Site icon aviabiletebi ავიაბილეთები tickets ge

ქუთაისი ბაქო ავიაბილეთები / bako

kutaisi baku

ბაქო, აზერბაიჯანის განსაცვიფრებელი დედაქალაქი, მოგზაურთათვის ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა. იგი მდებარეობს კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროზე და წარმოადგენს კავკასიის უდიდეს ქალაქსა და ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ თუ კომერციულ ცენტრს.

ბაქოში შეხვდებით უამრავ ღირსშესანიშნაობას, გაეცნობით უნიკალურ ისტორიას, და დააგემოცნებთ ფანტასტიკურ საკვებსა და ღვინოს. ქალაქი გთავაზობთ ძველისა და ახლის საოცარ ნაზავს ფუტურისტულ ცათამბჯენებით, რომლებიც წარმოდგენილია ადგილობრივი მეჩეთებსა და სხვა ისტორიული ღირსშესანიშნაობების გვერდით.

თუ კი თქვენ სწორედ ასეთ საინტერესო და მრავალფეროვან დასვენებას გეგმავთ, ეს სწორედ თქვენთზე მორგებული მიმართულებაა. ასე რომ, შეიძინეთ ავიაბილეთები ქუთაისი ბაქო -ს მიმართულებით და ისიამოვნეთ თავგადასავლებით.

რომელი ავიაკომპანიები ასრულებენ ფრენებს ქუთაისი ბაქო მიმართულებით?

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ბაქოს მიმართულებით პირდაპირი ფრენები ამ დროისათვის არ ხორციელდება, თუმცა მხოლოდ ერთი გადაჯდომით შეძლებთ მოინახულოთ ეს მშვენიერი დანიშნულების ადგილი.

ქუთაისიდან თქვენ შეგიძლიათ გაემგზავროთ ავიაკომპანია პეგასუსი -თ სტამბოლის აეროპორტამდე, იქედან კი ფრენას Azerbaijan Airlines -ის რეისით განაგრძობთ ბაქოს ჰეიდან ალიევის აეროპორტამდე.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა ქუთაისიდან ბაქოს მიმართულებით?

ზოგადად, ერთი ან რამდენიმე გადაჯდომით აწყობილ რეისზე ფრენის დრო დამოკიდებულია გადაჯდომების რაოდენობასა და აეროპორტებში მოცდის ხანგრძლივობაზე. აღნიშნულ მიმართულებაზე ერთი გადაჯდომით აწყობილ რეისზე დაახლოებით 10 საათია.

ქუთაისი ბაქო ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
29 მაისი 20257 ივნისი 20251 Გაჩერებაბილეთები 954 - დან
10 ივნისი 202517 ივნისი 20251 Გაჩერებაბილეთები 773 - დან
19 ივნისი 202522 ივნისი 20251 Გაჩერებაბილეთები 718 - დან
20 ივნისი 202522 ივნისი 20251 Გაჩერებაბილეთები 718 - დან
21 ივნისი 202522 ივნისი 20251 Გაჩერებაბილეთები 612 - დან
22 ივნისი 202516 ივლისი 20251 Გაჩერებაბილეთები 741 - დან
23 ივნისი 202528 ივნისი 20251 Გაჩერებაბილეთები 709 - დან
24 ივნისი 202529 ივნისი 20251 Გაჩერებაბილეთები 622 - დან
5 ივლისი 20256 ივლისი 20251 Გაჩერებაბილეთები 739 - დან
6 ივლისი 202516 ივლისი 20251 Გაჩერებაბილეთები 734 - დან
7 ივლისი 202514 ივლისი 20251 Გაჩერებაბილეთები 689 - დან
22 ივლისი 202525 ივლისი 20251 Გაჩერებაბილეთები 700 - დან
25 ივლისი 202529 ივლისი 20252 Გაჩერებაბილეთები 701 - დან
26 ივლისი 202528 ივლისი 20251 Გაჩერებაბილეთები 785 - დან
27 ივლისი 202528 ივლისი 20252 Გაჩერებაბილეთები 838 - დან
15 სექტემბერი 202522 სექტემბერი 20251 Გაჩერებაბილეთები 703 - დან
17 სექტემბერი 202522 სექტემბერი 20251 Გაჩერებაბილეთები 681 - დან
27 დეკემბერი 202511 იანვარი 20262 Გაჩერებაბილეთები 1 555 - დან

 

რა უნდა გააკეთოთ ბაქოში?

ბაქოს ყველა ტურისტული ღირსშესანიშნაობიდან, ჰაილენდ პარკი ყველაზე სანახაობრივია. გრძელი და ფართო კიბეების თავზე მდებარე ეს პარკი ცნობილია, როგორც “Viewing Square”, რადგან ის ნამდვილად გვთავაზობს ყველაზე თვალწარმტაც და ბრწყინვალე ხედებს კასპიის ზღვაზე, საკულტო ალის კოშკებზე და მთელ ქალაქზე. პლატფორმის ირგვლივ ასევე არის სკამები, სადაც ატმოსფერო ძალიან მშვიდი და სასიამოვნოა.

