Site icon aviabiletebi ავიაბილეთები tickets ge

Azerbaijan Airlines აზერბაიჯანის ავიახაზები

Azerbaijan Airlines

Azerbaijan Airlines ასევე ცნობილი, როგორც Azal არის აზერბაიჯანული ეროვნული და ქვეყნის უდიდესი ავიაკომპანია. იგი დაარსდა 1992 წლის 7 აპრილს, როგორც პირველი ეროვნული ავიაკომპანია, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ შეიქმნა.  სათაო ოფისი მდებარეობს ბაქო -ში, ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში.

Azal ერთ-ერთი წამყვანი საავიაციო კომპანია დსთ-ს ქვეყნებში. მგზავრთა მომსახურების ხარისხის მაღალი სტანდარტების და ყველაზე თანამედროვე საჰაერო ფლოტის წყალობით, ის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანიაა სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიაში. რასაც ადასტურებს Skytrax -ის მიერ აღიარებული რეიტინგში მაღალი პოზიციები.

აღსანიშნავია, რომ Azal Airlines არის საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) წევრი.

 

მიმართულებები:

აზერბაიჯანის ავიახაზები ყოველთვის მუშაობს მარშრუტების ქსელის გაფართოებაზე – მრავალი რეგულარული მარშრუტის გარდა, გადამზიდავი ხშირად ამატებს ახალ სეზონურ და ჩარტერულ მარშრუტებს.

ბაქოში დაფუძნებული გადამზიდავი ოპერირებს აზიის, დსთ-ს, ევროპისა და აშშ-ის უამრავი ქალაქის მიმართულებით, მათ შორის: თბილისი , პარიზი, ნიუ-იორკი, ლონდონი, მილანი, ვენა, რომი, რიგა, ანკარა, ანტალია, აქტაუ, ბიშკეკი, ბოდრუმი, დოჰა, დუბაი, ფრანკფურტი, განჯა, თეირანი, თელ-ავივი, მინსკი და მრავალი სხვა.

 

Azal Airlines ფლოტი

ავიაკომაპანიის ფლოტი შედგება Airbus და Boeing ტიპის საჰაერო ხომალდებისგან: Airbus A320-200, Airbus A319-100, Airbus A340-500, Airbus A320neo, Boeing 767-300ER, Boeing 757-200, Boeing 787-8 Dreamliner.

სალონის კლასები:

ინფორმაცია ბარგის შესახებ:

ხელბარგი

ავიაკომპანიის ფრენებზე თითოეულ მგზავრს უფლება აქვს თან ჰქონდეს უფასო ხელბარგი, რომლის ოდენობა განსხვავდება ავიაბილეთის კლასის მიხედვით. თუმცა, თითოეულის წონა არ უნდა აღემატებოდეს 10 კგ-ს და 118 სმ (55x40x23) -ს.

ჩასაბარებელი ბარგი

რეგისტრაცია / Check-in

ონლაინ რეგისტრაცია

მგზავრებს შეუძლიათ გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია ავიაკომპანიის ვებგვერდის მეშვეობით. ონლაინ რეგისტრაცია იხსნება გამგზავრებამდე 24 საათით ადრე.

რეგისტრაცია აეროპორტში

მგზავრებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ აეროპორტის გამშვებ პუნქტებში. აეროპორტში რეგისტრაცია იხურება გამგზავრებამდე 60 წუთით ადრე, ამიტომ გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ დროულად გამოცხადდეთ აეროპორტში.

იმოგზაურეთ კომფორტულად AZAL -თან ერთად. შეიძინეთ ავიაბილეთები საუკეთესო ფასად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version