Site icon aviabiletebi ავიაბილეთები tickets ge

Flydubai / არაბული ავიაკომპანია

ავიაკომპანია Flydubai

Flydubai არის საემიროების მთავრობის საკუთრებაში არსებული ავიაკომპანია, რომელიც დაფუძნებულია დუბაიში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, 2008 წლის ივლისში. მთავარი ბაზა მდებარეობს დუბაის აეროპორტში.

მიმართულებები

ფლაი დუბაი ფრენებს 58 ქვეყანის 130-მდე მიმართულებით ახორციელებს, რომელიც მოიცავს ახლო აღმოსავლეთს, აფრიკას, აზიასა და ევროპას. მათ შორისაა: საქართველო, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, ავსტრალია, ნიდერლანდები, საბერძნეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, დანია, ხორვატია, გერმანია, ინდოეთი, ეგვიპტე, საუდის არაბეთი, იორდანია და სხვ.

 Flydubai georgia პირდაპირ ფრენებს დუბაი -ს მიმართულებით თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი -დან ახორციელებს.

თბილისი დუბაი ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
16 მაისი 202419 მაისი 2024ბილეთები 1 277 - დან
13 ივნისი 202420 ივნისი 2024ბილეთები 1 294 - დან
15 ივლისი 202428 ივლისი 2024ბილეთები 1 283 - დან

 

Flydubai ფლოტი

ფლაიდუბაი დიდი ხანია რაც აქტიურად მუშაობს გარემოს დაბინძურების პრობლემის გადაჭრაზე. მის ფლოტი მხოლოდ Boeing -ის ტიპის საჰაერო ხომალდებისგან შედგება.

ავიაკომპანიის რეისებით სარგებლობისას, ფრენები უახლესი კლასის Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით ხორციელდება, რომელიც დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტად ითვლება.

მოგვიანებით ავიაკომპანიამ ფლოტში რამდენიმე Boeing 737 MAX 8 და Boeing 737 MAX 9 დაამატა, რომლის მეშვეობითაც კიდევ უფრო შეამცირა საწვავის ხარჯები, ჰაერში გამოყოფილი დაბინძურებული ჰაერის მასა და ფრენისგან გამოწვეული ხმაური.

ბორტზე ასვლის მომენტიდან, ავიაკომპანია ორიენტირებულია, რომ ყველა მგზავრმა ისიამოვნოს ფრენით და მიიღოს სასიამოვნო გამოცდილება. სავარძლების ინოვაციური დიზაინი პტიმიზაციას უკეთებს ფეხის ადგილს მაქსიმალური კომფორტისთვის. ფრენის დროს კი მგზავრს საშუალება აქვს გაერთოს ფილმების და სატელევიზიო შოუების ყურებით. ასევე მიირთვით შესანიშნავი საკვები და სასმელი ბორტ მენიუდან.

ინფორმაცია ბარგის შესახებ

ხელბარგი:

ყველა მგზავრს უფლება აქვს თან იქონიოს ხელბარგი, თუ ის აკმაყოფილებს ავიაკომპანიის წესებს.

ამასთან, მგზავრს ასევე შუძლია ატაროს ერთი დამატებით ჩანთა, რომლის ზომები არ აღემატება 25 x 33 x 20 სმ და რომელიც ინახება წინ სავარძლის ქვეშ, ეს იქნება: ლეპტოპის ჩანთა, ქალბატონის ხელჩანთა თუ მამაკაცის ჩანთა.

ჩასაბარებელი ბარგი:

ჩსაბარებელი ბარგის ოდენობა და ზომა/წონა განსხვავდება მგზავრობის ტიპის მიხედვით.

რეგისტრაცია / Check in

ონლაინ რეგისტრაცია:

ონლაინ რეგისტრაცია იწყება რეისის გამგზავრებამდე 48 საათით ადრე და სრულდება რეისის გამგზავრებამდე 75 წუთით ადრე.

მას შემდეგ, რაც მგზავრი გაივლის ონლაინ რეგისტრაციას, ზოგიერთ აეროპორტში შესაძლოა მაინც იყოს საჭირო აეროპორტის გამშვებ პუნქტთან მისვლა, რათა გადაამოწმონ სამგზავრო დოკუმენტები და მოგცენ ჩასხდომის ბარათი.

რეგისტრაცია აეროპორტში:

რეგისტრაცია იხსნება გამგზავრებამდე 3 საათით ადრე და იხურება გამგზავრებამდე 60 წუთით ადრე.

იმოგზაურეთ კომფორტულად FlyDubai -თან ერთად. შეიძინეთ ავიაბილეთები საუკეთესო ფასად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version