Site icon aviabiletebi ავიაბილეთები tickets ge

ქუთაისი სტრასბურგი ავიაბილეთები / strasburgi

kutaisi strasburgi

საფრანგეთის ქალაქი სტრასბურგი კულტურის ქალაქია. ისტორიული ძეგლების წარმოუდგენელი კოლექციასთან ერთად, იგი ამაყობს სახვითი ხელოვნების, არქეოლოგიისა და ტრადიციული ელზასური ხელნაკეთობების განსაკუთრებული მუზეუმებით.

შთამბედავი და შიშის მომგვრელი ტაძარი, ულამაზესი ქვაფენილიანი ქუჩები და შუასაუკუნეების კვარტლების თვალწარმტაცი არხები (მდ. გრანდ-ილეზე) ტურისტებისთვის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა.

ამ სტატიაში გაეცნობით ყველა საჭირო ინფორმაციას, თუ როგორ გაემგზავროთ ქუთაისი სტრასბურგი -ს მიმართულებით და გაიგებთ რა უნდა მოინახულოთ ამ დანიშნულების ადგილზე.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს ქუთაისი სტრასბურგი მიმართულებით?

ქუთაისის აეროპორტი -დან სტრასბურგში პირდაპირი ფრენები არ ხორციელდება, თუმცა ამ მშვენიერი ქალაქის მოსანახულებლად თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ერთი გადაჯდომით რეისით.

მაგალითად, ქუთაისიდან wizz air ge -თ რომში, ფიუმიჩინოს აეროპორტში გაემგზავროთ, იქედან კი სტრასბურგამდე ავიაკომპანია Volotea -თი გაემგზვარებით.

ასევე შეგიძლიათ ვიზეარი -თ გერმანიაში, მემინგენის აეროპორტში ჩაფრინდეთ, იქედან კი ავტობუსით განაგრძოთ გზა დანიშნულების ადგილამდე.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა ქუთაისიდან სტრასბურგამდე?

ქუთაისისა და სტრასბურგის აეროპორტებს შორის არაპირდაპირი ფრენის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი გადაჯდომით აირჩევთ ფრენას, რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ რეისებს და რამდენ საათიანი მოცდა გაქვთ ფრენებს შორის.

ქუთაისი სტრასბურგი ავიაბილეტები

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
30 ნოემბერი 20244 დეკემბერი 20242 Გაჩერებაბილეთები 1 063 - დან

 

რა უნდა მოინახულოთ სტრასბურგში?

ღვთისმშობლის ტაძარი სტრასბურგში ევროპის გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ულამაზეს ძეგლადაა მიჩნეული. მისი კოშკი, რომელიც 142 მეტრს აღწევდა, მე-19 საუკუნემდე ყველაზე მაღალი წერტილი იყო ქრისტიანულ სამყაროში. ტაძრის ქვის ფასადზე ასობით ქრისტიანული ფიგურაა გამოძერწილი.

სტრასბურგის იუნესკოს სიაში შეტანილ ისტორიულ ცენტრში, Quartier des Tanneurs (ასევე ცნობილი როგორც “La Petite France”) არის არხების მიხვეულ-მოხვეული ლაბირინთი და ვიწრო, ძველი ქუჩები, სადაც შეხვდებით შესანიშნავად შემონახული ნახევრად ხის სახლებს. მე-16 და მე-17 საუკუნეებში ამ უბანში ცხოვრობდნენ ქალაქის ტყავის მწარმოებლები და მეთევზეები.

კვარტალის ყველაზე მომხიბვლელი ქუჩაა Rue du Bain-aux-Plantes. ამ რიყის ქვაფენილის გასწვრივ სეირნობა საშუალებას მოგცემთ აღფრთოვანდეთ ტრადიციული ელზასური სახლებით, რომელთა ფანჯრის რაფებიც გაფორმებული ულამაზესი ყვავილებით.

აუცილებლად უნდა ნახოთ Maison des Tanneurs, ნახევრად ხის სახლი Rue du Bain-aux-Plantes 42-ში. 1572 წელს აშენებული და ისტორიული ძეგლის სიაში შეყვანილი Maison des Tanneurs ახლა მყუდრო სასადილო რესტორანს წარმოადგენს, თავისი მყუდრო ინტერიერით და გარე ტერასით, რომელიც მდინარის ნაპირებს გადაჰყურებს. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი სტრასბურგში ავთენტური ელზასური სამზარეულოს დასაგემოვნებლად.

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები ქუთაისი სტრასბურგი მიმართულებით?

kutaisi strasburgi -ს მიმართულებით ავიაბილეთების იაფად შეძენა ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, ძალიან  მარტივადაა შესაძლებელი. საჭიროა მხოლოდ ჩვენს საძიებო სისტემაში გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილს არჩევა, მოგზაურობისათვის სასურველ თარიღებს მითითება და სულ ეს არის. რამდენიმე წამში კი აპლიკაცია შემოგთავაზებთ ყველა მოქმედი ავიაკომპანიისა თუ სააგენტოს პირდაპირ და ტრანზიტულ რეისებს, რაც გაგიმარტივებთ თვალი გადაავლოთ ყველა არსებულ ვარიანტს, თანაც ერთ სივრცეში და აარჩიოთ თქვენთვის სასურველი თარიღებისა და ფასების მიხედვით. 

ქუთაისიდან სტრასბურგის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

Exit mobile version