Site icon aviabiletebi ავიაბილეთები tickets ge

მწვანე ბარათის შევსება

green card

 

მრავალფეროვნების სავიზო ლატარიის პროგრამა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „მწვანე ბარათის გათამაშება“, არის ერთადერთი ოფიციალური ლატარია, რომელიც იძლევა აშშ-ის საიმიგრაციო ვიზის მიღების საშუალებას. ეს პროგრამა ფინანსდება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ და ყოველწლიურად გასცემს 50,000-ზე მეტ ვიზას.

პროგრამის მიზანია იმიგრაციისა და მოქალაქეობის აქტის შესაბამისად მიიზიდოს იმიგრანტები იმ ქვეყნებიდან, სადაც ისტორიულად დაბალი მაჩვენებელია აშშ-ში ემიგრაციის თვალსაზრისით.

ლატარიაში მონაწილე აპლიკანტებმა გარკვეული კრიტერიუმები  უნდა დააკმაყოფილონ, ხოლო გამარჯვებულები კომპიუტერული სისტემის საშუალებით, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევიან.

კრიტერიუმები, რომლებიც აპლიკანტმა უნდა დაკმაყოფილოს 

მოქალაქეობის ქვეყანა

აპლიკანტი უნდა იყოს იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც კვალიფიცირდება ლატარიაში მონაწილეობისათვის. თუ თქვენ არ ხართ კვალიფიციური ქვეყნის მოქალაქე, შეიძლება კვალიფიცირდეთ შემდეგი გზებით:

განათლების ან სამუშაო გამოცდილების მოთხოვნები:

მწვანე ბარათი ს რეგისტრაციის პერიოდი:

2026 წლის პროგრამისთვის რეგისტრაცია გაიხსნა 2024 წლის 2 ოქტომბერს 20:00 საათიდან (თბილისის დროით) და გაგრძელდება 2024 წლის 5 ნოემბრის 20:00 საათამდე. რეგისტრაცია არ გადადოთ ბოლო კვირამდე, რადგან ამ პერიოდში მაღალმა მოთხოვნამ შესაძლოა შეაფერხოს ვებგვერდის მუშაობა.

როგორ შეავსოთ მწვანე ბარათი -ს განაცხადი?

განაცხადის შევსება უნდა მოხდეს ონლაინ, ვებგვერდზე dvprogram.state.gov. ფორმის სწორად შევსების შემდეგ თქვენ მიიღებთ უნიკალურ კოდს, რომელიც უნდა შეინახოთ განაცხადის სტატუსის შემოწმებისთვის.

ასევე, დარწმუნდით, რომ გაქვთ წვდომა იმ ელფოსტის მისამართზე, რომელიც განაცხადში გაქვთ მითითებული. განაცხადის შევსების და გაგზავნის დასრულების შემდეგ, ეკრანზე განაცხადის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი გამოჩნდება, სადაც მითითებული იქნება თქვენი სახელი, გვარი და დასტურის ნომერი. ეს დოკუმენტი აუცილებლად შეინახეთ (ან ამობეჭდეთ). თქვენი განაცხადის სტატუსის შემოწმებას 2025 წლის 3 მაისიდან 2026 წლის 30 სექტემბრამდე შეგეძლებათ.

განაცხადების შერჩევის პროცესი:

კვალიფიციური განაცხადები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განიხილება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, კომპიუტერული სისტემის საშუალებით. რეგისტრაციის შედეგების გასაგებად უნდა ეწვიეთ პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდს, 2025 წლის 3 მაისიდან.

როგორ გეხმარებათ Avia.ge?

მიუხედავად იმისა, რომ განაცხადის შევსება თავადაც შეგიძლიათ, Avia.ge-ს გუნდი დაგეხმარებათ ფორმის სწორად შევსებაში, დოკუმენტაციის მომზადებაში და მოთხოვნების შესრულებაში. თუმცა, მათ არ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ შერჩევის პროცესზე.

თუ დროულად შეავსებთ განაცხადს, მოგების შემთხვევაში მეტი დრო გექნებათ მომზადებისთვის, რაც დაგეხმარებათ სამომავლო გეგმების განსაზღვრაში.

არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა, რომელიც ყოველწლიურად ათასობით ადამიანს აძლევს შანსს ახალ ცხოვრების დასაწყებად!

გისურვებთ წარმატებებს.

Exit mobile version