Site icon aviabiletebi ავიაბილეთები tickets ge

Transavia / ჰოლანდიური ავიახაზები

transavia

Transavia ჰოლანდიაში დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 1965 წელს დაარსდა. ავიაკომპანიის საჰაერო ხომალდები ნიდერლანდების სამეფოსა და საფრანგეთის აეროპორტებშია ბაზირებული.

მიმართულებები

ტრანსავია დღეის მონაცემებით, ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის 20-ზე მეტი ქვეყნის მიმართულებით ოპერირებს, რომელთა სორისაა: ნიდერლანდები, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, კვიპროსი, გერმანია, ფინეთი, ესტონეთი, მალტა, დანია, შვეიცარია, შვედეთი, ავსტრია, შოტლანდია, ირლანდია, ისლანდია, ნორვეგია, ლატვია, ეგვიპტე, ბულგარეთი, ბელგია და სხვ.

2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან კი ავიაკომპანია Transavia საქართველო ს მიმართულებით დაიწყებს ოპერირებას. კერძოდ კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან შემოგვთავაზებს ფრენებს და პირდაპირ ავიამიმოსვლას თბილისი ამსტერდამი -ს საჰაერო ხაზზე შეასრულებს.

Transavia ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ამსტერდამი5 ივნისი 202412 ივნისი 2024ბილეთები 824 - დან

 

Transavia ფლოტი

ავიაკომპანია transavia საკმაოდ დიდი ფლოტისგან შედგება, რომლის განკარგულებაშია Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდები. კერძოდ, 89 ერთეული ახალგაზრდა და ეკოლოგიურად სუფთა Boeing 737-700 და Boeing 737-800 თვითმფრინავები.

ავიაკომპანიის ბორტზე სავარძლებს შორის მანძილი 42 სმ-ია, სავარძლების მასალა კი დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ტყავისაგან. ამასთან, ინტერიერი აღჭურვილია LED განათებით, რათა მგზავრებმა ფრენის დროს სასიამოვნო ატმოსფეროში შეძლონ დროის გატარება.

ინფორმაცია ბარგის შესახებ

ხელბარგი:

თითოეულ მგზავრს უფლება აქვს ჰქონდეს 1 ცალი ხელბარგი, რომლის წონა არ უნდა აღემატებოდეს 10 კგ-ს, ხოლო ზომები კი 55 x 40 x 25 სმ.

მგზავრი, რომლებიც ყიდულობს Max ბილეთს, შეუძლია ჰქონდეს დამატებით 10 კგ-იანი ხელბარგი, რომლის ზომა არ აღემატება 45 x 40 x 24 სმ-ს.

ჩასაბარებელი ბარგი:

ბილეთის შეძენისას, ჩასაბარებელი ბარგი ავტომატურად არ შედის საფასურში. ამ სერვისის დამატება ხდება ცალკეულად. მგზავრს შეუძლიათ დაამატოს 5-მდე ჩანთა, იმ პირობით, რომ თითოეული მათგანის წონა არ იქნება 32 კგ-ზე მეტი, ხოლო მათი საერთო წონა არ გადააჭარბებს 50 კგ-ს.

რეგისტრაცია / Check in

ონლაინ რეგისტრაცია :

მგზავრს შეუძლია დარეგისტრირდეს ონლაინ, ტელეფონის ან კომპიუტერის მეშვეობით. რეგისტრაცია იხსნება დაგეგმილ ფრენამდე 30 საათით ადრე და სრულდება გამგზავრებამდე 4 საათით ადრე.

რეგისტრაცია აეროპორტში :

რა თქმა უნდა, მგზავრს ასევე შეუძლია გაიაროს რეგისტარცია აეროპორტში,  სარეგისტრაციო მაგიდასთან. თუმცა, აუცილებელია რომ გამოცხადდეს დაახლოებით 3 საათით ადრე, რათა დროულად გაიაროს ყველა აუცილებელი პროცედურა. ვინაიდან, აეროპორტში შემოწმებისა და ლოდინის პერიოდი შესაძლოა იყოს ხანგრძლივი.

იმოგზაურეთ კომფორტულად Transavia -თან ერთად. შეიძინეთ ავიაბილეთები საუკეთესო ფასად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version