Flydubai არის საემიროების მთავრობის საკუთრებაში არსებული ავიაკომპანია, რომელიც დაფუძნებულია დუბაიში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, 2008 წლის ივლისში. მთავარი ბაზა მდებარეობს დუბაის აეროპორტში.
მიმართულებები
ფლაი დუბაი ფრენებს 58 ქვეყანის 130-მდე მიმართულებით ახორციელებს, რომელიც მოიცავს ახლო აღმოსავლეთს, აფრიკას, აზიასა და ევროპას. მათ შორისაა: საქართველო, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, ავსტრალია, ნიდერლანდები, საბერძნეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, დანია, ხორვატია, გერმანია, ინდოეთი, ეგვიპტე, საუდის არაბეთი, იორდანია და სხვ.
Flydubai georgia პირდაპირ ფრენებს დუბაი -ს მიმართულებით თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი -დან ახორციელებს.
თბილისი დუბაი ავიაბილეთები
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
21 ნოემბერი 2024 | 24 ნოემბერი 2024 | ბილეთები 1 241 - დან | |
5 დეკემბერი 2024 | 8 დეკემბერი 2024 | ბილეთები 1 223 - დან | |
11 იანვარი 2025 | 19 იანვარი 2025 | ბილეთები 1 226 - დან | |
8 თებერვალი 2025 | 15 თებერვალი 2025 | ბილეთები 1 215 - დან |
Flydubai ფლოტი
ფლაიდუბაი დიდი ხანია რაც აქტიურად მუშაობს გარემოს დაბინძურების პრობლემის გადაჭრაზე. მის ფლოტი მხოლოდ Boeing -ის ტიპის საჰაერო ხომალდებისგან შედგება.
ავიაკომპანიის რეისებით სარგებლობისას, ფრენები უახლესი კლასის Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით ხორციელდება, რომელიც დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტად ითვლება.
მოგვიანებით ავიაკომპანიამ ფლოტში რამდენიმე Boeing 737 MAX 8 და Boeing 737 MAX 9 დაამატა, რომლის მეშვეობითაც კიდევ უფრო შეამცირა საწვავის ხარჯები, ჰაერში გამოყოფილი დაბინძურებული ჰაერის მასა და ფრენისგან გამოწვეული ხმაური.
ბორტზე ასვლის მომენტიდან, ავიაკომპანია ორიენტირებულია, რომ ყველა მგზავრმა ისიამოვნოს ფრენით და მიიღოს სასიამოვნო გამოცდილება. სავარძლების ინოვაციური დიზაინი პტიმიზაციას უკეთებს ფეხის ადგილს მაქსიმალური კომფორტისთვის. ფრენის დროს კი მგზავრს საშუალება აქვს გაერთოს ფილმების და სატელევიზიო შოუების ყურებით. ასევე მიირთვით შესანიშნავი საკვები და სასმელი ბორტ მენიუდან.
ინფორმაცია ბარგის შესახებ
ხელბარგი:
ყველა მგზავრს უფლება აქვს თან იქონიოს ხელბარგი, თუ ის აკმაყოფილებს ავიაკომპანიის წესებს.
- Economy Class – 1 ერთეული ხელბარგი, რომელიც არ აღემატება 55 x 38 x 20 სმ-ს და 7 კგ-ს.
- Business Class – ერთეული ხელბარგი, რომელიც არ აღემატება 55 x 38 x 20 სმ-ს და 14 კგ-ს (თითოეულის წონა არ უნდა აღემატებოდეს 7 კგ-ს).
ამასთან, მგზავრს ასევე შუძლია ატაროს ერთი დამატებით ჩანთა, რომლის ზომები არ აღემატება 25 x 33 x 20 სმ და რომელიც ინახება წინ სავარძლის ქვეშ, ეს იქნება: ლეპტოპის ჩანთა, ქალბატონის ხელჩანთა თუ მამაკაცის ჩანთა.
ჩასაბარებელი ბარგი:
ჩსაბარებელი ბარგის ოდენობა და ზომა/წონა განსხვავდება მგზავრობის ტიპის მიხედვით.
- Economy Class – 3 ერთეული ბარგი. მაქსიმალური წონით 20, 30 ან 40 კგ და 165 სმ (სიმაღლე + სიგანე + სიღრმე).
- Business Class – 3 ერთეული ბარგი. მაქსიმალური წონით 40 კგ და 165 სმ (სიმაღლე + სიგანე + სიღრმე).
რეგისტრაცია / Check in
ონლაინ რეგისტრაცია:
ონლაინ რეგისტრაცია იწყება რეისის გამგზავრებამდე 48 საათით ადრე და სრულდება რეისის გამგზავრებამდე 75 წუთით ადრე.
მას შემდეგ, რაც მგზავრი გაივლის ონლაინ რეგისტრაციას, ზოგიერთ აეროპორტში შესაძლოა მაინც იყოს საჭირო აეროპორტის გამშვებ პუნქტთან მისვლა, რათა გადაამოწმონ სამგზავრო დოკუმენტები და მოგცენ ჩასხდომის ბარათი.
რეგისტრაცია აეროპორტში:
რეგისტრაცია იხსნება გამგზავრებამდე 3 საათით ადრე და იხურება გამგზავრებამდე 60 წუთით ადრე.