.

კვება და მაღაზიები

ბათუმის აეროპორტი მგზავრებს სთავაზობს მრავალფეროვან საკვებდა და სასმელს, რომლითაც კაფე კანტინი უმასპინძლდება . კაფე მდებარეობს გამგზავრების დარბაზში.

რაც შეეხება სავაჭრო ობიექტებს, აქ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც სუვენირები, ასევე საჩუქრებიც თქვენი ახლობლებისთვის.

კვება და მაღაზიები ბათუმის აეროპორტში

აეროპორტში არის “პრაიმკლას” დარბაზი

პრაიმკლას დარბაზი მდებარეობს პირველ სართულზე, მარჯვენა მხარეს. გათვლილია 60 ადამიანზე. იქ შეგიძლიათ გაეცნოთ ჟურნალ-გაზეთებს, უყუროთ ტელევიზორს, დააგემოვნოთ ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, წაიხემსოთ.

ამ მომსახურებით სარგებლობა ფასიანია. შეღავათებით სარგებლობენ ჩვილები და ბავშვები.

მოსაცდელი დარბაზი

რომელი ავიაკომპანიები დაფრინავენ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი – დან?

ბათუმის აეროპორტს გახსნის დღიდან მხოლოდ ხუთი ავიაკომპანია ემსახურებოდა, ახლა კი მისი რიცხხვი საგრძნობლად გაიზარდა. არის ისეთი ავიაკომპანიებიც, რომლებიც მხოლოდ სეზონურად ემსახურებიან აეროპორტს.

ავიაკომპანიების არასრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება: Belavia ; Fly Dubai ; Turkish Airlines, Ural Airlines, Georgian Airways, Air Arabia, Red Wings და სხვ.

ბათუმის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენები სრულდება:

  • ბათუმი – სტამბოლის მიმართულებით
  • ბათუმი – კიევის მიმართულებით
  • ბათუმი – ხარკოვის მიმართულებით
  • ბათუმი – ერევანის მიმართულებით
  • ბათუმი – თეირანის მიმართულებით

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი რეაგირებას ახდენს დაკარგულ, ნაპოვნ ან/და დაზიანებულ ნივთებზე

ჩამოფრენის დარბაზში განთავსებულია პუნქტი, სადაც შეძლებთ დაკარგულ ან დაზიანებულ ნივთებზე ინფორნაციის მიღებას, ისინი ოპერატიუალ მოახდენენ რეაგირებას თქვენს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე და გაგიწევენ დახმარებას.

საინფორმაციო ბიურო

საინფორმაციო ბიურო მდებარეობს გამგზავრების დარბაზში და მგზავრებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება. აწვდიან ინფრომაციას სერვისებზე, ავიარეისებზე და სხვადასხვა საკითხებზე.

ბატუმის აეროპორტიდან იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

ყველა მიმართულება ბათუმიდან

ხშირად დასმული კითხვები ბათუმის აეროპორტზე

რა კოდი აქვს ბათუმის აეროპორტს?

IATA — BUS, ICAO — UGSB.

რამდენად შორს არის აეროპორტი ბათუმის ცენტრიდან?

დაახლოებით 2–3 კილომეტრი — ტაქსით 10–15 წუთი, ავტობუსით 15–25 წუთი.

დაფრინავს თუ არა ვიზიარი ბათუმიდან?

Wizz Air-ის საქართველოს ბაზა ქუთაისის აეროპორტია. ბათუმიდან ევროპაში პირდაპირი დაბალბიუჯეტიანი რეისები შეზღუდულია — შეადარეთ ბათუმიდან და ქუთაისიდან გამგზავრების ფასები ერთად.

სად შევადარო ბილეთების ფასები ბათუმიდან?

Tiqets.ge-ს მიმართულებების გვერდებზე ფასების კალენდარია; კონსულტაცია — 551 907 907.

ბლოგი