Site icon aviabiletebi ავიაბილეთები tickets ge

თბილისი ბაქო ავიაბილეთები / bako

Tbilisi bako

ბაქო, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქი, მდებარეობს კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროზე. ეს არის კავკასიის უდიდესი ქალაქი და ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული და კომერციული ცენტრი.

ბაქოში მოგზაურებს ელით უამრავი ღირსშესანიშნაობა, უნიკალური ისტორია, ფანტასტიკური საკვები და ღვინო. ქალაქი გვთავაზობს ძველისა და ახლის ფანტასტიკურ ნაზავს ფუტურისტულ ცათამბჯენებთან ერთად, რომლებიც წარმოდგენილია ადგილობრივი მეჩეთებსა და სხვა ძველი და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად. და თუ თქვენ სწორედ ასეთი საინტერესო და მრავალფეროვანი დასვენების მოყვარული ხართ, შეიძინეთ ავიაბილეთები თბილისი ბაქო ს მიმართულებით და დატკბით მისი შეუდარებელი ხიბლით.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს თბილისი ბაქო მიმართულებით?

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ბაქოს მიმართულებით ფრენები ხორციელდება ყოველდღე და რეისებს აზერბაიჯანის ავიახაზები Azal -ი და ქართული ავიაკომპანია Georgian Wings -ი ახორციელებენ.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა თბილისიდან ბაქოს მიმართულებით?

ავიაკომპანია აზალი ფრენას 1 სთ და 10 წთ -ში ასრულებს, ხოლო ჯეორჯიან ვინგსი კი 1 სთ და 35 წთ-ში.

თბილისი ბაქო ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
28 ნოემბერი 202430 ნოემბერი 2024ბილეთები 327 - დან
12 დეკემბერი 202413 დეკემბერი 2024ბილეთები 279 - დან
20 იანვარი 202525 იანვარი 2025ბილეთები 337 - დან
6 თებერვალი 20259 თებერვალი 2025ბილეთები 307 - დან

რა უნდა გააკეთოთ ბაქოში?

კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ეს ულამაზესი ქალქი დიდ ისტორიასა და ბევრ ისტორიულ ნაგებობას ინახავს.

იჩერი შეჰერი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა “საცხოვრებელ უბანს” უწოდებს, არის რეგიონი, რომელიც მოგზაურმა აუცილებლად უნდა მოინახულოს, რადგან იქ ბევრ ისტორიულ ნაგებობას შეხვდება.

ძველი ქალაქი, რომელიც პალეოლითის პერიოდიდან დასახლებად გამოიყენებოდა, 2003 წელს შეიტანეს საფრთხის პირას მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, მანმადე კი 2000 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში დაამატეს. აქ ორმოცდაათზე მეტი ისტორიული შენობაა, რომლის მონახულებაც შეგიძლიათ ძველ ქალაქში.

შირვანშაჰების სასახლე, რომელიც ითვლება ადგილობრივი არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნიმუშად, აშენდა შირვანშაჰების დინასტიის მეფის, იბრაჰიმ ჰალილაჰის ეპოქაში. მე-15 საუკუნის ნამუშევარი იჩერის შეჰერში, წარსულში საავადმყოფოდ და ყაზარმად გამოიყენებოდა, ახლა კი აქ მუზეუმია განთავსებული.

მუზეუმში არის სხვადასხვა განყოფილება, როგორიცაა საფლავი, მეჩეთი და თურქული აბანო. გარდა მეფეთა ნივთებისა, მუზეუმში ასევე გამოფენილია ვიტრაჟები, ხალიჩები და ხელნაკეთი ნამუშევრები.

ეს არის ბაქოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობა, შედგება 3 კოშკისგან, რომლებიც გამოიყენება როგორც ოფისებად, ასევე საცხოვრებელად და სასტუმროებად. კოშკების უნიკალური ფორმა შენობის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რომელიც ბაქოს სიმბოლოდაა მიჩნეული. ნაგებობის ფასადის გარე ზედაპირი საღამოობით უზარმაზარი ალივით ანათებს და ის შესამჩნევია ქალაქის ნებისმიერი ადგილიდან.

ჰეიდარ ალიევის კულტურული ცენტრი, რომელიც შექმნილია ცნობილი არქიტექტორის ზაჰა ჰადიდის მიერ გაიხსნა 2012 წლეს, ჰეიდარ ალიევის 89 წლის იუბილეზე. შენობაში განთავსებულია საკონცერტო დარბაზები, სამხატვრო გალერეები, მუზეუმი და ბიბლიოთეკა.

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები თბილისი ბაქო მიმართულებით?

tbilisi bako -ს მიმართულებით ავიაბილეთების იაფად შეძენა ონლაინ, სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი. საჭიროა საძიებო სისტემაში გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილს არჩევა, მოგზაურობისათვის სასურველ თარიღებს მითითება და სულ ეს არის. რამდენიმე წამში აპლიკაცია შემოგთავაზებთ ყველა მოქმედი ავიაკომპანიისა და სააგენტოს არსებულ რეისებს, რაც გაგიმარტივებთ თვალი გადაავლოთ ყველა ვარიანტს, თანაც ერთ სივრცეში და აარჩიოთ თქვენთვის სასურველი თარიღებისა და ფასების გათვალისწინებით. 

თბილისიდან ბაქოს მიმართულებით იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

Exit mobile version