Site icon aviabiletebi ავიაბილეთები tickets ge

ქუთაისი კატოვიცე ავიაბილეთები / katovice

kutaisi katovice

პოლონეთის მრავალ შესანიშნავ ქალაქს შორის, ერთ-ერთი კატოვიცეა, რომელიც ქვეყანაში ვიზიტისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ქალაქში უამრავი რამაა გასაკეთებელი და სანახავი, როგორიცაა მოდერნისტული არქიტექტურა, რამდენიმე თავისებური ძეგლი, უნიკალური რეგიონალური სამზარეულო და სილეზიის სხვა კულტურული ტრადიციები.

თუ კი თქვენ სწორედ ასეთ საინტერესო და მრავალფეროვან მოგზაურობას გეგმავთ, ეს სწორი მიმართულებაა. ასე რომ, შეიძინეთ ავიაბილეთები ქუთაისი კატოვიცე -ს მიმართულებით და ისიამოვნეთ თავგადასავლებით.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს ქუთაისი კატოვიცე მიმართულებით?

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან კატოვიცეს მიმართულებით პირდაპირ ფრენებს უნგრული ავიაკომპანია ვიზეარი გვთავაზობს. რეისები კვირაში სამი სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს ხორციელდება.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა ქუთაისიდან კატოვიცეს მიმართულებით?

აღნიშნულ მიმართულებაზე wizz air kutaisi -ს პირდაპირი ფრენის ხანგრძლივობა 3სთ და 35წთ-ია.

ქუთაისი კატოვიცე ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
21 მაისი 202425 მაისი 2024ბილეთები 1 190 - დან
4 ივნისი 202411 ივნისი 2024ბილეთები 1 128 - დან
13 ივლისი 202427 ივლისი 2024ბილეთები 1 951 - დან

 

რა უნდა გააკეთოთ კატოვიცეში?

კატოვიცე ყველაზე ცნობილია ქვანახშირის მაღაროებით, რომლებიც მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში შეიქმნა. წლების განმავლობაში, წიაღისეული საწვავის და მძიმე მრეწველობის შემდეგ, ქალაქის ინდუსტრიული წარსულის მრავალი რელიქვია გალერეებად, კაფეებად და კულტურულ სივრცეებად გადაკეთდა.

ქალაქი გამოირჩევა საინტერესო ესთეტიკური, მოდერნისტული არქიტექტურის ნაზავით, ბრუტალურ და წითელ აგურის სახლებთან ერთად.

სილეზიის მუზეუმი დაარსდა 1929 წელს. ეს არქიტექტურული კომპლექსი აერთიანებს რამდენიმე მუზეუმს, ღონისძიებების სივრცეებს, რესტორანს და სუვენირების მაღაზიას.

სილეზიის მუზეუმიდან 10 წუთის სავალზე, Spodek Arena არის კატოვიცეს კულტურული ზონის ნაწილი, რომელიც ასევე მოიცავს პოლონეთის ეროვნულ რადიოს სიმფონიურ ორკესტრს. 1971 წელს გახსნილი შენობა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დახურული სივრცე ქვეყანაში. ის კოსმოსურ ხომალდს წააგავს.

ზაფხულის თვეებში შენობის აღმოსავლეთ ნაწილში, არის ბარის, სადაც იყიდება ცივი ლუდი, კოქტეილები და საჭმელები. ასევე მოწყობილია შეზლონგები და არის მუსიკა.

მე-19 საუკუნის შუა ხანებში აშენებული და მას შემდეგ რამდენჯერმე გადაკეთებული, კატოვიცეს მთავარი მოედანი არის ფართო საცალფეხო მოედანი, რომელსაც ტრამვაის ბილიკები კვეთს. დღევანდელი ბაზრის მოედანი რეალურად შედგება სამი ცალკეული მოედნისაგან: Kwiatowy, Teatralny და Obroncow Katowic.

მოედანზე ორი ყველაზე თვალსაჩინო შენობაა: ზენიტის კოოპერატიული უნივერმაღი (1962 წ.) და სკარბეკის კოოპერატიული უნივერმაღი (1975). ასევე რომაული სილეზიური თეატრი (1907) და ნეორენესანსული სტილის სასტუმრო Grand (1920-იანი წლები). აღმოსავლეთ ნაწილში კი საცალფეხო მარიაჩკას ქუჩაა, ცოცხალი სასადილო უბანი, საერთაშორისო რესტორნებით, კაფეებითა და ბარებით.

რა თქმა უნდა, კატოვიცეში სანახავი და გასაკეთებელი სიის ჩამონათვალი, საკმაოდ დიდია, და ეს ის მცირე ადგილებია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ ქალაქში ყოფნისას.

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები ქუთაისი კატოვიცე მიმართულებით?

kutaisi katovice -ს მიმართულებით ავიაბილეთების იაფად შეძენა ონლაინ, სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი. საჭიროა საძიებო სისტემაში გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილს არჩევა, მოგზაურობისათვის სასურველ თარიღებს მითითება და სულ ეს არის. რამდენიმე წამში აპლიკაცია შემოგთავაზებთ ყველა მოქმედი ავიაკომპანიისა და სააგენტოს არსებულ რეისებს, რაც გაგიმარტივებთ თვალი გადაავლოთ ყველა ვარიანტს, თანაც ერთ სივრცეში და აარჩიოთ თქვენთვის სასურველი თარიღებისა და ფასების გათვალისწინებით. 

ქუთაისიდან კატოვიცეს მიმართულებით იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

Exit mobile version