მოგზაურობის დროს, არაერთ ადამიანს ჰქონია არასასიამოვნო გამოცდილება ფრენის გაუქმების, გადადების, დაგვიანების ან ბორტზე არასაკმარისი ადგილების გამო. თუმცა, ყველა მგზავრმა უნდა იცოდეს, რომ მათი უფლელები დაცულია და რომ მას შესაძლოა ეკუთვნოდეს ფრენის კომპენსაცია, თუ ფრენის შეფერხება, ავიაკომპანიის ბრალეულობითაა გამოწვეული. ავიაკომპანიებისთვის უჩვეულო არ არის, რეისზე უფრო მეტი ავიაბილეთის გაყიდვა, ვიდრე თვითმფრინავში თავისუფალი ადგილების რაოდენობაა.
შეგიძლიათ თუ არა მიიღოთ ფრენის კომპენსაცია , თუ ჩასხდოაზე უარი “ოვერბუქინგის” გამო გითხრეს?
ევროკავშირის კანონმდებლობის თანახმად, თუ თქვენ უარი გითხრეს გადაჯავშნილი რეისის გამო და ავიაკომპანიისგან არცერთ შემოთავაზებას არ დათანხმდით, ავიაკომპანია ვალდებულია აგინაზღაუროთ 250-დან 600 ევრომდე ფულადი კომპენსაცია.
თანხის ოდენობა დამოკიდებულია გამგზავრებისა და დანიშნულების აეროპორტებს შორის მანძილზე:
- ფრენები 1500 კმ-მდე – 250 ევრო.
- ფრენები 1500 – 3500 კმ-მდე – 400 ევრო.
- ფრენები 3500 კმ-ზე მეტ მანძილზე – 600 ევრო.
რომელ ფრენებზე მოქმედებს ევროკავშირის რეგულაცია?
- გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა.
- გამგზავრება ხდება ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან, ჩაფრენა კი ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში.
- გამგზავრება ხდება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდან, ჩაფრენა კი ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, თუ რეისს ასრულებს ევროკავშირში რეგისტრირებული ავიახაზები.
- რეისი ხორციელდება ევროკავშირში რეგისტრირებული ავიაკომპანიის მიერ, ხოლო გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილი არ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.
ევროკავშირის რეგულაციების გარდა, არსებობს სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა რეგულაციები. რომელთა დაფარვის არეალი საკმაოდ ფართოა. რაც იმას ნიშნავს, რომ მგზავის უფლებები დაცულია ევროკავშირის გარეთაც. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ყველაზე ფართო და ეფექტური გამოყენება ევროკავშირის რეგულაციას გააჩნია.
როგორ უნდა მიიღოთ ფრენის კომპენსაცია “ოვერბუქინგის” დროს?
FlyHelp.ge -ი მზადაა დაგეხმაროთ კომპენსაციის მიღებაში. საქმის დასაწყებად, მხოლოდ თქვენი ფრენის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო, რომელსაც სწრაფად და მარტივად, ვებგვერდის მეშვეობით შეძლებთ.
ფრენის დეტალების გაცნობის შემდეგ, FlyHelp -ის გუნდი ავიაკომპანიასთან გაგზავნის მოთხოვნას, თქვენი კუთვნილი კომპენსაციის მიღების თაობაზე. გაითვალისწინეთ, რომ ზოგჯერ, ავიაკომპანიის მხრიდან რეაგირებას და თანხის მიღებას, შეიძლება რამდენიმე კვირა ან თვე დასჭირდეს.
რამდენია მომსახურების საფასური?
მომსახურების საფასური კომპენსაციიდან მიღებული თანხის 35%-ს შეადგენს. თანხის გადახდა ხდება მხოლოდ მაშინ, თუ საქმე წარმატებით დასრულდა და ავიაკომპანიამ მოთხოვნაზე თანხმობა განაცხადა.
მიიღე კომპენსაცია მარტივად, დაგვირეკე: 579 20 60 40