თუ გადაწყვიტეთ დაუვიწყარი ზაფხული მოიწყოთ და დაისვენოთ მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში, მაშინ, გირჩევთ არჩევნაი შეაჩეროთ ქუთაისი რომი ს მიმართულებაზე. აქ ნამდვილად შეძლებთ დაივიწყოთ ყოველდღიურობა და დატკბეთ ქალაქის ისტორიით, კულტურით, ღირსშესანიშნაობებითა და, რა თქმა უნდა, კერძებით.
იტალიის დედაქალაქი რომი, ტურისტებისათვის საყვარელი ქალაქია. მას სხვაგვარად ქალაქ-მუზეუმსაც უწოდებენ. ამ ქალაქის მონახულება წლის ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ. რომი ყოველთვის მზადაა განაცვიფროს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩასული მოგზაურები. თუ გეგმავთ, რომ ერთ-ერთი მათგანი თქვენც იყოთ, მაშინ ჩვენ დაგეხმარებით იაფი ავიაბილეთების შერჩევაში.
რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს ქუთაისიდან რომის მიმართულებით?
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან რომის მიმართულებით, კერძოდ ფიუმიჩინოს ეროპორტში, პირდაპირ ფრენებს ასრულებს უნგრული ავიაკომპანია Wizz Air -ი. ავიაკომპანია საკმაოდ პოპულარულია მაღალი ხარისხისა და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების გამო.
რა უნდა გავითვალისწინოთ ავიაბილეთების შეძენისას?
რეისის გაუქმება ან თარიღის ცვლილება ხდება ავიაკომპანია Wizz Air-ის წესების მიხედვით.
მაგალითად, თუ გაქვთ დაჯავშნილი ცალმხრივი ავიაბილეთი, გაუქმება ხდება ფრენამდე 3 საათით ადრე. თუ გაქვთ დაჯავშნილი ორივე გზის ავიაბილეთი, გაუქმება უნდა მოხდეს პირველი რეისის შესრულებამდე 3 საათით ადრე. გაითვალისწინეთ, რომ მსგავს შემთხვევაში, მოგიწევთ გადასახადის გადახდა. მოსაკრებლის რაოდენობა კი ფრენამდე დარჩენილი დღეების რაოდენობაზეა დამოკიდებული.
თუ გსურთ თარიღის შეცვლა, ეს პროცედურაც უნდა მოხდეს ფრენამდე 3 საათით ადრე, მოსაკრებლის ღირებულება კი მერყეობს 32€-დან 42€-მდე თითო მგზავრზე და რეისზე.
როდისაა ავიაბილეთების ფასი ყველაზე ხელმისაწვდომი ქუთაისი რომი ს მიმართულებით?
ამ მხრივ ჩვენ გირჩევთ:
- ავიაბილეთები შეიძინოთ 45-60 დღით ადრე
- გასამგზავრებლად შეარჩიეთ შუა კვირა, მაგალითად სამშაბათი. ამ პერიოდში, ფრენებზე მოთხოვნა ნაკლებია და ფასებიც, შესაბამისად, დაბალი.
- კარგი იქნება, თუ ორივე გზის ავიაბილეთებს შეიძენთ ერთდროულად. ამ შემთხვევაში, თქვენ ყველაზე კარგი შემოთავაზების მფლობელი გახდებით ავიაკომპანიებისა და სააგენტოების მხრიდან.
- გაითვალისწინეთ, რომ ფასზე დღის მონაკვეთიც ახდენს გავლენას. თუ თქვენ შეძლებთ ცოტა ხნით უარი თქვათ კომფორტზე და შეიძენთ ავიაბილეთს დილის რეისზე, მაშინ შუადღის და საღამოს რეისებთან შედარებით, დაბალ ფასად შეძლებთ მათ შეძენას.