Wizz Air უნგრული ავიაკომპანიაა, რომლეიც 2003 წელს დაარსდა. სათაო ოფისი მდებარაობს ბუდაპეშტში, ფერენც ლისტის საერთაშორისო აეროპორტში.
პირველი ფრენა მან 2004 წლის მაისში განახორციელა და მას შემდეგ ავიაკომპანია საგრძნობლად გაიზარდა. ის დღესდღეობით 35-მდე რეგიონში ოპერირებს. საქართველოში კი პირველი რეისი 2012 წელს შეასრულა ქუთაისის აეროპორტიდან.
Wizz Air ფლობს რამდენიმე შვილობილ კომპანიას: Wizz Air Bulgaria, Wizz Air Ukraine და Wizz Air Serbia.
კომპანია ძირითადად დაფრინავს ევროპის და არაბეთის გაერთიანებული საემიროების მიმართულებით და იყენებს ქვეყნის პატარა აეროპორტებს. ვიზიართან თანამშრომლობის სურვილს ბევრი აეროპორტი გამოთქვამს, რადგან ის ხელმისაწვდომი და მაღალ ხარისხზე გათვლილი კომპანიაა.
Wizz Air Georgia -ს ტრანზიტული რეისები არ აქვს, ის პირდაპირ ფრენებს ასრულებს ბერლინის, ბუქარესტის, ბარსელონას, მილანის, ათენის და სხვა ევროპის ქვეყნების მიმართულებით. ავიაბილეთების ფასი განსხვავებულია, გააჩნია მიმართულებას და სეზონს, თუმცა თუ გსურთ რომ შედარებით ბიუჯეტურ ფასად შეიძინოთ ავიაბილეთები, მაშინ გირჩევთ რომ დაახლოებით 2 თვით ადრე იყიდოთ ან დაჯავშნოთ.
რაც შეეხება ბარგს, ვიზიარი ს ყველა მგზავრს უფლება აქვს თან იქონიოს:
უფასო ხელბარგი ბორტზე – არ უნდა აღემატებოდეს 10კგ-ს. ზომა 40×30×20 სმ, რომელიც უნდა მოთავსდეს სავარძლის ქვეშ. თუ ზომა გადააჭარბებს მითითებულს, მაშინ თქვენ აეროპორტში მოგიწევთ ზედმეტი ზომის მოსაკრებლის გადახდა.
საგორებელი ჩანთა ბორტზე – არ უნდა აღემატებოდეს 10კგ-ს. ზომა 55×40×23 სმ.
ფასიანი რეგისტრირებული ბარგი – 10 კგ, 20 კგ ან 32 კგ. ზომა 149×119×171 სმ. ასეთი ბარგის ქონა შეგიძლიათ 6 ერთეულის, თუმცა მათგან მხოლოდ 3-ის შეძენა შეგიძლიათ ონლაინ, ხოლო დანარჩენის შეძენა უკვე აეროპორტში ხდება.
რისი ატანა შეგიძლიათ დამატებით და უფასოდ ბორტზე?
- ქურთუკი, პალტო ან პლედი.
- წიგნი ან რაიმე საკითხავი მასალა.
- მობილური ტელეფონი.
- სითხე, მაქს. 100 მლ რომელიც მოთავსებული უნდა იყოს 20×20 სმ-იან კონტეინერში.
- შშმ პირებისთვის ყავარჯენი
- 2 წლამდე ბავშვებისთვის: საკვები, რომლის რაოდენობაც საკმარისი იქნება მხოლოდ ფრენის პერიოდში, ასევე დასაკეცი საბავშვო ეტლი ან პორტატული საწოლი, რომელიც შეგიძლიატ მიიტანოთ თვითმფრინავის კარამდე ან ტრაპამდე.
ელექტრონული მოწყობილობები ვიზიარი ს ბორტზე
- ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობის, ეს იქნება მობილური, პლანშეტი თუ წამკითხველი მოწყობილობა, გამოყენება შეგიძლიათ ფრენის რეჟიმში.
- დიდი ზომის მოწყობილობები ფრენის აფრენისას და დაფრენისას უნდა იქნას შენახული.
- სმენის აპარატების, კარდიოსტიმულატორების, ნერვების ელექტრონული სტიმულატორებისა და იმპლანტირებული სამედიცინო მოწყობილობების გამოყენება შეგიძლიათ შეზღუდვების გარეშე.