Fly Nero
Fly Nero

მთავარიაეროპორტებითბილისის საერთაშორისო აეროპორტი / Tbilisi Airport
ავიაბილეთები Avia.ge

მიმართულებები

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი / Tbilisi Airport

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თბილისის ცენტრიდან 17 კილომეტრით არის დაშორებული. ის ერთ-ერთი აეროპორტია, იმ სამთაგან, რომელიც საქართველოდან საერთაშორისო ფრენებს ასრულებს. 2007 წლიდან ფუნქციონირებს აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალიც, რომელმაც ხელი შეუწყო აეროპორტის სწრაფ განვითარებას.

აეროპორტი უზრუნველყოფს თვითმფრინავის უსაფრთხო დაშვება-აფრენას. მანევრირების ტერიტორიაზე აქვს ფართო ასაფრენი ბილიკი, ბაქანი და სამიმმოსვლო გზები. თვითმფრინავის ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკის სიგრძე 2 500 – 3 000 მეტრს შეადგენს, ხოლო ვერტმფრენის – 30 მეტრს. 

2015 წლიდან თბილისის აეროპორტის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის წოდება მიენიჭა.

tbilisis-saertashoriso-aeroporti

როგორ ხდება ტრანსპორტირება თბლისის აეროპორტში?

თბილისის აეროპორტში არის 3 ავტოსადგომი, რომელიც გათვლილია 1 000 ავტომანქანაზე. გაითვალისწინეთ რომ პარკირება ფასიანია.

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ტაქსის მომსახურებით, რომელიც აეროპორტიდან გამოსვლისთანავე დაგხვდებათ და უზრუნველყოფს თქვენს კომპორტულ მგზავრობას ქალაქამდე.

აეროპორტში, ან პირიქით, აეროპორტიდან წამოსასვლელად, თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ N337 ავტობუსით, რომელიც უწყვეტად – 24 საათიანი რეჟიმით მუშობს თბილისი-აეროპორტი-თბილისი მიმართულებით და გაჩერებაც ჩამოფრენის დარბაზის გასასვლელთან მდებარეობს.

ერთ-ერთი საშუალება თბილისის აეროპორტში მოსახვედრად რკინიგზაა. ის თბილისის ცენტრალური სადგურიდან მიგიყვანთ “აეროპორტის სადგურამდე”, რომელიც აეროპორტის შენობიდან 70 მეტრითაა დაშორებული.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ასევე გთავაზობთ 3 სვადასვა ბანკის მომსახურებას

საქართველოს ბანკის ბანკომატი, თიბისი ბანკის ბანკომატი და ლიბერთი ბაკის ბანკომატი განთავსებულია გამგზავრებისა და გაფრენის დარბაზებში.

არის თუ არა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მორგებული შშმ პირებზე?

თბილისის აეროპორტი სრულიად მორგებულია შშმ პირებზე. აეროპორტი აღჭურვილია შესაბამისი სერვისებით. თუ კი სპეციალური საჭიროების მქონე მგზავრი აპირებს ისარგებლოს ამ სერვისებით, აუცილებელია წინასწარ აცნობოს ავიაკომპანიას.

რეგისტრაცია

აეროპორტის ადმინისტრაცია რეკომენდაციას იძლევა რომ მგზავრი აეროპორტში გამოცხადდეს 2 საათით ადრე და გაიაროს რეგისტრაციის პროცედურები, რომ თავიდან აიცილოს რაიმე სახის შეფერხება.

კვება 

თბილისის აეროპორტში 24 საათის განმავლობაში შეუზღუდავად შეგიძლიათ ისარგებლოთ კვების ობიექტებით: dunkin’ donuts; Illy Caffe; Beer Port; Need Stop Kiosk; Brewmark; Cappadocia; GreenPoint;

tbilisis-saertashoriso-aeroporti

მოსაცდელი პირველი და ბიზნეს კლასის მგზავრებისთვის

გაფრენისა და ჩამოფრენის დარბაზებში განთავსებულია “Primeclass” მოსაცდელი, რომელიც განთავსებულია 328 მ² და გათვლილია 115 ადამიანზე. ის 24 საათის განმავლობაში ემსახურება პირველი კლასით ან ბიზნეს კლასით მოსარგებლე მგზავრებს და ასევე მათ დამხვედრ პირებს. ლოდინის პერიოდში მათ შეუძლიათ ისარგებლონ ტელევიზორით, ჟურნალ-გაზეთებით, მიირთვან ცივი და ცხელი სასმელები.

ლაუნჯში ყოფნის პერიოდი 3 საათია, თუ უფრო დიდი ხნით გსურთ დარჩენა, უნდა გაიდაიხადოთ საფასური.

tbilisis-saertashoriso-aeroporti

რომელი ავია-კომპანიები დაფრინავენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი – დან?

თბილისის აეროპორტს ემსახურება 36 ავია-კომპანია. მათ შორისაა: ბელორუსის ეროვნული ავიაკომპანია – Belavia Airline; LOT პოლონეთის ავიახაზები; გერმანული ავიაკომპანია – Lufthansa; თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines და სხვ.

თბილისის აეროპორტიდან იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

ბლოგი