უკეთესი იქნება, თუ იქ მზის ჩასვლამდე მიხვალთ, რომ მთელი ქალაქი და ცეცხლოვანი კოშკები შებინდებისას ნახოთ და ღამით განსაცვიფრებელ შუქური შოუს მომსწრენი გახდეთ.

ბაქოში კიდევ ერთი აუცილებლად სანახავი ადგილი ულამაზესი ჰეიდარის მეჩეთია. მიუხედავად იმისა, რომ ის ოდნავ მოშორებულია (ძველი ქალაქიდან 20 წუთის სავალზე), მისი გასაოცარი არქიტექტურა ნამდვილად ღირს მოსანახულებლად.

ეს მეჩეთი უზარმაზარია. კომპლექსის ირგვლივ შეგიძლიათ გაისეირნოთ და იხილოთ მისი ბრწყინვალე არქიტექტურა. ამასთან, გარემო ძალიან მშვიდი და სასიამოვნოა.

ბაქოს ცნობილი ადგილებიდან ყველაზე მომხიბვლელი მეიდენ თაუერია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. იჩერიშჰერის (ძველი ქალაქის) გულში მდებარე ეს ძეგლი საუკუნეების მანძილზე მეცნიერთა შორის კამათის საგანს წარმოდგენდა.

საინტერესო ის არის, რომ არავინ იცის ზუსტად როდის ან რისთვის აშენდა ის, ან თუნდაც როგორ მიიღო ეს სახელი. ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ იგი აიგო ქალაქის გასამაგრებლად. სხვები თვლიან, რომ ის სინამდვილეში ზოროასტრიული ტაძარი იყო. ასევე არის მოსაზრება, რომ მას ობსერვატორიად იყენებდნენ.

თუ თქვენ გაინტერესებთ აზერბაიჯანის ისტორია და კულტურა, მაშინ ჰეიდარ ალიევის ცენტრის მონახულება აუცილებლად უნდა იყოს თქვენს სიაში.

აზერბაიჯანმა ბოლო საუკუნეების განმავლობაში კულტურული და მხატვრული განვითარება ჰპოვა და ამ მუზეუმის ვიზუალური გამოფენები ამას ცხადყოფს.

ეს კულტურული ცენტრი მხოლოდ ვიზუალურად სასიამოვნო ინტერიერის მქონე შენობა არაა, მისი გარე ფასადი ასევე თანამედროვე არქიტექტურის საოცრად უნიკალური ნიმუშია.

იჩერიშჰერი, ბაქოს ძველი ქალაქი, შემოსაზღვრულია მე-12 საუკუნეში აგებული დიდებული ციხესიმაგრის კედლებით. თავად ციხე სინამდვილეში ყველაზე დიდია აბშერონის ნახევარკუნძულზე და ასევე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ეს კედლები ადრე 1500 მეტრზე იყო გადაჭიმული, დღეს მათი სიგრძე მხოლოდ 500 მეტრია.

შირვანშაჰების უძველესი სასახლე ბაქოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია. იუნესკომ მას აზერბაიჯანული არქიტექტურის მარგალიტი უწოდა. მე-15 საუკუნეში აშენებულ და 2003 წელს აღდგენილ ამ სასახლეში განთავსებულია პავილიონი სახელად დივანხანა, მავზოლეუმი, მეჩეთი, სამარხები და აბაზანის ნანგრევები, რომელსაც შაჰი სტუმრობდა ხოლმე.

შირვანშაჰების სასახლის მახლობლად არის ბაქოში ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ადგილი: მინიატურული წიგნების მუზეუმი, რომელიც ერთადერთია მთელ მსოფლიოში. ამ მუზეუმში ნახავთ 6500-ზე მეტ პატარა წიგნს, რომლებიც პირადად შეგროვდა ზარიფა სალახოვას მიერ ბოლო 30+ წლის განმავლობაში.

აქ შეგიძლიათ იპოვოთ წიგნები 60-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის ყურანის მინიატურული ვერსია, რუსული წიგნი, რომლის წაკითხვა მხოლოდ გამადიდებელი შუშითაა შესაძლებელი და აზერბაიჯანის კონსტიტუცია.

ამ მუზეუმს ასევე მინიჭებული აქვს გინესის რეკორდების წიგნის სერთიფიკატი, როგორც მინიატურული წიგნების უდიდესი კოლექცია.

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები ქუთაისი ბაქო მიმართულებით?

kutaisi bako -ს მიმართულებით ავიაბილეთების იაფად შეძენა ონლაინ, სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი. საჭიროა საძიებო სისტემაში გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილს არჩევა, მოგზაურობისათვის სასურველ თარიღებს მითითება და სულ ეს არის. რამდენიმე წამში აპლიკაცია შემოგთავაზებთ ყველა მოქმედი ავიაკომპანიისა და სააგენტოს არსებულ რეისებს, რაც გაგიმარტივებთ თვალი გადაავლოთ ყველა ვარიანტს, თანაც ერთ სივრცეში და აარჩიოთ თქვენთვის სასურველი თარიღებისა და ფასების გათვალისწინებით. 

ქუთაისიდან ბაქოს მიმართულებით იაფი ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

Exit mobile version