Fly Nero
Fly Nero

მთავარიბლოგივენეციის ღირსშესანიშნაობები
ავიაბილეთები Avia.ge

მიმართულებები

ვენეციის ღირსშესანიშნაობები

ფრენის კომპენსაცია Flyhelp.ge

ვენეცია – ქალაქი არხებზე, ზღაპრული არქიტექტურისა და საუკუნოვანი ისტორიის შუაგულში. ეს უნიკალური ადგილი გამორჩეულია იმით, რომ მთლიანად წყალშია აშენებული და მანქანების ნაცვლად გონდოლებით გადაადგილდებიან.

გთავაზობ ვენეციის ტოპ 10 ღირსშესანიშნაობას, რაც აუცილებლად უნდა ნახო:

Piazza San Marco

წმინდა მარკოზის მოედანი (Piazza San Marco)

ვენეციის მთავარი მოედანი, გარშემორტყმული კაფეებით, ძველი შენობებით და ცოცხალი ატმოსფეროთი. აქ დგანან ყველაზე ცნობილი შენობები – წმინდა მარკოზის ბაზილიკა და დოჟების სასახლე.

წმინდა მარკოზის ბაზილიკა (Basilica di San Marco)

ბიზანტიური არქიტექტურის შედევრი, ოქროს მოზაიკებით და უძველესი რელიქვიებით. ბაზილიკის გუმბათებიდან იშლება ულამაზესი ხედი მოედანზე.

დოჟების სასახლე (Palazzo Ducale)

ვენეციის ყოფილი მთავრების რეზიდენცია – გოთიკური სტილის არქიტექტურა, მდიდრული დარბაზები, ძველი ციხე და ლეგენდარული სასოწარკვეთილთა ხიდი.

გრანდ კანალი (Grand Canal)

ვენეციის მთავარი არხი, რომელიც ქალაქს ზიგზაგით კვეთს. საუკეთესო გზაა ქალაქის სანახავად ვაპორეტოთი ან გონდოლით მგზავრობა.

რიალტოს ხიდი (Ponte di Rialto)

ვენეციის უძველესი და ყველაზე ცნობილი ხიდი. მის მახლობლად მდებარეობს ბაზარი, სადაც შეგიძლია იყიდო ადგილობრივი პროდუქტები და სუვენირები.

Ponte di Rialto

მურადოს კუნძული (Murano)

ცნობილია ვენეციური მინის წარმოებით. შეგიძლია დაესწრო მინის მხატვრების მუშაობას და მოინახულო მინის მუზეუმი (Murano Glass Museum).

ბურანოს კუნძული (Burano)

ცნობილი ფერადი სახლებით და მაქმანების წარმოებით. მყუდრო, მშვიდი და ძალიან ფოტოგენური ადგილია – იდეალურია გასეირნებისთვის.

აკადემიის გალერეა (Gallerie dell’Accademia)

ვენეციური ფერწერის ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია, მათ შორის ბელინის, ტიციანის, ტინტორეტოს და ვერუნეს ნამუშევრები.

სან ჯორჯიო მაგგიორეს კუნძული (San Giorgio Maggiore)

ქუთაისი ვენეცია

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
12 სექტემბერი 202515 სექტემბერი 20251 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 1 083 - დან
20 ოქტომბერი 20254 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 816 - დან

მდებარეობს წმინდა მარკოზის მოედნის მოპირდაპირედ. მისი სამრეკლოდან იხილავ ვენეციის პანორამულ ხედს. აქვეა ულამაზესი ეკლესია პალადიოს არქიტექტურით.

სანტა მარია დელა სალუტეს ბაზილიკა (Santa Maria della Salute)

ბაროკოს სტილის ტაძარი, რომელიც აშენდა შავი ჭირის შემდეგ. მისი სილუეტი გრანდ კანალზე ერთ-ერთი ყველაზე ამოცნობადია.

შეიძინეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

ბლოგი