Site icon aviabiletebi ავიაბილეთები tickets ge

თბილისი მიუნხენი ავიაბილეთები / miunxeni

tbilisi miunxeni

ღირს თუ არა მიუნხენის მონახულება? უდავოდ! უამრავი საოცარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა, მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილები, ლამაზი პარკები და ციხე-სიმაგრეები, აქტიური ღამის ცხოვრება, შესანიშნავი სავაჭრო შესაძლებლობები და საოცარი ფესტივალები თქვენს მოგზაურობას დაუვიწყარს გახდის! ასე რო, დაჯავშნეთ ავიაბილეთები თბილისი მიუნხენი -ს მიმართულებით და დაგეგმე მოგზაურობა ყველაზე ბიუჯეტურ ფასად.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს თბილისი მიუნხენი -ს მიმართულებით?

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან პირდაპირ ფრენებს გერმანული ავიაკომპანია Lufthansa ასრულებს.

2023 წლის 17 დეკემბრიდან პირდაპირ ავიამიმოსვლას ასევე შემოგვთავაზებს Georgian Airways -იც.

თბილისიდან მიუნხენში ასევე შეგიძლიათ აწყობილი რეისით მოხვდეთ. მაგალითად ერთი გადაჯდომით ფრენებს Turkish Airlines -ის შვილობილი ავიაკომპანია AnadoluJet -ი, სტამბოლის გავლით ახორციელებს. ფრენებს ასრულებს პეგასუსი -ც, ასევე სტამბოლის გავლით, ხოლო LOT -ი კი ვარშავაში გადაჯდომით მოგახვედრებთ დანიშნულების ადგილზე.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით?

პირდაპირი ფრენის დრო დაახლოებით 4სთ და 20 წუთია, ხოლო გადაჯდომით რეისების შემთხვევაში დრო დამოკიდებულია ტრანზიტულ აეროპორტში მოცხის ხანგრძლივობაზე. თუმცა ერთი გადაჯდომის შემთხვევაში ეს პერიოდი დაახლოებით 8-10 საათია.

თუ რეისს გადაჯდომით შეარჩევთ, გირჩევთ ტრანზიტულ აეროპორტში მოცდის ხანგრძლივობა მინიმუმ 2 საათი მაინც გაითვალისწინოთ, რათა თავიდან აიცილოთ ფრენაზე დაგგვიანება.

თბილისი მიუნხენი ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
18 მაისი 202430 მაისი 2024ბილეთები 995 - დან
7 ივნისი 202413 ივნისი 2024ბილეთები 1 053 - დან
11 ივლისი 202414 ივლისი 2024ბილეთები 1 085 - დან

რა უნდა მოინახულოთ მიუნხენში?

ქალაქში იმაზე მეტი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, ვიდრე შეგიძლიათ დათვალოთ. როგორც კი მიუნხენში გამგზავრებას და ტურის დაგეგმვას გადაწყვეტთ, შეამჩნევთ, რომ აქ უამრავი რამაა სანახავი და გასაკეთებელი.

ადამიანების უმეტესობა მიუნხენის ღირსშესანიშნაობების მონახულებას Marienplatz-იდან იწყებს, დიდი მოედნიდან, რომელიც ძველი ქალაქის ცენტრში მდებარეობს. Marienplatz არის მიუნხენის ტურისტული კერა. შუა საუკუნეებში აქ მარცვლეულის ბაზარი და ტურნირები იმართებოდა, ასევე საშობაო ბაზრობა აქ საუკუნეების განმავლობაში იმართებოდა.

მარიენპლატცზე აუცილებლად უნდა მოინახულოთ ნეიეს რატჰაუსი. დეკორატიული ნეო-გოთური Neues Rathaus ან ქალაქის ახალი მერია ჯერ კიდევ 1874 წელს აშენდა სამოქალაქო ღონისძიებებისთვის. შენობის შიდა ეზოში არის ლუდის ბაღი. ასევე ეწვიეთ რესტორან Ratkeller-ს, რომლის სარდაფიდანაც 85 მეტრიან კოშკზე შეძლებთ ასვლას, საიდანაც იშლება მოედნის საოცარი ხედი.

თუ მოედანზე ხალხმრავლობას შენიშნავთ, რომლებიც ზევით იყურებიან, ისინი ალბათ გლოკენშპილის ზარს ელოდება. ეს ხდება დილის 11 საათზე, საღამოს 5 საათზე და საღამოს 12 საათზე. სანახაობა კი შემდეგნაირია: ფერადი ფიგურები გამოდიან საათის კოშკიან და ლამაზ სანახაობას გვთავაზობენ, ხოლო ზარები კი სხვადასხვა ჰანგებს უკრავენ.

თეთრი შენობა, რომელიც მოედნის აღმოსავლეთ მხარეს ესაზღვრება, არის Altes Rathaus (ძველი მერია). იგი მე-14 საუკუნეში აშენდა და მისი კოშკი თავდაპირველად ძველი ქალაქის გალავანში ერთ-ერთ კარიბჭეს წარმოადგენდა. აქ ასევე ნახავთ ჯულიეტას ბრინჯაოს ფიგურას, რომეოსა და ჯულიეტას ისტორიიდან, რომელიც 1974 წელს ქალაქ ვერონამ საჩუქრად გადასცა.

მარიენპლაციდან რამდენიმე ნაბიჯში არის წმინდა პეტრეს ეკლესია თავისი 300 ფუტიანი სამრეკლოთი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი უძველესი ეკლესიაა. ეკლესიის კოშკის თავზე მდებარე სადამკვირვებლო პლატფორმა საიდანაც იშლება შესანიშნავი ხედი. შეეცადეტ ახვიდეთ მაღლა, რომ დატკბეთ მარიენპლაცის პანორამული ხედებით.

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები თბილისი მიუნხები მიმართულებით?

tbilisi miunxeni -ს მიმართულებით ავიაბილეთების იაფად შეძენა ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, ძალიან  მარტივადაა შესაძლებელი. საჭიროა მხოლოდ ჩვენს საძიებო სისტემაში გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილს არჩევა, მოგზაურობისათვის სასურველ თარიღებს მითითება და სულ ეს არის. რამდენიმე წამში კი აპლიკაცია შემოგთავაზებთ ყველა მოქმედი ავიაკომპანიისა თუ სააგენტოს პირდაპირ და ტრანზიტულ რეისებს, რაც გაგიმარტივებთ თვალი გადაავლოთ ყველა არსებულ ვარიანტს, თანაც ერთ სივრცეში და აარჩიოთ თქვენთვის სასურველი თარიღებისა და ფასების მიხედვით. 

იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version